ნატურ ესენციალი

ნატურ ესენციალი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ნატურ ესენციალი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები

შემადგენლობა:
ვიტამინების, მინერალების, ამინო და ცხიმოვან მჟავების ბალანსირებულ ნაკრები, რომელიც აუცილებელია თმის, კანის და ფრჩხილების მუდმივი განახლებისა და ჯანმრთელობისთვის.

შემადგენლობა კაფსულაში RDA
ომეგა-3 (18% EPA -12 %DHA) 230mg
ვიტამინი C 80mg 100%
კიტრანას  ზეთი  (20% – GLA – გამა-ლინოლენის მჟავა) 60მგ
L ცისტეინი 50მგ
რკინის სულფატის მონოჰიდრატი 20.49მგ(6,7მგ რკინა) 47.80%
ვიტამინი B3 (PP, ნიკოტინამიდი) 16მგ 100%
თუთიის სულფატის მონოჰიდრატი 13.72მგ (5მგ თუთია) 50%
E ვიტამინი 6.03მგ 50%
კალციუმის პანთოტენატი 6.51მგ( 6მგ  ვიტამინი B5) 100%
მაგნიუმის ოქსიდი 5მგ( 3მგ მაგნიუმი) 1%
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 2.5მგ 100%
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) 1.71მგ 100%
ვიტამინი B2 ( რიბოფლავინი) 1.4მგ 100%
ვიტამინი B1 ( თიამინი) 1.1მგ 100%
ვიტამინი B9 ( ფოლიუმის მჟავა) 0.2მგ (200 მკგ) 100%
ბიოტინი 0.05მგ 100%

ომეგა-3-ში შემავალი DHA და EPA ხელ უწყობს კანის და თმის ფოლიკულების ლუბრიკაციას, რითაც მათ ანიჭებს ელასტიურობას და ბრწყინვალებას. DHA და EPA-ს დეფიციტი იწვევს ქერტლიანობას, თმის გათხელებას, ეგზემას, ფსორიაზს, ასაკობრივ ლაქებს. მისი ანტიანთებითი მოქმედება ხელს უშლის  მზით სხივებით გამოწვეული კანის ანთებით პროცესების მიმდინარეობას.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ძლიერი ანტიოქსიდანტია. აუცილებელი კომპონენტია თმის, ფრჩხილების და კანის მეტაბოლური პროცესების ნორმალური მიმდინარეობისთვის. მნიშვნელოვანია კოლაგენის Borage oil-ში  შემავალი გამა-ლინოლენის მჟავა  ამცირებს თმის ფოლიკულების ანთებას, რითაც  ხელს უწყობს მათ  გაჯანსაღებას და თმის ცვენის შეჩერებას.
L-ცისტეინი  – არაესენციური ამინოჟავაა, რომელიც კერატინის სტრუქტურის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამყარებს ცილების სტრუქტურას, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს  და  კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანსაღი ტექსტურისა და ელასტიურობის შენარჩუნებას.
რკინა ხელს უწყობს  თმის ფოლიკულების  ჟანგბადით გამდიდრებას.
ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი, ვიტამინი PP) ასტიმულირებს თმის ზრდის პროცესს. აუმჯობესებს  კანის ნორმალურ ფუნქციონირებას.
თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის უჯრედების რეგენერაციაში. მისი მიღება უმნიშვნელოვანესია აკნეს, ფსორიაზის და დერმატიტების დროს.  ხელს უშლის თმის ცვენას, ფრჩილების მტვრევადობას და თეთრი ხაზების წარმოქმნას.
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) ძლიერი ანტიოქსიდანტია. კანს იცავს თავისუფალი რადიკალებისა და მზის სხივებით გამოწვეული ანთებითი დაზიანებებისგან, შესაბამისად – დაბერებისა და ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული კანის სიმსივნური დაავადებებისგან.
ვიტამინი B5 (კალციუმის პანთოტენატი) ხელს უწყობს კერატინოციტების დიფერენცირებას, რომელიც მნიშვნელოვანია კანის ბარიერული ფუნქციის შესანარჩუნებლად. ასტიმულირებს  თმის და ფრჩხილის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების სინთეზს. ზრდის ორგანიზმში გლუტათიონის დონეს, რომელიც იცავს უჯრედის მემბრანას ოქსიდაციური სტრესისგან, შედეგად კანი ინარჩუნებს ჯანსაღ ელფერს.
მაგნიუმის ოქსიდი  წარმოადგენს თმის ზრდის ეფექტურ სტიმულატორს.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ნორმალური სისხლის მიმოქცევისათვის. აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ატენიანებს მას და იცავს გამოშრობისგან. არეგულირებს კანის პიგმენტაციას. იცავს მას  ვიტილიგოს განვითარებისგან. აქვს ეგზემის საწინააღმდეგო მოქმედება.  კანს უნარჩუნებს ახალგაზრდულ ჯანმრთელ იერს. ამაგრებს თმის ძირებს, ხელს უწყობს თმის ზრდას და ხელს უშლის მის ცვენას. ამაგრებს და აჯანსაღებს ფრჩხილებს.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს ცისტეინის სინთეზში, რომელიც კერატინის მნიშვნელოვანი კომპონენტია, როთაც ხელს უწყობს თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეს.
ვიტამინი B2(რიბოფლავინი) წარმოადგენს  კატალიზატორს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში რის შედეგადაც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
ვიტამინი (B1თიამინი) –  მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი. მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოლაგენის რეგენერაციაში.
ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, თმის ფოლიკულების ჟანგბადით მომარაგებას და მათ ნორმალურ ფუნქციონირებას, თმის ცვენის შეჩერებას და მის შეუფერხებელ ზრდას.
ბიოტინის ამცირებს ანთებითი პროცესებს  ფოლიკულებში.   აუმჯობესებს კერატინის სტრუქტურას, ხელს უწყობს თმის გასქელებას და მის ჯანსაღ ზრდას, ამაგრებს ფრჩხილებს.

ჩვენებები:
– სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა (მედიკამენტოზური, ჰორმონალური, უცნობი ეტიოლოგიის)
– თმის სტრუქტურის დაზიანება
– ფრჩხილების სტრუქტურის დაზიანება, ზრდის დარღვევა, თეთრი ხაზები ფრჩხილებზე
– კანის სიმშრალე და ელასტიურობის დაქვეითება
– ნაოჭების პრევენცია

მიღების წესი და დოზირება:
1 კაფსულა 1 X დღეში

გამოშვების ფორმა: 540 მგ ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Laboratorios BIO-DIS ESPANA, ესპანეთი

გაფრთხილება