ნაფი

ნაფი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ნაფი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


შემადგენლობა:
ნაფი ტაბლეტები 0,25 მგ ფტორის იონი, რომელიც შეესაბამება 0,55 მგ ნატრიუმის ფტორიდს.
დამხმარე საშუალებები: მანიტოლი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
ნაფი ტაბლეტები 1მგ
ფტორის იონი, რომელიც შეესაბამება 2,2,მგ ნატრიუმის ფტორიდს.
დამხმარე საშუალებები: მანიტოლი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
ინდიგო კარმინი CI 73015 E132

მოქმედების მექანიზმი:
ნატრიუმის ფტორიდი წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ ნაერთს ენდოგენური და ტოპიკალური ფტორიდაციისათვის, გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში კარიესის პრევენციისათვის. ფტორი არის კბილის ქსოვილის, კერძოდ კბილის ემალის შემადგენელი ელემენტი. ამგვარად ის იცავს კბილს კარიესის გამომწვევი მავნე ეფექტებისაგან.
ნატრიუმის ფტორიდი ამცირებს ნადების წარმოქმნასა და კბილის ჰიპერმგრნობელობას. მისი წყალობით კბილის ემალი რეზისტენტული ხდება მჟავების მიმართ. ასტიმულირებს კბილის ქსოვილის რემინერალიზაციას და ამცირებს მიკრობული მჟავის წარმოქმნას. ფტორის დამცავი ეფექტი უფრო მაღალია ახალამოსულ კბილში.
მოზრდილებში ფტორის იონები ხელს უწყობს კარიესული დაზიანების რემინერალიზაციას. ფტორი საჭიროა ორსულებისა და მეძუძრი დედებისათვის, ასევე მათი ბავშვებისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ ნატრიუმის ფტორიდი კარგად აბსორბირდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან და გროვდება კალციუმის შემცველ ქსოვილებში. ძირითადად ექსკრეტირდება შარდში და ნაკლებად ოფლითა და განავლით. ნატრიუმის ფტორიდი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

თერაპიული ჩვენებები:
კბილის კარიესის პროფილაქტიკა.

დოზირება და  მიღების წესი:
ნაფის ტაბლეტის დოზა დამოკიდებულია სასმელ წყალში ფტორის შემცველობაზე და თუ ექიმი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, პაციენტმა უნდა დაიცვას შემდეგი სქემით გათვალისწინებული დოზირების რეჟიმი:

ფტორის შემცველობა სასმელ წყალში სხეულის წონა და ასაკი ტაბლეტების რაოდენობა დღეში
0,2 პპმ–ზე ნაკლები 6 თვემდე

10კგ – 15 კგ (6 თვე – 3 წელი)

16კგ – 20კგ (3–6 წელი)

20–58 კგ (6–16 წელი)

0

1  0,25მგ–იანი ტაბლეტი

2  0,25 მგ–იანი ტაბლეტი

1   1მგ–იანი ტაბლეტი

0,3 პპმ – 0,7 პპმ 10კგ–15კგ (6 თვე–3 წელი)16კგ – 20კგ (3–6 წელი)

20–58 კგ (6–16 წელი)

0

1  0,25მგ–იანი ტაბლეტი

2  0,25 მგ–იანი ტაბლეტი

0,7პპმ–ზე მეტი ნაფის ტაბლეტების მიღება როგორც წესი აუცილებელი არ არის

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
ოთხი 0,25მგ–იანი ტაბლეტი დღეში ან ერთი 1 მგ–იანი ტაბლეტი დღეში (თერაპია იწყება ორსულობის მესამე თვიდან).
შენიშვნა: 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ტაბლეტი უნდა გაიხსნას ჩაიში ან წყალში.
2 წლის ზემოთ ბავშვებში და მოზრდილებში მიღებისას ტაბლეტი ნელნელა უნდა დაიწუწნოს, უმჯობესია ტაბლეტის მიღება საღამოს დაძნებამდე.

