ნატრიუმის ლაქტატის კომბინირებული ხსნარი

ნატრიუმის ლაქტატის კომბინირებული ხსნარი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ნატრიუმის ლაქტატის კომბინირებული ხსნარი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატრიუმის ლაქტატი წარმოადგენს კომბინირებულ სარეჰიდრატაციო საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს ექსტრაცელულური სითხის შევსებას ორგანიზმისათვის აუცილებელია 3 სახის მნიშვნელოვანი კათიონით – Na+, K+, Ca2+-ით.
ორგანიზმში ლაქტატი მეტაბოლიზდება ბიკარბონატად, რის გამოც ხსნარს ახასიათებს ტუტე მოქმედება.
ვენაში ინფუზიის დროს ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი ქსოვილებში აღწევს არა ნაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში, რის გამოც მისი გამოყენება გადასასხმელი სისხლის ან პლაზმის ნაცვლად არ შეიძლება.

ჩვენებები
ჰიპოვოლემია ან მკვეთრად გამოხატული დეჰიდრატაცია ნორმალური მჟავე-ტუტოვანი წონასწორობის ან სუსტი აციდოზის დროს, მათ შორის:
მძიმე ღებინებით და დიარეით ელექტროლიტების და წყლის დეფიციტის შესავსებად დამწვრობის დიდი ზედაპირის დროს;
პერიტონიტის, მძიმე ინფექციების შემთხვევაში.
ექსტრაცელულური სითხის მოცულობის შენარჩუნებისათვის ქირურგიულ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ, რაც ჰემოტრანსფუზიის დროებით გადადების საშუალებას იძლევა;
სისხლის მნიშვნელოვანი დაკარგვის საწყის პერიოდში, შოკის და ტრავმების დროს.

დოზირების რეჟიმი
ხსნარი შეჰყავთ ვენაში დღე-ღამეში 2500 მლ-მდე მოცულობით, შეყვანის საშუალო სიჩქარით – 2.5 მლ/კგ ან 60 წვეთი/წთ-ში, გადასასხმელი საინფუზიო ხსნარის მოცულობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საკმარისია ინფუზიის შეწყვეტა.
თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება, მჟავატუტოვანი წონასწორობის უწყვეტი კონტროლით.

გვერდითი მოვლენები
არაადექვატური დიდი მოცულობის ხსნარის გადასხმისას შესაძლებელია წყლის და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, მათ შორის ჰიპერვოლემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერკალიციემია, ჰიპერქლორემია.

უკუჩვენებები
* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
*  თირკმელების მწვავე უკმარისობა;
* ფილტვების შეშუპება;
* ალკალოზი, ლაქტოაციდოზი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი ნატრიუმის ლაქტატის გამოყენება იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა მკვეთრად აღემატება ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები
♦ იყენებენ მხოლოდ პლაზმის მოცულობის დროებითი შენარჩუნებისათვის ფიზიოლოგიურ ფარგლებში, გადაუდებელი მდგომარეობების დროს.
♦ პრეპარატის გამოყენება  Na+, K+, Ca2+-ის მძიმე დეფიციტის დროს რეკომენდებული არ არის.
♦ ნატრიუმის ლაქტატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ღვიძლის დაავადებების და ჰიპოპროტეინემიის დროს, აგრეთვე  კორტიკოსტეროიდებით და კორტიკოტროპინით მკურნალობის ფონზე.
♦ პრეპარატის დიდი მოცულობით გამოყენების დროს საჭიროა მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კონტროლი.

გაფრთხილება