ნოდემოქსი / Nodemoks

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: ავსტრალიური ჩაის ხის ფოთლების ზეთი 0.1%, არგანის თესლის ზეთი, ტოკოფეროლი,
დამხმარე ნივთიერებები:
ციკლომეთიკონი, დიმეთიკონი, ფენილტრიმეთიკონი, ლიმონენი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნოდემოქსი გამოიყენება ქრონიკული ბლეფარიტის დროს. ბლეფარიტი ეწოდება ქუთუთოს კიდეების ანთებით დაავადებას, რომლის სიმპტომებია: თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, თვალის ქავილი, ფოტოფობია (სინათლისადმი თვალის მომატებული მგრძნობელობა), ეპიფორა (მომატებული ცრემლდენა), თვალების სიმშრალე და დაჭიმულობა, ასევე მხედველობის არის შეზღუდვა.
გარდა ამისა, ბლეფარიტის გამოვლინებას წარმოადგენს ქუთუთოს კიდის სიწითლე და ქუთუთოს კანის აქერცვლა, თვალის ლორწოვანის სიწითლე, მეიბომის ჯირკვლების (ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლები) დახშობა, რაც თავის მხრივ იწვევს მშრაი თვალის სინდრომს (ქუთუთოს კიდის ცხიმოვანი შრის შემცირების და საცრემლე სითხის ზედაპირული ცხიმოვანი შრის დარღვევის შედეგად).
ყველა ტიპის ბლეფარიტის დროს ქუთუთოს კიდეების ჰიგიენა არის მკურნალობის შეუცვლელი ნაწილი (მეიბომის ჯირკვლების მუშაობის გამაუმჯობესებელ მასაჟთან ერთად). ქრონიკულ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს პარაზიტული ტკიპის Dემოდეხ ფოლიცულორუმ საწინააღმდეგო მკურნალობა, Dემოდეხ ფოლიცულორუმ ცხოვრობს ადამიანის კანში და მდგრადია ბევრი ანტისეპტიკური ხსნარის მიმართ. ნოდემოქსის ხსნარი გამოიყენება ქუთუთოს ჰიგიენისთვის, ეფექტურია ქუთუთოს კიდეებზე დაგროვილი კანის და ლორწოვანი გარსის გამომშრალი და აქერცლილი ნარჩენების გასაწმენდად. ნოდემოქსის შემადგენლობაში შემავალი ავსტრალიური ჩაის ხის ფოთლების ზეთი და არგანის თესლის ზეთი ტოკოფეროლთან ერთად უზრუნველყოფენ ქუთუთოს კანის ელასტიურობას და სირბილეს, ამცირებენ დისკომფორტის შეგრძნებას. კლინიკური კვლევებით დადასტურდა ავსტრალიური ჩაის ხის ფოთლების ზეთის ანტიბაქტერიული მოქმედება,  ასევე მისი ეფექტურობა Dემოდეხ ფოლიცულორუმ ტკიპის მიმართ.

გამოყენების ჩვენებები:
– ქუთუთოს კიდეების ჰიგიენა
– ქუთუთოს კიდეებზე დაგროვილი კანის და ლორწოვანის აქერცლილი, გაუხეშებული ნარჩენების გასუფთავება
– თვალის დემოდეკოზის კომპლექსური თერაპია

უკუჩვენებები:
ნოდემოქსის ხსნარის შემადგენელი კმპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
ოფთალმოლოგიური ხსნარი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე, შიგნით მისაღებად და თვალის ლორწოვანზე.
ნოდემოქსის გამოყენების დროს აუცილებლად უნდა მოიხსნას რბილი კონტაქტური ლინზები. არ შეიცავს ფოსფორმჟავას მარილებს და კონსერვანტებს.

გამოყენების წესი:
ნოდემოქსის გამოყენებამდე აუცილებელია ხელები დაბანა, ფლაკონის გახსნის შემდეგ კარგად უნდა დავასველოთ პატარა მარლის საფენი ხსნარით, ქუთუთოზე ხსნარის წასმისას თვალი უნდა იყოს დახუჭული, ფრთხილი და რბილი მოძრაობით გაიწმინდოს ქუთუთოს კიდე, მთლიანად ქუთუთო და კანი თვალის ირგვლივ, ტამპონი ორივე თვალზე უნდა იყოს ახალი (სხვადასხვა).
ნოდემოქსი გამოიყენება 2- ჯერ დღეში დილა – საღამოს.

შენახვის პირობები:
ნოდემოქსი ინახება გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.

შენახვის ვადა:
ნოდემოქსის გამოყენება შესაძლებელია ფლაკონის გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის 40 მლ ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი:: HTV, ესპანეთი

გაფრთხილება