ოკომისტინი / Okomistin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბენზილდიმეთილ[3-(მირისტოილამინო)პროპილ]ამონიუმის ქლორიდის მონოჰიდრატი /Benzyldimethyl [ 3- (myristoylamino) propyl ] ammonium chloride monohydrate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში

ათქ კოდიS01АХ

შემადგენლობა 100 მლ
აქტიური ნივთიერება:
ბენზილდიმეთილ[3-(მირისტოილამინო)პროპილ]ამონიუმის ქლორიდის მონოჰიდრატი (უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 0,01 გ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი – 0,90 გ, გასუფთავებული წყალი 100 მლ-მდე.

წამლის ფორმის აღწერა
უფერო, გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატ ოკომისტინი თვალის წვეთების ძირითად მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ანტისეპტიური საშუალება ბენზილდიმეთილ-მირისტოილამინო-პროპილამონიუმი, რომელსაც გააჩნია გამოხატული ანტიმიკრობული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი, აერობული და ანაერობული ბაქტერიების მიმართ, რომლებიც არიან მონოკულტურების და მიკრობული ასოციასიების სახით, ანტიბიოტიკებისადმი პოლირეზისტენტული ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით. პრეპარატი მოქმედებს ქლამიდიებზე, პათოგენურ სოკოებზე, ასევე ჰერპესის ვირუსებზე, ადენოვირუსებზე. პრეპარატი უფრო აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების მიმართ. პრეპარატის ზემოქმედებით ქვეითდება ბაქტერიების და სოკოების მდგრადობა ანტიბიოტიკებისადმი.

მიღების ჩვენებები
ოკომისტინის თვალის წვეთების გამოყენება რეკომენდებულია მწვავე და ქრონიკული კონიუნქტივიტის, ბლეფაროკონიუნქტივიტის, კერატიტის, კერატოუვეიტის დროს; ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ჩირქოვან-ანთებითი გართულებების პროფილაქტიკისათვის, ასევე თვალის ტრავმის მკურნალობისას.
პედიატრიულ პრაქტიკაში, ბავშვებში 3 წლის ასაკიდან გამოიყენება ბაქტერიული კონიუნქტივიტის სამკურნალოდ.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. 3 წლამდე ბავშვთა ასაკი. პრეპარატის გამოყენება ბავშვებში 3 წლის ასაკიდან შესაძლებელია ბაქტერიული კონიუნქტივიტის ჩვენებით, სხვა ჩვენებებით შეზღუდვა რჩება 18 წლამდე. ორსულობა და ძუძუთი კვება.

გამოყენების წესი და დოზები
ადგილობრივი გამოყენებისათვის. მკურნალობის მიზნით, პრეპარატ ოკომისტინს, თვალის წვეთებს, იწვეთებენ კონიუნქტივურ პარკში 1-2 წვეთს 4-6 ჯერ დღე-ღამეში კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე.
პროფილაქტიკის მიზნით, პრეპარატს იწვეთებენ 2-3 ჯერ დღე-ღამეში ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდეგ 1-2 წვეთს 3 ჯერ დღე-ღამეში 10-15 დღის განმავლობაში.
პედიატრიულ პრაქტიკაში, ბაქტერიული კონიუნქტივიტების სამკურნალოდ, ბავშვებში 3 წლის ასაკიდან ოკომისტინს იწვეთებენ კონიუნქტივურ პარკში 1 წვეთს 6 ჯერ დღე-ღამეში 7-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი წვის შეგრძნება, დისკომფორტი, რომლებიც გაივლის თავისთავად 15-20 წუთში და პრეპარატის მოხსნას არ საჭიროებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კვლევა პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ ჩატარებულა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატ ოკომისტინის თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ, საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა და ჩაწვეთების შემდეგ არანაკლებ 15 წუთის შემდეგ გაკეთება. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თვალში ჩაწვეთების შემდეგ თავის შეკავება ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს და კარგ მხედველობას.

შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. ვარგისიანობის ვადა გახსნის შემდეგ – 1 თვე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

გამოშვების ფორმა: 0,01% 10მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: INFAMED K LTD, რუსეთი

გაფრთხილება