ორამინ – E / Oramin – E

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
1 რბილი კაფსულა შეიცავს:
კორეული ჟენშენი 100.0 მგ
ნივრის ექსტრაქტი 10.0 მგ
რეტინოლის აცეტატი (ვიტ. A1) 5000 სე
ერგოკალციფეროლი (ვიტ. D2) 400 სე
ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტ. E) 100.0 მგ
თიამინის ნიტრატი (ვიტ. B1) 2.0 მგ
რიბოფლავინი (ვიტ. B2) 2.0 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ. B6) 2.0 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტ. C) 60.0 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტ. B3)   20.0 მგ
კალციუმის პანტოთენატი (ვიტ. B5) 30.0 მგ
ციანკობალამინი (ვიტ. B12) 6.0 მკგ
რკინის ფუმარატი 27.38 მგ
სპილენძის სულფატი 7.86 მგ
მაგნიუმის ოქსიდი 16.7 მგ
თუთიის ოქსიდი 5.0 მგ
უწყლო ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი 150.0 მგ
მანგანუმის სულფატი 3.0 მგ
კალიუმის სულფატი 18.0 მგ

მოქმედების მექანიზმი
ორამინ-E შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, მაკრო და მიკროელემენტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებულ კომპლექსს, რომლებიც ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების, გაციების, გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ; ასევე გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმის ფიზიკური და გონებრივი პოტენციალის გაუმჯობესებას.
ორამინ- E -ის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში და ორგანიზმზე მრავალმხრივ დადებით ბიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ. მინერალური ნივთიერებები უზრუნველყოფენ ორგანიზმის ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს.
კორეული ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას და რეგენერაციულ შესაძლებლობლებს.
ნივრის ექსტრაქტი – შეიცავს ათობით სამკურნალო ნივთიერებას. არის ბუნებრივი იმუნოსტიმულატორი. ანადგურებს ბაქტერიებსა და სოკოებს, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, არეგულირებს კუჭის ბუნებრივ მიკროფლორასა და სისხლში ქოლესტერინის და ლიპიდების შემცველობას. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და კიბოს უჯრედების ჩამოყალიბებას.
რეტინოლის აცეტატი (ვიტამინი A) მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში, უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილის მთლიანობას, არეგულირებს ორგანიზმის ზრდას.
ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზს და კალციუმის გადანაწილებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას; ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას.
დლ-α-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, უზრუნველყოფს უჯრედების მემბრანის უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოოქსიდაციისგან; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების ფორმირებაში.
თიამინის ნიტრატი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში ფოსფოლირების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში; მონაწილეობს ჭარბი გლუკოზის დეპონირებულ ცხიმებად ტრანსფორმირებაში, სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველყოფაში.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში; იგი უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია; მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, აგრეთვე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი ჩ) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირებაში, უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს; მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში, აგრეთვე სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3) ორი კოენზიმის (NAD და FAD) კომპონენტია, რომლებიც აუცილებელია ცხიმების უტილიზაციისთვის, უჯრედული სუნთქვისთვის, შაქრების პროდუქციისთვის. აძლიერებს ინსულინის სეკრეციას და ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას; მონაწილეობს დნმ-ის სინთეზში.
კალციუმის პანტოთენატი (ვიტამინი B5) კოენზიმ A შემადგენელი ნაწილის სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვისა და აცეტილირების პროცესებში; ხელს უწყობს ეპითელისა და ენდოთელის შენებას და რეგენერაციას.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში; აუცილებელია ორგანიზმის ზრდისთვის.
რკინა მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.
სპილენძი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში.
მაგნიუმი აქვეითებს ნეირონების აგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში, კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში.
თუთია ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისთვის, წარმოადგენს პანკრეასის წვენის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს სხვადსხვა ჰორმონის წარმოქმნაში.
კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის; უზრუნველყოფს სისხლის შედედების პროცესს.
მანგანუმი გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებაზე, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში.
კალიუმი მონაწილეობს უჯრედშიგა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში, ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების, მათ შორის მოიკარდიუმის, მეტაბოლიზმსა და ფუნქციებში.

ჩვენება
– A, B1, B2, B6, C, D, E ვიტამინების მარაგის შევსება შემდეგი მდგომარეობების დროს: დაღლილობა, სისუსტე, ასთენია, ზრდა-განვითარების პერიოდი, ასაკოვანი პაციენტები, რეკონვალესცენციის პერიოდი, გონებრივი გადაღლა;
– ქსეროფთალმიის, ღამის სიბრმავის სიმპტომების შემსუბუქება;
– სისხლის პერიფერიული ცირკულაციის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, მენოპაუზა;
– ინფარქტის და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა.

 უკუჩვენება
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– 12 წლამდე ასაკი.

უსაფრთხოების ზომები
ორამინ- E-ს მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული.
ორამინ- E-ს რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას დოზის გადაჭარბები შემთხვევები არ აღინიშნება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
ორამინ- E არ ინიშნება სხვა ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულა ყოველდღე, საუზმის შემდეგ ან დღის პირველ ნახევარში.
რეკომენდებული კურსი – 2-4 კვირა.

ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 250ჩ ტემპერატურამდე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: რბილის კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: DAEWON Pharm. Co, კორეა

გაფრთხილება