ნოტაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი) / Notakehl D5 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Penicillium chrysogenum D5-ის 1 მლ ხსნარს, HABის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch), გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა.
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– ბაქტერიული დაჩირქებები
– ტონზილიტი, ლარინგიტი
– კბილების ჩირქოვანი დაავადებები, კბილის ექსტრაქციის შემდგომი მკურნალობა, ხერხემლის დაზიანებები – ხერხემლის კისრის ნაწილის სინდრომი, ლუმბალური სინდრომი
– ოტიტი, ნევრიტი, ნევრალგია
– შარდსასქესო სისტემის დაზიანებები – პროსტატის ადენომა, პროსტატის კარცინომა, საშარდე გზების ინფექციები
– სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა ასთმური ბრონქიტი, ბრონქიტი, სინობრონქიტი
– აკნე
– სოკოვანი პრეპარატებით ნებისმიერი თერაპიის დროს, როგორც ეფექტის გამაძლიერებელი

თვისებები
Notakehl-ს ამზადებენ ობის სოკოს Penicillium Chrysogenium, იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ ახდენს პენიცილინის მჟავას პროდუცირებას. ამიტომ არ ვითარდება ანტიბიოტიკოთერაპიისათვის დამახასიათებელი ისეთი მოვლენები, როგორიცა ალერგიები, ღვიძლის დაზიანებები, ნაწლავური ფლორის დარღვევები და პენიცილინრეზისტენტული შტამების წარმოქმნა. Notakehlსპეციფიურ ზემოქმედებას ახდენს სტრეპტოკოკებით
და სტაფილოკოკებით გამოწვეულ ყველა ინფექციაზე. Mucokehl-თან ან Nigersan-თან ერთად მონაცვლეობით მიღებისას Notakehl-ი გამაღიზიანებელ თერაპიაში მნიშვნელოვანროლს ასრულებს. მიზანშეწონილია არა მარტო გამოჯანმრთელების პროცესის არადამაკმაყოფილებელი მიმდინარეობის დროს,არამედ მკურნალობაში შეიძლება Notakehl-ის ან Quentakehl-ის ნებისმიერი ფორმით ჩართვა, Mucokehl-ის კურსობრივად ინექციებს შორის ინტერვალების დროს.

მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება 8 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე
შესაზელად:
ა) 5-10 წვეთის შეზელვა დღეში ერთხელ დაზიანებულ ადგილზე ან იდაყვის ფოსოში
ბ) პარენტერული მკურნალობის დროს იმ დღეებში, როდესაც ინექციები დანიშნული არ არის,
კვირაში ორჯერ 5-10 წვეთი
საინჰალაციოდ:
10-20 ღრმა ჩასუნთქვა დღეში 2-3-ჯერ კბილების ჩირქოვანი დაავადებების დროს:
ბამბის ბურთულაზე დაწვეთებული 7 წვეთი დაიდეთ კბილის პათოლოგიურ კერაზე.
აუცილებლობის შემთხვევაში მონაცვლეობით გამოიყენება PEFRAKEHL D5-თან ერთად (ზემოქმედებისათვის
დატოვეთ 4 საათი, ვიდრე ბამბის ფერი მოყვითალო-მომწვანო არ გახდება)

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
არ მიიღება ობის სოკოების (Penicillium Chrysogenum) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში მითითება იზოპათიური მკურნალობისათვის Notakehl-ი გამოიყენება ყველა მწვავე და ქრონიკული დაავადების დროს, რომლებიც სტრეპტოკოკურ და სტაფილოკოკურ ინფექციებს უკავშირდება. სარტყლისებრი ჰერპესის დროს Notakehl-ი, როგორც ინტერპოზიცია; ერთი კვირის შემდეგ კი – Quentakehl-ი. პრეპარატი არ ინიშნება Mucokehl-თან ერთად.

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება