ნოვასანი / NOVASAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების  ბალანსირებული კომპლექსი.
ნოვასანი  სპეციალურად  შექმნილია ყველა ორგანიზმისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ვიტამინების,მინერალების და მიკროელემენტების  დეფიციტი. პრეპარატის შემადგენლობაში  ვიტამინები, მინერალები დამიკროელემენტები წარმოდგენილია ბიოლოგიურად აქტიური, ადვილად ასათვისებელი ნაერთების სახით.
შემადგენლობა დაბალანსებულია  ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების დეფიციტის  მქონე ორგანიზმის მოთხოვნის შესაბამისად. ანტიოქსიდანტური მოქმედების მქონე კომპონენტები (ვიტამინი A, C, E,მიკროელემენტი სელენი) ხელს უშლის დაბერების პროცესებს, ათეროსკლეროზის  განვითარებას, იცავს უჯრედებს დამაზიანებელი  გარემო ზემოქმედებისგან. B ჯგუფის  ვიტამინების მომატებული  რაოდენობა აძლიერებს  ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს  მის ფუნქციონირებას. თუთია არა მხოლოდ იცავს ორგანიზმს
თავისუფალი  რადიკალების ზემოქმედებისგან, ის აგრეთვე აუცილებელია სასქესო ჰორმონების სინთეზისათვის და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ნორმალური ფუნქციონირებისათვის. პრეპარატი დამზადებულია  ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი  ყველა  მოთხოვნის დაცვით, რაც იძლევა მისი მაღალი ხარისხის გარანტიას.

შემაგენლობა:
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), კალციუმი (კალციუმის კარბონატი), ემულგატორი დიკალციუმ ფოსფატი, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი), მარცვლოვანი სახამებელი, ვიტამინი E (dl-ალფა ტოკოფეროლი), სტეარინისმჟავა, კალიუმი (კალიუმის იოდიდი), სტაბილიზატორი  ნატრიკარბოქსიმეთილცელულოზა განივი ბმებით, რკინა (რკინის ფუმარატი), ემულგატორი მიკროკრისტალური ცელულოზა, თუთია
(თუთიის ოქსიდი), ნიაცინი (ნიკოტინამიდი), ემულგატორი სილიციუმის დიოქსიდი, ვიტამინი A (რეტინოლ პალმიტატი), პანტოტენის მჟავა (კალციუმის D-პანტოტენატი), მაგნიუმის სტეარატი, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი),ვიტამინი B1(თიამინის მონონიტრატი), ფოლიუმის მჟავა (პტეროილმონოგლუტამინისმჟავა), მანგანუმი (მანგანუმისსულფატი), საღებავი ტიტანის დიოქსიდი და ყვითელი “მზის ჩასვლა” FCF, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი),სპილენძი (სპილენძის სულფატი), სელენი
(ნატრიუმის სელენატი), მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატი),ბიოტინი (D-ბიოტინი), ვიტამინი B12 (ციანკობალამინი), ვიტამინი K (ფიტომენადიონი), ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი).
სუფთა რაოდენობა 1 ტაბლეტში  –

 

      ONE TABLET CONTAINS

 

RDA*,%

 

    ONE TABLET CONTAINS

 

RDA*,%

Retinol palmitat   800 µg       100    Calcium 120 mg         15
Thiamine 5 mg       450  Magnesium 100 mg         27
Riboflavin 4 mg       285 Potassium 40 mg       2.15
Pyridoxine hydrochloride 6 mg       429 Iron 27 mg       193
Cyanocobalamin 20 µg      800 Zinc 25 mg       250
Pantothenic acid 10 mg      167 Manganese 4 mg       200
Folic acid 400 µg      200 Copper 2 mg       200
Nicotinamide 20 mg      125 Iodine 150 µg       100
Biotin 70 µg      140 Selenium 150 µg       275
Alpha tocopherol 40 mg      335 Molybdenum 90 µg       180
Vitamin K 50 µg      67  

Mg- მილიგრამი
µ
gმიკროგრამი
* RDA  რეკომენდებული სადღეღამისო ნორმა

 

 
Cholecalciferol 10 µg      200
Vitamin C 120 mg      150

ჩვენებები:
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია:
· ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების დეფიციტის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. აგრეთვე მდგომარეობების დროს, როდესაც გაზრდილია ორგანიზმის მოთხოვნა ვიტამინებზე, მინერალებსა დამიკროელემენტებზე.
· ავიტამინოზებისა და ჰიპოვიტამინოზების საპროფილაქტიკოდ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობის დროს. აგრეთვე რეკომენდებულია პრეპარატის მიღება სავარაუდო ორსულობამდე.
· სასქესო სისტემის ფუნქციის დაქვეითება. უნაყოფობა.
· იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება, სომატური და ინფექციური დაავადებების გადატანის, ქირურგიული ჩარევების შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში.
· მხედველობის ორგანოს დაავადებები.
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
· ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. სტრესის, ასთენიური და ნევროზული მდგომარეობების პროფილაქტიკა. სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტები, ნევრალგია.
· სხვადასხვა გენეზის დერმატიტები და დერმატოზები.
· ონკოლოგიური დაავადებების აქტიური პროფილაქტიკა ქიმიო და სხივური თერაპიის კურსების დროს.
· სახსრების და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს.
· ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად.
· სპორტსმენებში გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვის დროს.

გამოყენების წესი და დოზები:
ნოვასანი მიიღება პერორალურად, 1 ჭიქა  წყლის მიყოლებით 1 ტაბლეტი 1 ან 2 ჯერ დღეში. არ გადააჭარბოთ
რეკომენდებულ დოზას. ნოვასანი არ წარმოადგენს საკვების შემცვლელს.

განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში
რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოქმედება:  ძალიან იშვიათად გვხვდება დისპეფსიური მოვლენები, თავისტკივილი, თავბრუს ხვევა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:  ბავშვთა ასაკი 6 წლამდე. ჰიპერმგრძნობელობა.

გამოყენება ორსულობისა დალაქტაციის პერიოდში:
ნოვასანის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არაა, ჭარბი
დოზირების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.

შენახვის პირობები:  შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25OC ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: PRIMEA Limited, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება