ნუკლეო ცმფ ფორტე – NUCLEO CMF FORTE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება)ციტიდინი+ურიდინი/CITIDINE;URIDINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიელინიზაციის ხელშემწყობი პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
ციტიდინი…..          5 მგ
ურიდინი…….          3 მგ
ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში 16 მგ, შეფუთვაში 3 ც.
1 ამპ.
ციტიდინი………..    10 მგ
ურიდინი………….    6 მგ
დამხმარე ნივთიერება: ნატრიქლორიდის ხსნარი 2 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნუკლეო ცმფ ფორტე უზრუნველყოფს ცერებროზიდებისა და ფოსფატიდური მჟავების წარმოქმნისათვის საჭირო მონოსაქარიდებსა და ცერამიდინებს შესაერთებლად აუცილებელ ფოსფატური ჯგუფებით. ცერებროზიდები და ფოსფატიდური მჟავები კი ქმნიან სფიგმომიელინისა და გლიცეროფოსფოლიპიდების საფუძველს და წარმოადგენენ მიელინის გარსის ძირითად კომპონენტებს.

ამგვარადნუკლეო ცმფ ფორტე ავლენს ტროფიულ თვისებებს და განაპირობებს ნერვული ქსოვილის აქსონების რეგენერაციას.

ჩვენებები:
ძვალ-სახსროვანი (რადიკულოპათიები – ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია),
მეტაბოლური (ალკოჰოლური დიაბეტური პოლინეიროპათიები),
ინფექციური (ჰერპეს ზოსტერი, შიდსი) წარმოშობის ნევრალგიები. აგრეთვე,
სამწვერა, სახისა და ნეკნთაშუა ნერვებისა და ნერვიული წნულების ანთებითი დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:
კაფსულები
– მოზრდილები: პერორალურად 1-3 კაფსულა 2-ჯერ დღეში;
– ბავშვები: პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
ამპულები
– მოზრდილები: 1 ინექცია დღეში ერთხელ.
– ბავშვები: 1 ინექცია 2 დღეში ერთხელ.

მკურნალობის სტანდარტული კურსი მოზრდილებისათვის
– 3 კაფსულა 2-ჯერ დღეში 10 დღის მანძილზე (=2 კოლოფს);
– 1 კუნთშიდა ინექცია დღეში სამი დღის მანძიზე (= 1 კოლოფს).

მკურნალობის სტანდარტული კურსი ბავშვებისათვის
– 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 10 დღის მანძილზე (სულ 20 კაფსულა);
– 1 კუნთქვეშა ინექცია პირველ დღეს და 1 ინექცია მესამე დღეს.
დოზა შეიძლება მომატებულ იქნას ექიმის დანიშნულებით.
ლიოფილიზებული ფხვნილი სრულად უნდა გაიხსნას ხსნარში უშუალოდ ინექციის წინ.

გვერდითი მოვლენები:
არ არის აღწერილი.

უკუჩვენებები:
* პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულ და მეძუძურ ქალებში წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, თუმცა პრეპარატის მიღების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა იმ შემთხვევაში, თუ დედის მკურნალობით მოსალოდნელი სარგებელი ჭარბობს ბავშვისადმი რისკს.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის უმნიშვნელო ტოქსიკურობის გათვალისწინებით დოზის გადამეტება ნაკლებად მოსალოდნელია დოზის შემთხვევითი გადაჭარბების დროსაც კი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი: FERRER INTERNATIONAL, ესპანეთი

გაფრთხილება