ომნიპაკი – OMNIPAQUE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისი დასახელება (მოქმედი ნივთიერება): იოჰექსოლი/IOHEXOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენტგენოკონტრასტული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
იოდი (იოჰექსოლის ფორმით)…..       300 მგ
1 მლ
იოდი (იოჰექსოლის ფორმით)……….  350 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
რენტგენოკონტრასტული იოდშემცველი არაიონური დაბალოსმოლარული წყალში ხსნადი სამკურნალო საშუალება სისხლძარღვშიგა, ინტრათეკალური და ღრუში შესაყვანად. მაქსიმალური რენტგენოკონტრასტულობის მიღწვის დრო ჩვეულებრივი მიელოგრაფიისას – 30წთ (1 საათის შემდეგ უკვე არ ვიზუალიზდება). კომპიუტერული ტომოგრაფიისას გულმკერდის ნაწილში კონტრასტის ვიზუალიზაცია შესაძლებელია 1 საათის მანძილზე, კისრის ნაწილში – დაახლოებით 2სთ. ბაზალურ ცისტერნებში – 3–4 სთ.
კონტრასტირება, სასახსრე ღრუს, საშვილოსნოს ღრუს, ფალოპის მილების, პერიტონეალური ჩაღრმავებების, პანკრეატული და სანაღვლე სადინარების, საშარდე ბუშტის, მიიღწევა შეყვანისთანავე.

ჩვენებები:
სისხლძარღვშიგა გამოყენება: ანგიოგრაფია ფილტვების, თავის, კისრის, ტვინის, მუცლის ღრუს, თირკმელების; ანგიოკარდიოგრაფია, აორტოგრაფია, ფლებოგრაფია, უროგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია.
სუბარახნოიდალური გამოყენება: ლუმბალური მიელოგრაფია, გულმკერდის მიელოგრაფია; ცერვიკალური მიელოგრაფია, ბაზალური ცისტერნების კომპიუტერული ტომოგრაფია.
ღრუსშიგა შეყვანა: ართროგრაფია; რეტროგრადული ენდოსკოპიური პანკრეატოგრაფია და ქოლანგიოპანკრეატოგრაფია; ჰერნიოგრაფია; ჰისტეროსალპინგოგრაფია; სიალოგრაფია.
პერორალური გამოყენება: კუჭ–ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა; ადგილობრივი ან სისტემური ინფექციები, ორსულობა.
სუბარახნოიდალური შეყვანა – ეპილეფსია, მიელოგრაფიის ჩატარებისას ტექნიკური მარცხი (დაუყოვნებლივი განმეორებითი შეყვანა უკუნაჩვენებია), ბაქტერიული ინფექციები.

სიფრთხილით: ბრონქიალური ასთმა, პოლინოზი, კვებითი ალერგია, ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა, თირეოტოქსიკოზი, მიელომატოზი, შაქრიანი დიაბეტი, დეჰიდრატაცია, გულ–სისხლძარღვთა სისტემის დეკომპენსირებული დაავადებები (მათ შორის, გულის ქრონიკული უკმარისობა), ალკოჰოლიზმი, გაფანტული სკლეროზი, ფეოქრომოციტომა, ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემია, მაობლიტირებელი თრომბანგიიტი (ბიურგერის დაავადება), მწვავე თრომბოფლებიტი, გამოხატული ათროსკლეროზი, ხანდაზმული ასაკი, ლაქტაცია. ლუმბალური პუქციისთვის – ადგილობრივი ან სისტემური ინფექციები.

