ნეო პეკეს სუერო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები, გასტროენტეროლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები.

შემადგენლობა

1 პაკეტი  (50 მლ)

ენერგეტიკული ღირებულება

3,20 კკალ/ 13,60 კჯ

კარბონჰიდრატი

0,8 

გლუკოზა

0,8 

ცილები

ცხიმები

K+

39,10 მგ

Na+

65,52 მგ

Cl

88,63 მგ

მარილები

0,09 გ

თვისებები:
პრეპარატი თავისი საუკეთესო შემადგენლობით აკმაყოფილებს ESPGHAN მოთხოვნილებას.
გლუკოზის დაბალი შემცველობის გამო პრეპარატი ხასიათდება ჰიპოოსმოლარული თვისებით
დამატკბობელად შემადგენლობაში შეიცავს სუკრალოზას – ყველაზე ტკბილ შაქარს და ამიტომ პრეპარატის გამოყენება დიაბეტიან პაციენტებში დასაშვებია
გელისებური კონსისტენციიდან გამომდინარე ღრმად ჩადის კუჭში და  ღებინების დროს არ არის საშიშროება მისი უკუამოღების, ამიტომ არ საჭიროებს ყლუპ-ყლუპ მიღებას
სწრაფად აღადგენს დეჰიდრატაციის დროს დაკარგული ელექტროლიტების რაოდენობას, გააჩნია სასიამოვნო ხილის არომატი  და მისაღებად კომფორტულია

ჩვენება:
• წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის კორექცია, ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს
• აციდოზის კორექცია ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს
• ტემპერატურული რეაქცია

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
• ასაკის მიუხედავად სიმძიმის მიხედვით 1-3 პაკეტი დღეში
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით

გამოყენების წესი:
– პაკეტი არ საჭიროებს წყალში ან რაიმე სითხეში განზავებას
– პაკეტის პირდაპირ გამოყენება შესაძლებელია.
– პაკეტის შიგთავსი მიიღება როგორც ყლუპ – ყლუპად ასევე მთლიანი პაკეტი ერთიანად პაციენტის სურვილის მიხედვით

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში ორგანიზმი ივსება ელექტროლიტებით, ხოლო წყლის დეფიციტის შესავსებად შესაძლებელია ნებისმიერი სითხის გამოყენება (სასმელი წყლის ჩათვლით)

შენახვის პირობები და ვადები:
პაკეტი ინახება გახსნილ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნილი პაკეტი ვარგისია 24 საათის მანძილზე.

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL,  ბარსელონა, ესპანეთი

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

გამოშვების ფორმა: 50 მლ პაკეტი გელის კონსისტენციის შიგთავსით № 5 (250 მლ)
ოქროსფერი მალინის  არომატით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ესპანეთი

გაფრთხილება