ნატურ 2 (ვაგინალური კრემი)(ნატუროპათი)

ნატურ 2 (ვაგინალური კრემი)(ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ნატურ 2 (ვაგინალური კრემი)(ნატუროპათი) აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
Estradiol D6, Ovarium Suis D6, Placenta suis D6, Embryo totalis suis D6.
Estradiol D6 – არეგულირებს ჰორმონის ფიზიოლოგიურ კონცენტრაციას,
ახდენს ესტროგენების დეფიციტის კომპენსაციას, ავლენს ლორწოვან გარსებზე ადგილობრივ ტროფიკულ ეფექტს.
Ovarium suis D6 – ააქტიურებს საკვერცხეების ფუნქციას.
Placenta suis D6 – ახდენს ქსოვილის ტროფიკის გაუმჯობესებას და სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას
Embryo totalis suis D6  – ახორციელებს ქსოვილის ბიორევიტალიზაციას
ვასკულარიზაციის გაუმჯობესების საშუალებით

ჩვენებები
პოსტმენოპაუზის და მოხუცებულობის ატროფიული ვულვოვაგინიტი, დისპარეუნია გამოწვეული ესტროგენების დეფიციტით.

შეფუთვა, დოზირება
შეფუთვაში 1 ტუბი, 75 მლ კრემის შემცველობით და 2 ვაგინალური აპლიკატორი. გამოიყენება ადგილობრივად მრავალჯერადი ვაგინალური აპლიკატორით (რომელიც კათეტერისა და დოზატორისგან შედგება და ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს)

გამოშვების ფორმა: 75 მლ კრემი 2 ვაგინალური აპლიკატორით ტუბი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება