ორგამეტრილი – ORGAMETRIL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ლინესტრენოლი/LYNESTRENOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროგესტაგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ლინესტრენოლი………    5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
სინთეტური გესტაგენი. ორგამეტრილი იწვევს ენდომეტრის გადასვლას პროლიფერაციის ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში. თრგუნავს ოვულაციას. კონტრაცეფციის მექანიზმი დაკავშირებულია უპირატესად პერიფერიული გესტაგენური გავლენით რეპროდუქციულ სისტემაზე, რომელიც გამოიხატება ცერვიკალური ლორწოს  რაოდენობის შემცირებით და წებოვნების გაზრდით, სპერმატოზოიდების პენეტრაციული უნარის დაქვეითებით. ორგამეტრილი თრგუნავს საშვილოსნოს მილების სატრანსპორტო ფუნქციას, აქვეითებს ენდომეტრიუმის იმპლანტაციურ თვისებას.

ჩვენებები:
დისფუნქციონალური საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, ენდომეტრიოზი, პირველადი ან მეორადი ამენორეის ზოგიერთი შემთხვევა ან ოლიგომენორეა, წინამენსტრუალური სინდრომი, ოვულაციის დათრგუნვის აუცილებლობა, ნორმალური მენსტრუაციის გადავადება.
პერორალური კონტრაცეფცია.

მიღების წესი და დოზირება:
ორგამეტრილი მიიღება პერორალურად. ენდომეტრიოზის დროს, დისმენორეისას, მენსტრუაციის დასათრგუნად – 1–3 ტაბ. დღეში არანაკლებ 6 თვის მანძილზე;
ნორმალური მენსტრუაციის გადასავადებლად  – 1–2 ტაბ. დღეში 1–2 კვირით ადრე მოსალოდნელ მენსტრუაციამდე. ესტროგენულ თერაპიაზე დამატებით – ½ – 1 ტაბ. დღეში 12–15 დღის მანძილზე ყოველ თვეში ციკლის მეორე ფაზაში.
ამენორეის ან ოლიგომენორეის დროს ენდომეტრიუმის ესტროგენული მომზადების შემდეგ და სხვა მაჩვენებლებისას – 1–2 ტაბ. დღეში, დაწყებული მე–14–25 დღიდან.
მასტოპათიისას დღეღამური დოზით 5–10მგ,  ციკლის მე–10 დღიდან 25–ე დღემდე. პრედმენსტრუალური სინდრომისას – 5 მგ/დღ,  ციკლის მე–14 დღიდან 25–ე დღის ჩათვლით.
ენდომეტრიუმის კარცინომისას – 30–50მგ/დღ.
კონტრაცეფციისთვის – 0.5მგ/დღ. ყოველდღიურად ციკლის პირველი დღიდან 28–ე დღის ჩათვლით ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოქმედება:
ორგამეტრილის მიღებისას თერაპიული მიზნით შესაძლებელია ძლიერი სისხლდენა ან ლორწოვან–წებოვანი გამონადენი სასქესო გზებიდან, ლიბიდოს მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონაში მომატება; ზოგჯერ – ნერვოზულობა, დეპრესია, მომატებული ოფლიანობა, ფერისმჭამელა, ჰირსუტიზმი, ქლოაზმა, გამონაყარი, ქავილი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, ლიპოპროტეინების სპექტრის ცვლილება, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სისხლის შედედების უნარის მომატება.
ორგამეტრილის მიღებისას პერორალური კონტრაცეფციის მიზნით შესაძლებელია მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი, მენსტრუაციული ციკლის შემოკლება (25 დღემდე) ან ოლიგომენორეა (45 დღეზე მეტი), ღებინება თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, წონაში მომატება, ორგანიზმში სითხის შეკავება, ლიბიდოს დაქვეითება, არტერიული ჰიპერტენზია, აკნე, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, პიგმენტაცია.

უკუჩვენებები:
თერაპიული საშუალების მიზნით მისაღებად: ღვიძლის მძიმე დაავადება, გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა საშვილოსნოდან, ძლიერი ქავილი, პორფირია, ოტოსკლეროზი, ორსულობა.
პერორალური კონტრაცეფცია: მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, უცნობი გენეზის აციკლური საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, სარძევე ჯირკვლების და რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი წარმონაქმნი, ჭარბი მენსტრუაცია, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა, არტერიალური ჰიპერტენზია, ეპილეფსია, ანამნეზში საშვილოსნოსგარე ორსულობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
თერაპიული მიზნით ორგამეტრილის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისას.
თუ პრეპარატს იყენებთ პერორალური კონტრაცეფციის მიზნით და ორსულობა მაინც განვითარდა ორსულობა უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:
თერაპევტული საშუალების სახით ორგამეტრილი სიფრთხილით გამოიყენება გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, დეპრესიის, ანამნეზში თრომბოემბოლიური პროცესებისას.

შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგოლზე, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: ORGANON

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook