ნატურალ სელენი

ნატურალ სელენი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ნატურალ სელენი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
ვიტამინი C (მიღებული აცეროლას ფხვნილისგან) 50მგ
ვიტამინი E (მიღებული ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთისგან)  36მგ
სელენი (საფუარა უჯრედიდან)   100მკგრ.
ნატურალური კაროტინოიდი 3მგ
ლიკოპინი 1მგ
ლუთეინი
ზეაქსენტინი
სელენი წარმოადგენს შეუცვლელ  მინერალს ორგანიზმის  ბიოქიმიური  პროცესების ნორმალურად მიმდინარეობისათვის,სელენის დეფიციტი  იწვევს იმუნური სისტემის დაასუსტებას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის  გაუარესებას, დისტროფიულ ცვლილებებს გულის კუნთში და ზოგადად  კუნთოვან ქსოვილში, ნაადრევ დაბერებას, სიმსივნის განვითარებისთვის ხელშეწყობას, ღვიძლის დაზიანებას.

სელენი მნიშვნე -ლოვანი შემადგენელი კომპონენტია ფერმენტ გლუტათიონპეროქსიდაზას.ეს უკანასკნელი კი პასუხისმგე- ბელია თავისუფალი რადიკალების ბლოკირებაზე.

სელენი ასევე დადებით გავლენას ახდეენს რეპროდუქციული სისტემის აქტიურ ფუნქციონირებაზე: ზრდის  სპერმატოზოიდების მოძრაობით აქტივობას,  მონაწილეობს განაყოფიერების პროსესში, ამცირებს თვითნებური აბორტის რისკს.ის ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  მხედველობის ორგანოს, კანის, თმოვანი საფარველის ნორმოფუნქციურ მდგომარეობაზე.

C ვიტამინის ორგანიზმში არ სინთეზირდება და  მიღების ერთადერთი გზა არის    საკვები ან ვიტამინის სახით. C ვიტამინის უზრუნველყოფს ნახშირწყლების და ცხიმების ათვისებას, გავლენას ახდენს სისხლძარღვის კედლის გამავლობაზე, სისხლის შედედების პროცეზე, იმუნური სისტემის გამართულმუშაობაზე, ამცირებს თვალის ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა: კატარაქტა და მაკულარული, დეგენერაცია.

ვიტამინები A, C და E  Se-თან ერთად კომბინაციაში უზრუნველყოფენ:
მხედველობის ორგანოს მძლავრ ანტიოქსიდანტურ დაცვას, ასუსტებენ აგრესიული ფაქტორების ზემოქმედების არასასურველ შედეგებს, ხელს უწყობენ თვალის სისხლძარღვების მდგრადობას.
ჩვენი თვალი ღია ფანჯარაა სამყაროსთან დასაკავშირებლად, რომელიც გვაძლევს საშუალებას აღვიქვათ იგი ურიცხვ ფერებში. თვალი იმ ორგანოთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ტრანსპლანტაცია მეცნიერებისა და პრაქტიკის დონეზე პრობლემად რჩება, რადგან მას მილიონზე მეტი ნერვული ბოჭკო აკავშირებს
თავის ტვინთან. ამ კავშირის რეკონსტრუქცია კი დღესდღეობით შეუძლებელია. ადამიანი გარემოსგან მიღებული ინფორმაციის 80% -ს მხედველობის ორგანოთი

ლუთეინი და ზეაქსენტინი წარმოადგენენ სინათლის მაღალენერგეტიკული ცისფერი ტალღების (UV) ფილტრებს და თვალს იცავენ მზის მავნე დაზიანებისაგან. ბუნებაში აღმოჩენილი 600 კაროტინოიდიდან მხოლოდ ეს უკანასკნელნი არიან დიდი დოზით თვალის ბადურაში (მაკულა). ლუთეინისა და ზეაქსენტინის რაოდენობა მაკულაში, განსაზღვრავს მაკულარული პიგმენტის ოპტიკურ სიმკვრივეს (MPOD),რომელიც ბოლო პერიოში მნიშვნელოვანი ბიომარკერი გახდა მხედველობის ორგანოს დაავადებების წინასწარ დიაგნოსტიკაში. სამწუხაროდ, ადამიანის ორგანიზმი თავად არ ასინთეზირებს ლუთეინსა და ზეაქსენტინს, ამიტომ მათი ორგანიზმში მოხვედრის გზა მხოლოდ ეგზოგენურია.

ჩვენებები:
– სელენის დეფიციტის  პროფილაქტიკა, მკურნალობა
– არახელსაყრელ გარემო პირობებში ყოფნა
– მავნე ჩვევების უარყოფითი ეფექტების შესუსტება
– იმუნური სისტემის გასაძლიერებლად
– მამაკაცებში უშვილობის სამკურნალოდ
– ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია
– სიმსივნური პროცესების დროს
– თმის ცვენა,ფრჩხილების მტვრევა
– ძვალსახსროვანი პათოლოგია

მიღების წესი:

1 კაფსულა ერთხელ დღეში საკმაო ოდენობით წყალთან ერთად. პრეპარატი მიიღება ხანგრძლივად (1-3 თვე)
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: DR. Wolz, გერმანია

გაფრთხილება