ნეოქონდრი / Neoqondri

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი დისტროფიული დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: ნეოქონდრის სქელი ექსტრაქტი – 300 მგ;
(წყლის მარწყვაბალახას ფესურები ფესვებით (Rhizomata cum radices Comari)_ 3 ნაწილი; ოროვანდის ფესვები (Radices Arctii) _ 1 ნაწილი; შავი მოცხარის ფოთლები (Folia Ribes nigri) _ 1 ნაწილი);
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ფუძეკარბონატი, სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ოფლმდენი მოქმედება. ხსნის სახსრების ტკივილსა და შეშუპებას, აწესრიგებს მინერალურ ცვლას, ახდენს მასენსიბილიზებელ და ზოგადგამაძლიერებელ მოქმედებას.

ჩვენებები
• ართრიტები (ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად განვითარებული), რევმატიზმი, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი;
• პოდაგრა;
• ძვლებისა და სახსრების დაზიანებები და ტრავმები;
• საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პროფილაქტიკა (მუდმივი ფიზიკური დატვირთვის მქონე პირებში და სპორტსმენებში);
• მინერალური ცვლის დარღვევა.

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 25-30 დღე.
გამოხატული ეფექტი მიიღება მხოლოდ მკურნალობის კურსის ჩატარებისას.

გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ, მშრალ, გრილ ადგილას.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე

გამოშვების ფორმა: 300მგ ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება