ნოტაკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი) / Notakehl D4 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მკვრივი კაფსულა შეიცავს: 330 მგ Penicillium chrysogenum D4 ტრიტურაციას HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა);
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულების გარსი)

გამოცდილების შესაბამისად გამოიყენება
– ბაქტერიული დაჩირქებები
– ტონზილიტი, ლარინგიტი
– კბილების ჩირქოვანი დაავადებები, კბილების ექსტრაქციის შემდგომი მკურნალობა, ხერხემლის დაზიანებები
– ხერხემლის კისრის ნაწილის სინდრომი, ლუმბალური სინდრომი
– ოტიტი, ნევრიტი, ნევრალგიები
– შარდსასქესო სისტემის დაზიანებები
– პროსტატის ადენომა, პროსტატის კარცინომა, საშარდე გზების ინფექციები
– სასუნთქი გზების დაავადებები
– ასთმური ბრონქიტი, ბრონქიტი, სინობრონქიტი
– აკნე
– სოკოვანი პრეპარატებით ნებისმიერი თერაპიის დროს, როგორც ეფექტის გამაძლიერებლი

თვისებები
Notakehl-ს ამზადებენ ობის სოკოს Penicillium Chrysogenium, იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ ახდენს პენიცილინის მჟავას პროდუცირებას. ამიტომ არ ვითარდება ანტიბიოტიკოთერაპიისათვის დამახასიათებელი ისეთი მოვლენები, როგორიცა ალერგიები, ღვიძლის დაზიანებები, ნაწლავური ფლორის დარღვევები და პენიცილინრეზისტენტული შტამების წარმოქმნა. Notakehl სპეციფიურ ზემოქმედებას ახდენს სტრეპტოკოკებით
და სტაფილოკოკებით გამოწვეულ ყველა ინფექციაზე. Mucokehl-თან ან Nigersan-თან ერთად მონაცვლეობით მიღებისას Notakehl-ი გამაღიზიანებელ თერაპიაში მნიშვნელოვანროლს ასრულებს. მიზანშეწონილია არა მარტო გამოჯანმრთელების პროცესის არადამაკმაყოფილებელი მიმდინარეობის დროს, არამედ მკურნალობაში შეიძლება Notakehl-ის ან Quentakehl-ის ნებისმიერი ფორმით ჩართვა, Mucokehl-ის კურსობრივად ინექციებს შორის ინტერვალების დროს.

მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეობებში მიიღება თითო კაფსულა ყოველდღიურად დღეში 1-3-ჯერ, საკვების მიღებამდე. მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
არ მიიღება ობის სოკოების (Penicillium Chrysogenum) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება და ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად. მითითება იზოპათიური მკურნალობისათვის Notakehl-ი გამოიყენება ყველა
მწვავე და ქრონიკული დაავადების დროს, რომლებიც სტრეპტოკოკურ და სტაფილოკოკურ ინფექციებს უკავშირდება. სარტყლისებრი ჰერპესის დროს Notakehl-ი, როგორც ინტერპოზიცია; ერთი კვირის შემდეგ კი – Quentakehl-ი.
პრეპარატი არ ინიშნება Mucokehl-თან ერთად. შეიცავს ლაქტოზას.
გამოშვების ფორმები

გამოშვების ფორმა: 20 კაფსულა

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება