ნორმოლიპი / Normolip

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ფარმაკოლოგიური თვისება:
ფერმენტირებული წითელი ბრინჯი: წარმოადგენს სისხლში ქოლესტერინის დონის ბუნებრივ მარეგულირებელ საშუალებას, ჰეპატო- ტოქსიური მოქმედების გარეშე.
მონაკოლინ K:   3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას ფერმენტის აქტივობის ინჰიბირებით თრგუნავს ღვიძლის დონეზე   ქოლესტერინის წარმოქმნას,რის შედეგადაც  სისხლის პლაზმაში მცირდება  საერთო ქოლესტერინის მაჩვენებლი, ტრიგლიცერიდები, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები.
გამა ორიზანოლი: მიიღება ბრინჯის ქერქის ზეთისგან. ის გავლენას ახდენს პლაზმურ ქოლესტერინის საერთო დონეზე კოენზიმ Q10:   მთავარ როლს  თამაშობს ბიოენერგეტიკული რეაქციების რეგულაციაში, ის ერთადერთი ცხიმსი ხსნადი ანტიოქსიდანტია,მისი მოქმედებით  მცირდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში პოლიკოზანოლის 60% ოქტაკოსანოლი:  პოლიკოზანოლი  ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს,  ღვიძლში ქოლესტერინის პროდუქციას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
ქრომი:  გავლენას ახდენს შაქრისა და ცხიმების მეტაბოლიზმის პროცესზე..

ჩვენებები: ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპექოლესტერინემია, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების  მაღალი შემცველობა სისხლში, სინთეზური სტატინების აუტანლობა-განსაკუთრებით ღვიძლის დაზიანების ფონზე, მეტაბოლური სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა  დღეში 1 ჯერ დიდი ოდენობით წყალთან ერთად.კვების შემდეგ

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

უკუჩვენება: ფეხმძიმობა, ლაქტაცია, პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილთათვის

სხვა წამლებთან ურთიერთობა: არ მიიღება ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელ სხვა საშუალებასთან  ერთად.

შენახვის პორობები და ვადები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ESI s.p.a. იტალია

გაფრთხილება