ორტანოლი / ORTANOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ომეპრაზოლი/omeprazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

ათქ კოდი: A02BC01.

შემადგენლობა
1 ნაწლავში ხსნადი კაფსულა შეიცავს 10 მგ ან 20 მგ ომეპრაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ცელულოზა მიკროკრისტალური, ლაქტოზა უწყლო, პოვიდონი, პოლისარბატი 80, ტალკი, მაგნიუმის ოქსიდი, მეტაკრილის მჟავას თანაპოლიმერი, ტრიეთილციტრატი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი (E172) (მხოლოდ ორტანოლი® 10 მგ კაფსულებისთვის), საღებავი ნაჭდევისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ომეპრაზოლი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ეწოდება. ის თრგუნავს კუჭის პარიეტალური უჯრედების ფერმენტს H+/K+-ატფ-აზას (პროტონულ ტუმბოს). ეს ზემოქმედება მარილმჟავას სეკრეციის საბოლოო ფაზაზე იწვევს მარილმჟავას, როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული სეკრეციის მაღალეფექტიან დათრგუნვას (გამაღიზიანებლის მოქმედებისგან დამოუკიდებლად).
ომეპრაზოლის მიღება დღეში ერთხელ სწრაფად და ხანგრძლივად თრგუნავს კუჭში მჟავას სეკრეციას, როგორც დღისით, ასევე ღამით; მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის ოთხი დღის შემდეგ.
მჟავას სეკრეციისა და კუჭისშიდა მჟავიანობის დაქვეითებით, ომეპრაზოლი დოზაზე დამოკიდებული გზით აქვეითებს (ნორმალიზებას ახდენს) საყლაპავზე მჟავას ზემოქმედებას გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის მქონე პაციენტებში. ომეპრაზოლის გამოყენების დროს ტაქიფილაქსია არ აღინიშნებოდა.
შეტყობინებულ იქნა კუჭში ჯირკვლოვანი კისტების უფრო ხშირი გაჩენის შესახებ ომეპრაზოლით ხანგრძლივი მკურნალობისას. მოცემული ცვლილებები არის მარილმჟავას გამოხატული დათრგუნვის ფიზიოლოგიური შედეგი; მათ კეთილთვისებიანი ხასიათი გააჩნია და შექცევადი არის.
ომეპრაზოლს შეუძლია ვიტამინ В12 (ციანკობალამინის) შეწოვის დაქვეითება ჰიპო- და აქლორჰიდრიის განვითარების შედეგად. ეს უნდა გათვალისწინებულ იქნას იმ პაციენტების ხანგრძლივი თერაპიის დროს, რომლებსაც ვიტამინ В12 დაქვეითებული მარაგები ან მისი შეწოვის დაქვეითების რისკის ფაქტორები გააჩნია.

ფარმაკოკინეტიკა
ომეპრაზოლი სწრაფად შეიწოვება წვრილ ნაწლავში; პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ. შიგნით მიღებული ომეპრაზოლის ერთჯერადი დოზის ბიოხელმისაწვდომობა შეადგენს დაახლოებით 40%. დღეში ერთხელ ხანგრძლივი გამოყენებისას ბიოხელმისაწვდომობა იზრდება დაახლოებით 60%-მდე.
განაწილების მოჩვენებითი მოცულობა ჯანმრთელ პირებში შეადგენს დაახლოებით 0,3 ლ/კგ სხეულის მასისა. შრატის ცილებთან შეკავშირება – დაახლოებით 97%.
ომეპრაზოლი მთლიანად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 (CYP) სისტემის მონაწილეობით, უფრო მეტი ხარისხით იზოფერმენტ CYP2C19 და ნაკლებად –  CYP3A4 საშუალებით, მეტაბოლიტების წარმოქმნით, რომლებიც ზეგავლენას არ ახდენს მარილმჟავას სეკრეციაზე. ევროპელების დაახლოებით 3% და აზიური წარმოშობის 15–20% პირებს ფერმენტ CYP2C19 ფუნქციონალური აქტივობა არასაკმარისია. ასეთ პირებში ომეპრაზოლის მეტაბოლიზმი ძირითადად ფერმენტ CYP3A4 საშუალებით კატალიზდება.
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი – ჩვეულებრივ ერთ საათზე ნაკლებია. ომეპრაზოლი მთლიანად გამოიყოფა პლაზმიდან პრეპარატის მიღებებს შორის, დღეში ერთხელ მიღების დროს დაგროვებისადმი ტენდენციის უქონლობით. შიგნით მიღებული დოზის თითქმის 80% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან, დანარჩენი ნაწილი (ძირითადად ის რაც ნაღველში გადადის) – განავალთან ერთად.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ომეპრაზოლის მეტაბოლიზმი ღვიძლის დისფუნქციით დაავადებულ ავადმყოფებში დარღვეულია, რაც იწვევს კონცენტრაცია-დრო მრუდის ქვემოთ ფართობის გაზრდას. ომეპრაზოლის ტენდენცია დაგროვებისადმი დღეში ერთხელ გამოყენებისას არ აღინიშნება.
პაციენტები თირკმლების ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში თირკმლების ფუნქციის დაქვეითებით ომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა, სისტემური ბიოხელმისაწვდომობისა და გამოყოფის სიჩქარის ჩათვლით, არ არის შეცვლილი.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში (75–79 წლის) ომეპრაზოლის მეტაბოლიზმის სიჩქარე ოდნავ დაქვეითებულია.

გამოყენების ჩვენებები
რეფლუქსის სიმპტომების (მაგალითად, გულძმარვის, მჟავე ბოყინის) მკურნალობა მოზრდილებში.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ომეპრაზოლის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ნელფინავირთან ერთად გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ ორტანოლი 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან, პირიქით, გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომების (მაგალითად, მნიშვნელოვანი აუხსნელი სხეულის მასის დანაკარგების, მრავლჯერადი ღებინების, დისფაგიის, სისხლით ღებინების, მელენას) არსებობისას და კუჭის წყლულზე ეჭვისას ან მისი არსებობისას საჭიროა ავთვისებიანი პროცესის გამორიცხვა, რადგან მკურნალობამ შეიძლება დაავადების სიმპტომები შეამსუბუქოს და დიაგნოზის დასმა შეაყოვნოს.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შესაძლოა ოდნავ გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების გაჩენის რისკი, მაგალითად, რომლებიც Salmonella და Campylobacter ბაქტერიებით არის გამოწვეული.
საჭმლის მონელების მოშლის ან გულძმარვის ხანგრძლივად შენარჩუნებული სიმპტომების მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ რეგულარული გამოკვლევები. 55 წელზე უფროსმა პაციენტებმა, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ ნებისმიერ ურეცეპტო პრეპარატებს გულძმარვასთან დაკავშირებით, ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა შეატყობინონ.
პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან შემდეგ შემთხვევებში:
• ანამნეზში კუჭის წყლულის არსებობა ან მანამდე ჩატარებული ოპერაციული ჩარევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე;
• უწყვეტი სიმპტომატური თერაპიის ჩატარება საჭმლის მონელების მოშლასთან ან გულძმარვასთან დაკავშირებით ოთხი კვირის და მეტი ხნის განმავლობაში;
• სიყვითლის ან ღვიძლის მძიმე დაავადების არსებობა;
• 55 წელზე მეტი ასაკი და ახალი სიმპტომების გაჩენა ან უკვე არსებულთა ცვლილება ცოტახნის წინ.
არ არის რეკომენდირებული ატაზანავირისა და ორტანოლის ერთად გამოყენება. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ერთად ატაზანავირის დანიშვნის თავიდან აცილების შეუძლებლობის შემთხვევაში რეკომენდირებულია გულმოდგინე სამედიცინო კონტროლი (მაგალითად, ვირუსული დატვირთვის) და, ასევე ატაზანავირის დოზის 400 მგ-მდე გაზრდა 100 მგ რიტონავირთან ერთად. არ არის მიზანშეწონილი ომეპრაზოლის დოზის გაზრდა 20 მგ-ზე მეტად.
ორტანოლით თერაპიის დასაწყისში და, ასევე მისი დასრულების დროს, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული CYP2C19 იზოფერმენტის მონაწილეობით მეტაბოლიზებად პრეპარატებთან ურთიერთქმედებების პოტენციური შესაძლებლობა. არ არის რეკომენდირებული ორტანოლისა და კლოპიდოგრელის ერთად გამოყენება.
არ არის მიზანშეწონილი ორტანოლის მიღება პროფილაქტიკური საშუალების სახით.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ იგი არ უნდა იქნას მიღებული იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც გააჩნია ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგია, როგორც გალ

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა ორსულობაზე ან ნაყოფისა და ახალშობილი ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა. პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს.
ომეპრაზოლი აღწევს დედის რძეში, მაგრამ მისი ზეგავლენა ბავშვზე თერაპიული დოზების გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება
პრეპარატი, როგორც წესი, არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. შეიძლება აღინიშნებოდეს თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევები. ამ შემთხვევაში პაციენტებმა არ უნდა მართონ სატრანსპორტო საშუალებები და იმუშაონ მექანიზმებთან.

დოზები და გამოყენების წესი
დოზები მოზრდილებისთვის
რეკომენდირებული დოზა: 20 მგ დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში.
შესაძლებებლია, რომ პრეპარატის მიღება საჭირო გახდეს 2-3 დღის განმავლობაში სიმპტომების შემსუბუქების მისაღწევად.
პაციენტების უმრავლესობაში გულძმარვის გაქრობას ადგილი აქვს 7 დღის შემდეგ. სიმპტომების სრული გაქრობის შემდეგ მკურნალობა უნდა შეწყვეტილ იქნას.
პაცეინტები თირკმლების ფუნქციის დარღვევით: დოზის კორექცია არ მოითხოვება.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ორტანოლის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ხანდაზმული პაციენტები (> 65 წელზე): დოზის კორექცია არ მოითხოვება.
ბავშვებმა და 18 წლამდე მოზარდებმა მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

გამოყენების წესი
შიგნით მიღებისთვის. პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია დილით. კაფსულები შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან უზმოზე. კაფსულებს ყლაპავენ მთლიანად, ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით. კაფსულების დაღეჭვა ან დაქუცმაცება არ შეიძლება.
პაციენტები ყლაპვის გაძნელებით
პაციენტებს შეუძლიათ კაფსულის გახსნა და გრანულების უშუალო გადაყლაპვა ან არაგაზირებულ წყალთან ან ხილის წვენთან შერევა. მიღებული სუსპენზია უნდა გამოყენებულ იქნას უშუალოდ მომზადების შემდეგ, მიღებამდე ყოველთვის გულმოდგინე მორევით. გრანულების დაღეჭვა არ შეიძლება.
გვერდითი ეფექტები
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები (უვითარდება 1-10% პაციენტს) არის თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, მუცლის შებერილობა, გულისრევა და (ან) ღებინება.
ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები დაყოფილია განვითარების სიხშირისა და სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. მათი განვითარების სიხშირე მითითებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 – < 1/10), არახშირი (≥ 1/1 000 – < 1/100), იშვიათი (≥ 1/10 000 – < 1/1 000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000) და სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება დადგენილ იქნას არსებული მონაცემებით).
დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
ძალიან იშვიათი: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად, ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები/შოკი.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
იშვიათი: ჰიპონატრიემია.
ძალიან იშვიათი: ჰიპომაგნიემია.
ფსიქიკური დარღვევები
არახშირი: უძილობა.
იშვიათი: აგზნება, ცნობიერების არეულობა, დეპრესია.
ძალიან იშვიათი: აგრესია, ჰალუცინაციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავის ტკივილი.
არახშირი: თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა.
იშვიათი: გემოს შეგრძნების დარღვევა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
იშვიათი: არამკაფიო მხედველობა.
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
არახშირი: ვესტიბულური თავბრუსხვევა.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ
იშვიათი: ბრონქოსპაზმი
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
ხშირი: მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, მუცლის შებერილობა, გულისრევა და (ან) ღებინება.
იშვიათი: პირის სიმშრალე, სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდოზი, მიკროსკოპიული კოლიტი.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ
არახშირი: ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა.
იშვიათი: ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია მანამდე ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
არახშირი: დერმატიტი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
იშვიათი: ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა.
ძალიან იშვიათი: მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ
იშვიათი: ართრალგია, მიალგია.
ძალიან იშვიათი: კუნთოვანი სისუსტე.
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ
იშვიათი: ინტერსტიციული ნეფრიტი.
დარღვევბი რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ
ძალიან იშვიათი: გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევბი და დარღვევები შეყვანის ადგილას
არახშირი: შეუძლოდ ყოფნა, პერიფერიული შეშეპებები.
იშვიათი: მომატებული ოფლიანობა.

