ოკოუბასან D2 ტაბლეტები (ნატუროპათი) / Okoubasan D2 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ Okoubaka aubrevillei D2-ს 4ა და 7 სტატიების მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი

ჩვენება
OkoubasanD2 საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალო პრეპარატია. აღნიშნულ დაავადებებს მიეკუთვნება:
– საკვები პროდუქტების აუტანლობა
– საკვებისმიერი მოწამვლების შემდგომი მწვავე დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები
– პროფილაქტიკურად, კლიმატისა და კვების შეცვლასთან ასოცირებული მოვლენები, მაგალითად, შორეული მოგზაურობების დროს

თვისებები
Okoubasanშედგება ძირითადად დასავლეთ აფრიკაში მზარდი Okoubaka aubrevillei-ს ტოტების გამომშრალი ქერქისაგან. ხალხურ მედიცინაში ფქვილივით დაფქვილი ქერქი, როგორც მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალება, ინიშნებოდა დასალევად. მაგალითად, ამ ადგილობრივ საშუალებას იყენებდნენ ბელადების დეგუსტატორების დასაცავად. დღეისთვის, Okoubaka aubrevillei გამოიყენება ანტიდოტის სახით საკვები პროდუქტით მოწამვლებისას და ინფექციური დაავადებების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დრენაჟისათვის. ეს მცენარე, მასში შემავალი მთრიმლავი
ნივთიერებების, კატექინების და ფენოლკარბონის მჟავების წყალობით, ტიპიური მთრიმლავი თვისებების წამალია, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ფაგოციტურ აქტივობას.

მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება თითო ტაბლეტი ყოველ ნახევარ საათში (2 საათის განმავლობაში), არაუმეტეს 6-ჯერ დღეში. ექიმის დანიშნულების გარეშე მიღების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას. ჩივილების შემცირების
შესაბამისად მიღების სიხშირე მცირდება.

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

მითითება
ორსულობის პირველი სამი კვირა პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი პერიოდი, ძუძუთი კვება და ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად. მითითება შემადგენლობაში შედის ლაქტოზა

გამოშვების ფორმატაბლეტი #80

გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: SANUM, გერმანია

გაფრთხილება