ნეომილდრონატი / NEOMILDRONAT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მელდონიუმი/meldonium

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები.

შემადგენლობა
ტაბლეტები
ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მელდონიუმს (ფოსფატის სახით)
დამხმარე ნივთიერებები: მანიტი (E 421), პოვიდონი K 29/32, სახამებელი კარტოფილის, სილიციუმის დიოქსიდი/ორჟანგი, ცელულოზა მიკროკრისტალური, მაგნიუმის სტეარატი
აღწერილობა
თეთრი ორმხრივამოზნექილი ოვალური ფორმის ტაბლეტები ჩაზნექილი წარწერით „GX” ერთ მხარეზე და „500” მეორე მხარეზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეომილდრონატი (მელდონიუმი) _ გამა-ბუთირობეტაინის სტრუქტურული ანალოგია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედშია წარმოდგენილი.
მომატებული დატვირთვის პირობებში მელდონი აღადგენს წონასწორობას ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის, ხელს უშლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისაგან; ასევე ახდენს მატონიზებელ გავლენას. მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით ნეომილდრონატს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თავის ტვინის სისხლმიმოქცევის სხვადასხვა დარღვევებისას და ასევე ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად. კარნიტინის კონცენტრაციის შემცირების შედეგად გაძლიერებულად სინთეზირდება გამა-ბუტირობეტაინი, რომელსაც ვაზოდილატაციური თვისებები გააჩნია. მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში მელდონიუმი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს. გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევებისას აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიის ზონაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიური უბნის სასარგებლოდ. პრეპარატი ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევების ნორმალიზაციას ქრონიკული ალკოჰოლიზმით ავადმყოფებში აბსტინენციის სინდრომისას.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა- 78%. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათში მისი შიგნით მიღებისას. ორგანიზმში მეტაბოლიზდება ძირითადათ ღვიძლში, ორი ძირითადი მეტაბოლიტის ფორმირებით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შიგნით მიღებისას დამოკიდებულია დოზაზე და შეადგენს 3-6 საათს.

ჩვენებები
– გულის იშემიური დაავადების კომპლექსურ თერაპიაში (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია).
– თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა)
– პერიფერიული არტერიების დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში (ხანგამოშვებითი კოჭლობა)
– დაქვეითებული შრომისუნარიანობა, გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში),
– აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიურ თერაპიასთან კომბინაციაში).

მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად. ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლინების გამო მიღება რეკომენდირებულია დღის პირველი ნახევარში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი.
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში _ 500მგ – 1 გ (1-2 ტაბლეტი) დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი _ 4-6 კვირა.
სტაბილური სტენოკარდიის შემთხვევაში კურსებს პერიოდულად იმეორებენ (წელიწადში 2-3 ჯერ).
კარდიალგია მიოკარდიუმის დისჰორმონული დისტროფიის ფონზე _ 500 მგ დღეში. მკურნალობის კურსი _ 12 დღე.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა.
მწვავე პერიოდის გასვლის შემდეგ, მკურნალობის გაგრძელების მიზნით _ 500მგ – 1გ -დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. ქრონიკული დარღვევებისას- 500მგ დღეში.
მკურნალობის საერთო კურსი- 4-6 კვირა. განმეორებითი კურსების ჩატარება (ჩვეულებრივ, 2-3-ჯერ წელიწადში) დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პერიფერიული არტერიების დაავადებანი
500 მგ 2 ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი _ 4 კვირიდან 24 კვირამდე.
გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვები, მათ შორის, სპორტსმენებში. მოზრდილებში ინიშნება _ 1 გ დღეში 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი _ 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებს _ 500მგ – 1გ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში _ 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში _ 10-14 დღე.
აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს.
500მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 7-10 დღე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად – ალერგიული რეაქციები (გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება), ასევე დისპეპსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, აგზნება.
სიფრთხილე
ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას უნდა დაიცვან სიფრთხილე.
არაა საკმარისი მონაცემები ნეომილდრონატის გამოყენების შესახებ ბავშვებში.

უკუჩვენება
– მელდონიუმის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
– ქალასშიდა წნევის მომატება (ვენური უკუდინების დარღვევებისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის დამტკიცებული ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ნაყოფზე შესაძლო არაკეთილსასურველ გავლენას, მას არ ნიშნავენ ორსულობის დროს.
არაა გამორკვეული, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ ნეომილდრონატით მკურნალობა აუცილებელია დედისათვის, მაშინ ბავშვის დედის ძუძუთი კვებას წყვეტენ.

განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება.
არ არსებობს მომაცემები ნეომილდრონატის რეაქციის სიჩქარეზე არახელსაყრელ ზემოქმედებაზე.

ჭარბი დოზირება
ნეომილდრონატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. პრეპარატი მცირედტოქსიურია და არ იწვევს პაციენტის ჯანმრთელობისათვის საშიშ გვერდით მოვლენებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია კომბინაცია ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, არითმიის სამკურნალო საშუალებებთან, დიურეზულებთან და ბრონქოლიზურებთან.
აძლიერებს კორონაროგამაფართოებელი საშუალებების, ზოგიერთ ჰიპოტენზიური პრეპარატის და საგულე გლიკოზიდების მოქმედებას.
ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, უნდა დავიცვათ სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინაციის დროს.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაში მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

გამოშვების ფორმა: 500მგ ტაბლეტი №30; №60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი:: Grindeks, ლატვია

გაფრთხილება