ნიგერსან ატოქს D6 ამპულები (ნატუროპათი)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: 1 მლ ბოცვერის შრატს D6, რომელიც მიღებულია განსაკუთრებული ხერხით Aspergillus niger D3-ის ხსნარით წინასწარ დამუშავებული ბოცვერებისაგან, HAB-ის 5ა და 11 სტატიების მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
დრენაჟისათვის, NIGERSAN-ის მიღების შემდეგ

თვისებები
Nigersan Ausleitung D9 მაღალეფექტური პრეპარატია ნივთიერებათა ცვლის და დაშლის პროდუქტების დრენაჟის შენარჩუნებისათვის, განსაკუთრებით, NIGERSAN-ის მიღების შემდეგ

მიღების წესი და დოზირება
1 მლ კვირაში 2-ჯერ, კუნთებში ან კანქვეშ

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის.
არ გამოიყენება კურდღლის ბეწვზე ალერგიის დროს

მითითებები
გამოიყენება Nigersan-ის მიღებიდან არანაკლებ 1 დღის შემდეგ. Nigersan Ausleitung-ის გამოყენების დროს დიდი რაოდენობით სითხეს იღებენ.

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება