ნეოპლატი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  მ–ქოლინოლიზური საშუალება.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

შემადგენლობა:
პლატიფილინის ჰიდროტარტრატი…………..  0,005 გ;
კალიუმის ბრომიდი…………………………….   0,15 გ;
კოფეინ-ნატრიუმ ბენზოატი……………………  0,15 გ;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია სპაზმოლიზური, ქოლინოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მარეგულირებელი მოქმედება.

ჩვენება:
თავის ტკივილი (შაკიკისმაგვარი, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული);
„ზღვის დაავადება“ (გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი ტრანსპორტით მგზავრობისას);
სანაღვლე, კუჭ-ნაწლავის და საშარდე სისტემის სპაზმური ტკივილები;
ბრადიკარდიით და ბრადიარითმიით მიმდინარე ნეიროცირკულაციური დისტონია;
როგორც დამხმარე საშუალება ბრონქული ასთმით დაავადებულებში ბრონქოსპაზმის მოსახსნელად;

გვერდითი მოვლენები:
პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, მიდრიაზი (აკომოდაციის დარღვევა).

უკუჩვენება:
* პირის სიმშრალე, გულისცემის აჩქარება, გუგების გაფართოება.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: პერორულად 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ან მგზავრობამდე ნახევარი საათით ადრე.

გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტარი თავსდება  მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის წესი: ინახება 18-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან   დაცულ, გრილ ადგილზე.

გაფრთხილება