ოლივინი / Olivin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
ზეთისხილის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Olea europaea)
მოქმედი ნივთიერებანი: ფლავონოიდები, ოლეუროპეინი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მატონიზირებელი საშუალება, რომელიც დადებით ეფექტებს ავლენს ჰიპერტენზიის კორექციაში, ახასიათებს ჰიპერქოლესტერინემიული და შარდმდენი ეფექტი, გამოიყენება ათეროსკლეროზის პრევენციისთვის.

მოქმედების მექანიზმი:
ზეთისხილის ფოთლები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას-ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ოლეანის მჟავას, ფიტოსტერინებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავეებს, სოლეუროფეინს, რომლებიც გავლენას ახდენენ ცხიმის უჯრედებზე. არეგულირებენ ლიპიდურ ცვლას, გააჩნია ასევე ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებები, რითაც ამცირებს არტერიულ წნევას
და მიზანმიმართულია სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

ჩვენებები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების პრევენცია
ჰიპერტენზიის, ჰიპერქოლესტეროლემიის, ათეროსკლეროზის პრევენცია

დოზირება
3-5 ტაბლეტი დღეში; გადანაწილებული 3 მიღებაზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N100

გაცემის რეჟიმიIII ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება