ნეუროტიანი / Neurotian

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

შემადგენლობა:
ვინპოცეტინი  2,5 მგ
DHA (ომეგა 3) – 50მგ
ჰიპერზინ A – 50 მკგ
ალფა ლიპოის მჟავა – 25 მგ
ელეუტეროკოკის ექსტრაქტი – 50 მგ
გინკო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი – 30 მგ
გოთუ კოლას ექსტრაქტი – 15 მგ
ვიტამინი C -60 მგ
ვიტამინი E – 15 IU
ვიტამინი B6 – 5 მგ
ფოლიუმის მჟავა – 200 მკგ
ვიტამინი B12 –  15 მკგ
ლეციტინი -100 მგ
დიმეთილამინოეთანოლი – 62,5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
· ვინპოცეტინი –აძლიერებს თავის ტვინის სისხლის მომარაგებას აფართოვებს სისხძარღვებს, ანტიაგრეგანტია.აძლიერებს სისხლის მომარაგება იშემიურ უბანში, აადვილებს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში, აძლიერებსგლუკოზის შეწოვას და ცვლას, გადაყავს ნივთიერებათა ცვლა ანაერობულში და ამით აადვილებს რომქსოვილებმა გადაიტანონ ჰიპოქსია.
· DHA – აძლიერებს თავის თვინის ფუნქციას.
· ჰიპერზინ A– აძლიერებს თავის ტვინის ფუნქციას, მეხსიერებას და აუმჯობესებს მხედველობას.
· ალფა ლიპოის მჟავა – ხელს უწყობს თავის ტვინის ნერვული ქსოვილების დაცვას თავისუფალი რადიკალებისამავნე ზემოქმედებისაგან.
· გინკო ბილობა – აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ყურადღების კონცენტრაციას, განამტკიცებსმეხსიერებას.
· გოთუ კოლას უწოდებენ „მეხსიერების ბალახს”. იგი აწყნარებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას;  აუმჯობესებსტვინში სისხლის მიმოქცევას და ამარაგებს ჟანგბადით, რითაც ამაღლებს მის გონებრივ შესაძლებლობებს.აჩქარებს აზროვნების პროცესს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამცირებს თავის ტკივილს.
· დიმეთილამინოეთანოლი – ბუნებრივი ნოოტროპია, აძლიერებს თავის ტვინის სისხლმომარაგებას,აუმჯობესებს მეხსიერებას და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.
· ელეუტეროკოკის ექსტრაქტი  – ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აძლიერებსპირობითრეფრექტორულ მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ შესაზლებლობეს, აუმჯობესებს სმენას დამხედველობას, ზრდის გარემოში ადაპტაციის უნარს.
· ლეტიცინი ნერვული უჯრედების ძირითადი საკვები ნივთიერებაა და ძირითადი კომპონენტია მიელინისსინთეზისათვის. იგი არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს ქოლესტერინის გახსნილმდგომარეობაში შენარჩუნებას.
· ფოლიუმის მჟავა – იგივე ვიტამინი B9,
აუმჯობესებს სისხლის უჯრედების წარმოქმნას, ვიტამინ B 12 – თანერთად ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში.
· ვიტამინი В12 აძლიერებს ნერვული სისტემის აქტივობას
· ვიტამინი В6 აძლიერებს კუნთების კუმშვადობას, ბუნებრივი დიურეტიკია
· ვიტამინი C  ამაგრებს სისხძარღვების კედლებს, მონაწილეობს სისხლი შედედების პროცესში
· ვიტამინი Е აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა დამსხვრევადობას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზულიცვლილებების განვითარებას.

ჩვენებები:
· თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევა (ინსულტი,ტრავმა, თავის ტვინისათეროსკლეროზული დაზიანება, სისხლძარღვოვანი დემენცია, ჰიპერტონული და პოსტრავმულიენცეფალოპათია)
· თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმი
· თავის ტკივილი
· თავბრუსხვევა
· მეხსირების დარღვევა (გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება)
· მოძრაობის დარღვევები (აპრაქსია, აფაზია)
· თვალის სისლძარღვების დაზიანებები (თრომბოზები, ბადურის დაზიანება)
· სმენის დარღვევა (ასაკობრივი ან ტოქსიური(მედიკამენტოზური))
· მენიერის დაავადება
· კოხლეოვესტიბულური ნევრიტი
· ხმაური ყურებში

დოზირება: 2 კაპლეტი დღეში საკვებთან ერთად

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილს, 30 °C – ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია გამოშვებიდან სამი წელი.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გამოშვების ფორმა: ნეუროტიანი კაპლეტები  №30

მწარმოებელი: Vitane Pharma, გერმანია

გაფრთხილება