ჭარბი დოზა:
ფტორის ჭარბი დოზით მიღება ჩვეულებრივ ხდება მისი შემთხვევითი მიღების შედეგად.
მწვავე ჭარბი დოზირების ნიშნები:
ნერწყვდენა, გულისრევა, პირღებინება, ტკივილები მუცლის არეში, დიარეა, მომატებული გაღიზიანებადობა, პარესთეზია, ტრემორი, სუნთქვითი და გულის შეტევები, შოკი, ტონური და კლონური კრუნჩხვები.
მკურნალობა მწვავე ჭარბი დოზირებისას:
რძის მიღება, კუჭის ამორეცხვა, კალციუმის ქლორიდის ხსნარით ან ჰიდროქსიდით ფტორის ნალექის გამო, რის შემდეგაც მიიღება მაგნიუმის ოქსიდი საფაღარათე საშუალების სახით.
მაგნიუმის ოქსიდი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მაგნიუმის ოქსიდის გამოყენების შესახებ გადაწყევეტილებას იღებს ექიმი.
ის აძლიერებს შარდის გამოყოფას. ტეტანიის პირველი ნიშნებისთანავე ინტრავენურად მიიღება 20მლ 10–20%–იანი კალიუმის გლუკონატი.
ბავშვებში კბილების განვითარების პერიოდში ნატრიუმის ფტორიდის ჭარბად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოსკლეროზი და ფლუროზი. სიმტომებს მიეკუთვნება კბილებზე თეთრი, ყავისფერი ან შავის ლაქების გაჩენა ან ძვლების სიმყოფე და ტკივილი.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და მიმართოს ექიმს კონსულტაციისათვის.
მოზრდილებში ლეტალურ დოზას წარმოადგენს 5–10გ ნატრიუმის ფტორიდი, ხოლო ბავშვებში – 0,2 გ.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ინგრედიენტების ან დამხმარე საშუალებების მიმართ.
ნაფის ტაბლეტების მიღება უკუნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ სასმელ წყალში ფტორის შემცველობა აღემატება 0,7 პპმ–ს.

არასასურველი ეფექტები:
ნატრიუმის ფტორიდი სისტემური მიღებისას ხასიათდება კარგი ამტანობით და იშიათად იწვევს არასასურველ ეფექტებს. თერაპიული  დოზებით მიღებისას იშვიათად ვლინდება შემდეგი რექციები: კანზე გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი, გულისრევა, ღებინება, სისხლდენა, წყლულები პირის ღრუს გარშემო და კუჭის ლორწოვან გარსზე, ასევე თეთრი ლაქები კბილებზე.
არასასურველკი ეფექტების გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ურთიერთქმედება:
ნატრიუმის ფტორიდი ურთიერთქმედებს ალუმინის ჰიდროქსიდთან და კალციუმთან, რომლებიც ამცირებენ ფტორის აბსორბციას. ალუმინის ჰიდროქსიდი, ალუმინის სხვა მარილები და კალციუმი მიიღება ფტორიდის მიღებამდე 2 სთ–ით ადრე ან მიღებიდან 2 სთ–ის შემდეგ.
ფტორიდის ჭარბად მიღება იწვევს მაგნიუმის ნაწლავურ აბსორბციას.
ფტორიდის მიღებისას დიაგნოსტიკურ ანალიზებში შეიძლება გამოვლინდეს ასპარტატ–ამინოტრანსფერაზას და ტუტისმიერი ფოსფატაზას მომატებული შრატისმიერი მაჩვენებლები.

განსაკუთრებული გაფრთხილებები:
ნაფის ტაბლეტების დოზა დამოკიდებულია სასმელ წყალში ფტორის შემცველობაზე.
რეკომენდებულია კბილების შემოწმება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ხოლო უფრო ხშირად იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მიდრეკილია კარიესისადმი.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მოშლა, კარდიოვასკულარული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი, ვინაიდან ასეთ პაციენტებში ფტორის კლირენსი თირკმელებში შემცირებულია.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პარიოდში.

ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანადანადგარებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატი გავლენას არ ახდენს პაციენტის აღნიშნულ შესაძლებლობაზე.

შენახვის წესი:
ინახება 250C–მდე ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:
გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

შეფუთვა: კოლოფში მოთავსებულია 0,25მგ–იანი 50 და 400 ტაბლეტი.
კოლოფში მოთავსებულია 1მგ–იანი 50 და 250 ტაბლეტი.

მწარმოებელი:  სს „ბოსნალიეკი“, ფარმაცევტული და ქიმიური მრეწველობა სარაევო.

გაფრთხილება