ნოტაკელ D5-D6-D7 ამპულები (ნატუროპათი) / Notakehl D5-D6-D7 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Penicillium chrysogenum D5 ან შესაბამისად Penicillium chrysogenum D6 ან Penicillium chrysogenum D7 წყალხსნარის 1 მლ HAB-ის 5ბ და 11 სტატიების მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა.
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
– ბაქტერიული დაჩირქებები, როგორიცაა ტონზილიტი, ლარინგიტი
– კბილების ჩირქოვანი დაავადებები, კბილების ექსტრაქციის შემდგომი მკურნალობისათვის, ხერხემლის                   დაზიანებები, როგორიცაა ხერხემლის კისრის ნაწილის სინდრომი, ლუმბალური სინდრომი
– ოტიტი, ნევრიტი, ნევრალგიები
– შარდსასქესო სისტემის დაზიანებები, როგორიცაა პროსტატის ადენომა, პროსტატის კარცინომა,
საშარდე გზების  ინფექციები
– სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა ასთმური ბრონქიტი, ბრონქიტი, სინობრონქიტი
– აკნე
– სოკოვანი პრეპარატებით ნებისმიერი თერაპიის დროს, როგორც ეფექტის გამაძლიერებელი

თვისებები
Notakehl-ს ამზადებენ ობის სოკოს Penicillium Chrysogenium, იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ ახდენს პენიცილინის მჟავას პროდუცირებას. ამიტომ არ ვითარდება ანტიბიოტიკოთერაპიისათვის დამახასიათებელი ისეთი მოვლენები, როგორიცა ალერგიები, ღვიძლის დაზიანებები, ნაწლავური ფლორის დარღვევები და პენიცილინრეზისტენტული შტამების წარმოქმნა. Notakehl სპეციფიურ ზემოქმედებას ახდენს სტრეპტოკოკებით
და სტაფილოკოკებით გამოწვეულ ყველა ინფექციაზე. Mucokehl-თან ან Nigersan-თან ერთად მონაცვლეობით მიღებისას Notakehl-ი გამაღიზიანებელ თერაპიაში მნიშვნელოვანროლს ასრულებს. მიზანშეწონილია არა მარტო გამოჯანმრთელების პროცესის არადამაკმაყოფილებელი მიმდინარეობის დროს,არამედ მკურნალობაში შეიძლება Notakehl-ის ან Quentakehl-ის ნებისმიერი ფორმით ჩართვა, Mucokehl-ის კურსობრივად ინექციებს შორის ინტერვალების დროს.

მიღების წესი და დოზირება
1 მლ-ის შეყვანა კვირაში 2-ჯერ ი.მ., კანში, კანქვეშ ან ი.ვ.

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
არ მიიღება ობის სოკოების (Penicillium Chrysogenum) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
მითითება იზოპათიური მკურნალობისათვის Notakehl-ი გამოიყენება ყველა მწვავე და ქრონიკული დაავადების დროს, რომლებიც სტრეპტოკოკურ და სტაფილოკოკურ ინფექციებს უკავშირდება. სარტყლისებრი
ჰერპესის დროს Notakehl-ი, როგორც ინტერპოზიცია; ერთი კვირის შემდეგ კი – Quentakehl-ი.
პრეპარატი არ ინიშნება Mucokehl-თან ერთად.

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება