ნოვაცეტრინი / NOVACETRIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ცეტირიზინი/cetirizine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები

უპირატესობები:
• რეკომენდებული ევროპული და ქართული გაიდლაინებით ალერგიული რინიტისა და კონიუქტივიტის სამკურნალოდ, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში.
• საუკეთესო საშუალება ალერგიული და ფსევდოალერგიული დაავადებების სიმპტომური და ბაზისური თერაპიისთვის!
• დაბალი ლიპოფილურობა (არ იწვევს ძილიანობას)!
• დაბალი განაწილების მოცულობა – მინიმალური ტოქსიურობა!
• სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების დაბალი ალბათობა!
• არ მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემის უჯრედებით.
• მაღალი სელექციურობა – არ ბლოკავს სხვა რეცეპტორებს, მათ შორის ქოლინერგულ რეცეპტორებს.

ფარმაკოლოგიური  თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატის აქტიური ნივთიერება – ცეტირიზინი, განეკუთვნება ჰისტამინის კონკურენტული ანტაგონისტების ჯგუფს, აბლოკირებს H1 – ჰისტამინური რეცეპტორებს. ნოვაცეტრინი ზეგავლენას ახდენს ალერგიული რეაქციების განვითარებასა და მიმდინარეობაზე, აქვს ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება.
• ზეგავლენას ახდენს ალერგიული რეაქციების ჰისტამინდამოკიდებულ,,ადრეულ’’ სტადიებზე, ზღუდავს ანთების მედიატორების გამოთავისუფლებას ალერგიული რეაქციის,,დაგვიანებულ,, სტადიაზე;
• ამცირებს ეოზინოფილების, ბაზოფილების და ნეიტროფილების მიგრაციას;
• ამცირებს კაპილარების გამტარობას;
• აფერხებს კანის შეშუპების განვითარებას;
• აქვეითებს გლუვი კუნთების სპაზმს;
• ამცირებს კანის რეაქციას ჰისტამინის და სპეციალური ალერგენების გამოყოფისას, ჭინჭრის ციებისას;
• აქვეითებს ჰისტამინინდუცირებულ ბრონქოობსტრუქციას სუსტად მიმდინარე ბრონქული ასთმის დროს;
• არ გააჩნია ანტიქოლინერგული და ანტისეროტინინული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა
10მგ ცეტირიზინის ერთჯერადი მიღებისას ეფექტი დგება 20 წუთში (პაციენტების 50%) და 60 წუთში (პაციენტების 95%), ეფექტი გრძელდება 24 საათი. მკურნალობისას არ ვითარდება ტოლერანტობა ცეტირიზინის ანტიჰისტამინური მოქმედების მიმართ. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ეფექტი ნარჩუნდება 3 დღე-ღამის განმავლობაში.
შიგნით მიღებისას სწრაფად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1 საათში. საკვები არ ახდენს გავლენას შეწოვაზე, მაგრამ ახანგრძლივებს შეწოვის პროცესს 1 საათით. ცეტირიზინის 93% უკავშირდება ცილებს.
არ განიცდის კუმულაციას.

ჩვენებები:
– სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუქტივიტი;
– მუდმივი ალერგიული რინიტი და კონიუქტივიტი;
– ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება;
– ალერგიული დერმატოზები.

მიღების წესი და დოზირება:
2 – 6 წლის ასაკის ბავშვები:
½ ტაბლეტი (5 მგ) დღეში ერთხელ;
6 – 12 წლის ასაკის ბავშვები:
½ ტაბლეტი (5 მგ) დღეში ორჯერ;
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზევით:
1 ტაბლეტი (10 მგ) დღეში ერთხელ.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ბავშვთა ასაკი 6 თვემდე.

ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა: ნოვაცეტრინი 10 მგ  შემოგარსული ტაბლეტები გამყოფი ხაზით, პერორალური გამოყენებისთვის. შეფუთვაში 20 ტაბლეტი.

გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი:: DOPPEL Farmaceutici, იტალია

გაფრთხილება