გვერდითი მოქმედება:
სისხლძარღვშიგა მიღებისას – გულისრევა, ღებინება, შეყვანის ადგილის მკურნალობა, სიცხის შეგრძნება, კანის ჰიპერემია.
სუბარახნოიდალური გამოყენება (მიელოგრაფიის ჩასატარებლად) – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ტკივილი ზურგში, კისერში და კიდურებში; პარესთეზიები, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვა (განწყობილ პაციენტებში), ასეპტიური მენინგიტი.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ციანოზი, ბრადიკარდია, აციდოზი, ფილტვიდან სისხლდენა, გულის გაჩერება, უძილობა ან ძილიანობა, სისუსტე, მომატებული დაღლილობა, სტუპორი, ეპილეპტიური სინდრომი, კომა, ფსიქიური დარღვევა: ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია, შიში, დეზორიენტაცია, ექოლალია, დეპრესია, ამნეზია, ფსიქოზი, ამბლიოპია, დიპლოპია, ფოტოფობია, ჰიპერესთეზია, მხედველობითი, სმენითი ან მეტყველებითი დარღვევა, ელექტროენცეფალოგრამაზე ცვლილებები, მენინგიზმი, ჰიპერრეფლექსია ან არეფლექსია, ჰემიპლეგია, დამბლა, ქვადრიპლეგია, ტრემორი, თავის ტვინში სისხლჩაქცევა.
მკურნალობა: 10მგ დიაზეპამი, ვენაში ნელა; კრუნჩხვითი გულყრის დამთავრებიდან 20–30 წთ–ის შემდეგ – კუნთში 200მგ ფენობარბიტალი.
სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი და შენარჩუნება, სიმპტომატური თერაპიის ჩატარება.

დოზირება და მიღების წესი:
სისხლძარღვშიგა მიღებისას: მოზრდილებში ექსკრეტორული უროგრაფია – 40–80მლ (იოდის კონცენტრაცია 300მგ/მლ); 7კგ–ზე ნაკლები წონის ბავშვებში – 3მლ/კგ, 7კგ–ზე მეტი წონის ბავშვებში – 2მლ/კგ.
არტერიოგრაფია: სელექტიური, აორტის რკალი – 20–75 მლ (350მგ/მლ); ცერებრალური – 5–10მლ; პერიფერიული – 30–50მლ (300 ან 350მგ/მლ). ქვედა კიდურების ფლებოგრაფია – 20–100მლ (240–300მგ/მლ).
კარდიოანგიოგრაფია: ვენტრიკულოგრაფია – 30–60 მლ (350მგ/მლ); კორონაროგრაფია – 4–8 მლ; შიგა არტერიული – 1–15 მლ (240 ან 300მგ/მლ); ვენაში – 20–60მლ (300–350მგ/მლ). კომპიუტერული ტომოგრაფია – კონტრასტულობის გაზრდა თავის გამოკვლევისას ვენაში ნაკადურად 70–150 მლ (300მგ/მლ), 80მლ (350 მგ/მლ) ან ვენაში წვეთოვნად 120–250მლ (240მგ/მლ), ბავშვებში იოჰექსალი – 240 ან 300 1–2მლ/კგ დოზით; სხეულის გამოკვლევისას ვენაში ნაკადურად 50–200მლ (300მგ/მლ), 60–100 მლ (350მგ/მლ).
სუბარაქნოიდალური გამოყენება: მიელოგრაფია, მოზრდილებში ნელა (1–2 წთ–ის განმავლობაში): წელის – 10–17 მლ (180მგ/მლ), 7–12,5 მლ (240 მგ/მლ) და გულმკერდის (ტრანსლუმბალური ან ტრანსცერვიკალური ინექცია) – 10–15 მლ (180მგ/მლ), 6–12.5 მლ (240მგ/მლ), 6–10 მლ (300მგ/მლ); კისრის (ტრანსლუმბალური იექცია) – 10–12 მლ (240მგ/მლ), 7–10მლ (300მგ/მლ); 4–10მლ (300მგ/მლ); ცისტერნოგრაფია (ლუმბალური ინექცია) – 5–15 მლ (180მგ/მლ), 4–12 მლ (240მგ/მლ). ბავშვებში: 3 თვემდე – 2–4 მლ (180მგ/მლ), 2–3 მლ (2120მგ/მლ); 3–36 თვე – 4–8მლ (180მგ/მლ), 5–10მლ (210მგ/მლ); 3–7 წელი – 5–10მლ (180მგ/მლ,); 5-8 მლ (210 მგ/მლ); 7-13 წელი – 5-12 მლ (180 მგ/მლ), 5-10 მლ (210 მგ/მლ); 13-18 წელი – 6-15 მლ (180 მგ/მლ), 6-14 мл (210 მგ/მლ). იოდის მაქსიმალური დოზა – 3 გ. ღრუში შეყვანა: ართროგრაფია – მუხლის სახსარში – 5-20 მლ (240 მგ/მლ), 5-15 მლ (300 მგ/მლ), 5-10 მლ (350 მგ/მლ), მხრის სახსარში – 3 მლ (240 მგ/მლ), 10 მლ (210 მგ/მლ), 0.5-1 მლ (300 მგ/მლ). ცისტოურეთროგრაფია – ოიჰექსალის სტანდარტული ხსნარი (240, 300, 350) ხსნიან საინექციო წყალში კონცენტრაციამდე 100 მგ იოდი  1 მლ–ში შეყავთ ტრანსურეთრალურად მოცულობით – 50-300 მლ. რეტროგრადული ენდოსკოპიური პანკრეატოქოლანგიოგრაფია: 20-50 მლ (240 მგ/მლ); ჰერინოგრაფია – 50 მლ (240 მგ/მლ); ჰისტეროსალპინგოგრაფიაა – 15-50 მლ (240 მგ/მლ); 15-25 мл (300 მგ/მლ); სიალოგრაფია – 0.5-2 მლ (240 ან 300 მგ/მლ). კუჭ–ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა (პერორალურად) – 100-200 მლ (180 მგ/მლ), 50-100 მლ (350 მგ/მლ); 3 თვემდე ბავშვებში – 5-30 მლ (180 მგ/მლ), 3 თვიდან 3 წლამდე – არაუმეტეს 60 მლ, 4-6 წელი – არაუმეტეს80 მლ, 10 წელზე უფროსი- არაუმეტეს 100 მლ (240 ან 300 მგ/მლ).

განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტებში ალერგიული რეაქციებისადმი მომატებული რისკით ატარებენ წინასწარ თერაპიას გლუკოკორტიკოსტეროიდებით და/ან ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებებით. შეყვანის დროს აუცილებელია არსებობდეს ყველა პირობა ინტენსიური თერაპიის ჩასატარებლად. ორგანიზმი დაცული უნდა იყოს დეჰიდრატაციისაგან კონტრასტული ნითიერების შეყვანის წინ. აუცილებელია ნეიროლეპტიკური სამკურნალო საშუალებების მოხსნა მიელოგრაფიამდე 48 საათით ადრე. მიელოგრაფიის ჩატარებისას ავადმყოფი უნდა იწვეს ზურგზე, თავი წამოწეული, არანაკლებ 8 საათის განმავლობაში გამოკვლევიდან (ვერტიკალური მდგომარეობა ანელებს პრეპარატის დისპერსიას და ლუმბალური ნაწილის არაქნოიდალურ გარსში მის შეწოვას) და დაიცვას ჩვეულებრივი წოლითი რეჟიმი 24 საათის განმავლობაში. დაუშვებელია სხეულის დახრა და აქტიური მოძრაობა  24 საათის მანძილზე, რათა არ მოხდეს ლიქვორის დაკარგვა. პრეპარატი ამახინჯებს ფარისებრი ჯირკვლის რადიოიზოტოპური კვლევის შედეგებს 2 კვირის მანძილზე.

ურთიერთქმედება:
ფარმაცევტულად შეუთავსებელია სხვა ჯგუფის ფარმაცევტულ საშუალებებთან. შეუთავსებელია (ინტრაკრანიალური შეყვანისას) გლუკოკორტიკოსტეროიდებთან. ფენოთიაზინის წარმოებულები და სხვა ანტიფსიქოტური სამკურნალო საშუალებები (ნეიროლეპტიკები), მაო–ს ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ცნს–ის სტიმულატორები, ანალეპტიკები, ანტიფსიქოტური საშუალებები – ქვეითდება ეპილეპტიკური ზღვარი და იზრდება ეპილეპტიკური გულყრების განვითარების რისკი. ბეტა–ადრენობლოკატორები და სხვა ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებები ზრდიან არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების ალბათობას. აძლიერებს სხვა სამკურნალო საშუალებებისას ნეფროტოქსიურ მოქმედებას.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. სინათლისაგან და მეორეული რენტგენული დასხივებისაგან დაცულ ადგილზე.

ვადა: 3 წელი

მწარმოებელი: GE Healthcare ireland

გაფრთხილება