ჭარბი დოზირება
შესაძლებელია გულისრევის, ღებინების, თავბრუსხვევის, მუცლის ტკივილის, დიარეისა და თავის ტკივილის გაჩენა, ერთეულ შემთხვევებში – აპათია, დეპრესია და გონების არეულობა.
ომეპრაზოლის ჭარბის დოზირების სიმპტომები წარმავალი იყო, შეტყობინებები არაკეთილსაიმედო გამოსავლების შესახებ არ ყოფილა. საჭიროებისას ტარდება სიმპტომური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
თუ თქვენ იღებთ მკურნალობას ამ ნაწილში მოცემული პრეპარატებიდან ერთ-ერთით ან რამოდენიმეთი ან იღებთ სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოს ჩათვლით, ორტანოლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
სამკურნალო პრეპარატები рН-დამოკიდებული შეწოვით
კუჭის დაქვეითებულ მჟავიანობას ომეპრაზოლით მკურნალობის დროს შეუძლია рН-დამოკიდებული აბსორბციის მქონე სამკურნალო პრეპარატების შეწოვის გაზრდა ან შემცირება.
ნელფინავირი, ატაზანავირი
ომეპრაზოლთან ერთად ნელფინავირისა და ატაზანავირის გამოყენებისას ამ უკანასკნელთა დონეები მცირდება, ამიტომ ორტანოლისა და ნელფინავირის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, ატაზანავირთან კი არ არის რეკომენდირებული (იხ. «განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები»).
დიგოქსინი
ომეპრაზოლისა და დიგოქსინის ერთდროული გამოყენება ზრდიდა დიგოქსინის ბიოხელმისაწვდომობას. დიგოქსიის ტოქსიკურობის შესახებ ცნობები იშვიათი იყო. თუმცა ომეპრაზოლის მაღალი დოზების დანიშვნისას ხანდაზმულმა პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე. რეკომენდირებულია დიგოქსინის ეფექტის კონტროლი.
კლოპიდოგრელი
კლოპიდოგრელისა და ომეპრაზოლის ერთდროული გამოყენების დროს მცირდებოდა კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია და თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის საშუალო სიდიდე. კლოპიდოგრელისა და ომეპრაზოლის გამოყენება სხვადასხვა დროს არ ახდენს მათი ურთიერთქმედების თავიდან აცილებას. ორტანოლის კლოპიდოგრელთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

სხვა სამკურნალო პრეპარატები
პოზაკონაზოლის, ერლოტინიბის, კეტოკონაზოლისა და იტრაკონაზოლის შეწოვა გამოხატულად მცირდება, რაც შეიძლება აისახოს მათ კლინიკურ ეფექტიანობაზე. პოზაკონაზოლთან და ერტოლინიბთან ერთად გამოყენება უნდა თავიდან აცილებულ იქნას.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C19 იზოფერმენტით
ერთდროულად გამოყენებადი სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმი, რომელსაც ადგილი აქვს CYP2C19 მონაწილეობით, შეიძლება დაქვეითდეს, მოცემული პრეპარატების სისტემურმა ექსპოზიციამ კი მოიმატოს. მაგალითების როლში შეიძლება იყოს ისეთი სამკურნალო პრეპარატები, როგორებიცაა R-ვარფარინი და ვიტამინ К სხვა ანტაგონისტები, ცილოსტაზოლი, დიაზეპამი და ფენიტოინი.
რეკომენდირებულია პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციების კონტროლი ომეპრაზოლის გამოყენების პირველი ორი კვირის განმავლობაში. თუ ფენიტოინის დოზა კორექტირებულ იქნა, საჭიროა პრეპარატის კონცენტრაციის კონტროლი და დოზის შემდგომი კორექციის ჩატარება ორტანოლით თერაპიის დასრულების შემდეგ.
საკვინავირი
ომეპრაზოლისა და საკვინავირის/რიტონავირის ერთდროული გამოყენება იწვევდა პლაზმაში საკვინავირის დონის მომატებას დაახლოებით 70%-ით, რაც კარგად აიტანებოდა აივ-ინფიცირებული პაციენტების მიერ.
ტაკროლიმუსი
ომეპრაზოლისა და ტაკროლიმუსის ერთდროული დანიშვნისას უკანასკნელის კონცენტრაციები პლაზმაში მატულობს, რასთან დაკავშირებითაც საჭიროა ტაკროლიმუსის კონცენტრაციებისა და თირკმლების ფუნქციის (კრეატინინის კლირენსის) გულმოდგინე კონტროლი და საჭიროებისას ტაკროლიმუსის დოზის კორექტირება.
CYP2C19 და (ან) CYP3A4 ინჰიბიტორები
სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბირებას ახდენენ (ისეთები, როგორებიცაა კლარიტრომიცინი და ვორიკონაზოლი), შეუძლია შრატში ომეპრაზოლის დონის გაზრდა მისი მეტაბოლიზმის სიჩქარის დაქვეითებით. ვორიკონაზოლთან ერთად გამოყენება იწვევდა ომეპრაზოლის ექსპოზიციის გაზრდას ორჯერზე მეტად. რადგან ომეპრაზოლის მაღალი დოზები კარგად აიტანებოდა, დოზის კორექცია, როგორც წესი, არ მოითხოვება. თუმცა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში უნდა გათვალისწინებულ იქნას დოზის კორექცია, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროებისას.
CYP2C19 და (ან) CYP3A4 ინდუქტორები
სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც CYP2C19 ან CYP3A4 (ან ორივე ფერმენტის) ინდუცირებას ახდენენ, როგორებიცაა რიფამპიცინი და კრაზანა, შეუძლია ომეპრაზოლის მეტაბოლიზმის სიჩქარის გაზრდა, რაც პლაზმაში მისი დონეების დაქვეითებას იწვევს.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 10მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა N14

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Lek d.d. სლოვენია

გაფრთხილება