ოსმო-ადალატი – OSMO-ADALAT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნიფედიპინი/NIFEDIPINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
1 ტაბ.
ნიფედიპინი………………      20 მგ
1 ტაბ.
ნიფედიპინი…………………..30 მგ
1 ტაბ.
ნიფედიპინი……………………60 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ჰიდროქსიმეთილცელულოზა, პოლიეთილენოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ქლორიდი, რკინის წითელი ოქსიდი (E171), ტიტანის დიოქსიდი (E171) და სხვა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნიფედიპინი ხასიათდება ანტიჰიპერტენზული და ანტიანგინალური მოქმედებით.

იგი წარმოადგენს 1.4-დიჰიდროპირიდინის ჯგუფის წარმოებულს, კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს.
კალციუმის ბლოკატორები კალციუმის ნელი არხების ინჰიბირებით აფერხებენ კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ შეღწევას უჯრედებში. ნიფედიპინი მოქმედებს მიოკარდის, კორონარული და პერიფერიული არტერიების გლუვი კუნთოვანი ქსოვილის უჯრედებზე. იგი აფართოვებს და ხელს უწყობს კორონარული
არტერიების სპაზმის კუპირებას, რაც აძლიერებს სისხლმიმოქცევას არტერიის პოსტსტენოზურ უბანში და აუმჯობესებს მიოკარდის ოქსიგენაციას.
აღნიშნულის გამო, პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებით (პოსტდატვირთა), ნიფედიპინი აქვეითებს მიოკარდის მოთხოვნილებას ჟანგბადზე.
ნიფედიპინი ამცირებს არტერიოლებში გლუვი კუნთოვანი უჯრედების ტონუსს, რის გამოც სუსტდება სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობა და შესაბამისად ქვეითდება არტერიული წნევა, თუმცა გულის შეკუმშვის სიხშირის გაზრდა არ არის საკმარისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტის კომპენსაციისათვის.
პრეპარატი ოსმო-ადალატი დამზადებულია ტექნოლოგიით, რომელიც უზუნველყოფს ნიფედიპინის თანაბარი კონცენტრაციით გამოყოფას 24 საათის განმავლობაში. ნიფედიპინი გამოიყოფა უჯრედიდან მუდმივი სიჩქარით მემბრანის მეშვეობით. ამავე დროს ნიფედიპინის გამოყოფის სიჩქარე არ არის დამოკიდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე.

ჩვენებები:
გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, სტაბილური სტენოკარდია (დაძაბვის სტენოკარდია);
არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე.

მოზრდილებს გულის იშემიური დააავადების დროს ენიშნებათ:
– 20 მგ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ;
– 30 მგ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ;
– 60 მგ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.

მოზრდილებს არტერიული ჰიპერტენზიის დროს ენიშნებათ:
– 20 მგ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ;
– 30 მგ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ;
– 60 მგ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
მკურნალობის საწყისი დოზა – 30 მგ დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში საწყისი დოზა შეიძლება იყოს 20 მგ დღეში. 40 ან 50 მგ დღეში შეიძლება დანიშნოს 20 და 30 მგ-იანი ტაბლეტების კომბინაციით.
მაქსიმალური დოზა შეიძლება გაიზარდოს 120 მგ-მდე დღეში ერთხელ; პრეპარატი მიიღება მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:
ოსმო-ადალატით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად გამოვლენილ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება:
წარმოშობის სიხშირე 1%-ზე მეტი და 10% ნაკლები
ზოგადი: ასთენია (დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე).
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ვაზოდილატაცია (კანის სიწითლე, სიცხის შეგრძნება), ტაქიკარდია, წვივების შეშუპება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
წარმოშობის სიხშირე 0.1%-ზე მეტი და 1.0% ნაკლები
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სტენოკარდიის სიმპტომები, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სინკოპეს მსგავსი მდგომარეობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, დიარეა.
ძვალკუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია.
ნერვული სისტემის მხრივ: ნევროზი, პარესთეზიები, ტრემორი, ვერტიგო.
კანის მხრივ: ქავილი, გამონაყარი (ეგზანთემები, ერითემები).
გრძნობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა.
სუნთქვის სისტემის მხრივ: დისპნოე.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდვის გახშირება.
წარმოშობის სიხშირე 0.01%-ზე მეტი და 1.0% ნაკლები

საერთო მოქმედების მხრივ: ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია);
მეტაბოლური ცვლილების მხრივ: ჰიპერგლიკემია.
საჭლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ მოშლილობები, ცვლილებები ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლებში (ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ღვიძლისშიდა ქოლესტაზი).
კანის თმიანი საფარველის მხრივ: ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიტიური დერმატიტი.
სისხლმიმოქცევის და ლიმფური სისტემის მხრივ: პურპურა.

წარმოშობის სიხშირე 0.01%-ზე ნაკლები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღრძილების ჰიპერპლაზია.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი.
სხვა რეაქცები: გინეკომასტია, ერითრომელალგია, ექსფოლიატური დერმატიტი, ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია).

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* კარდიოგენული შოკი, მკვეთრად გამოხატული გულის უკმარისობა, მძიმე აორტული სტენოზი;
* ორსულობა და ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:
* პრეპარატი ექსკრეტირებს დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს (არტერიული ჰიპოტონია სისტოლური წნევით ნაკლები 90 მმ. ვერცხლის წყლის სვეტზე), აგრეთვე კლინიკურად გამოვლენილი გულის უკმარისობის და აორტის სტენოზის დროს.
♦ სიფრთხილით გამოიყენება პილოროსტენოზის შემთხვევაში ოსმო-ადალატის ტაბლეტის არაელასტიურობის გამო.
♦ აღწერილია გაუვალობის შემთხვევები. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება პაციენტებში ილეოსტომით და რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ, ვინიადან იგი შეიძლება ცრუ-დადებითი სურათის მიზეზი გახდეს.
♦ საჭიროა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფთა ხშირი კონტროლი. მძიმე შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.
♦ არტერიული ჰიპერტონიის ავთვისებიანი ფორმით და ჰიპოვოლემიით შეპყრობილ ავადმყოფებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, შესაძლებელია წნევის დაქვეითება, რაც წარმოადგენს პრეპარატის სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტის შედეგს.
♦ ოსმო-ადალატის მიღების დროს ვითარდება სხვადასხვა ინტენსივობის რეაქციები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ავტომობილის მძღოლებსა და იმ პირებზე, რომლებსაც მუშაობა უხდებათ სხვადასხვა დანადგარებთან.
♦ პრეპარატის მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელებისაგან თავშეკავება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ოსმო-ადალატის ჰიპოტენზური ეფექტი ძლიერდება მისი კომბინაციით სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან.
– ოსმო-ადალატის და დიგოქსინის ერთდროული დანიშვნით ქვეითდება დიგოქსინის კლირენსი და იზრდება სისხლში მისი კონცენტრაცია.
– პრეპარატის კომბინაციით ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებთან ვითარდება არტერიული ჰიპოტონია, ზოგიერთ შემთხვევებში – გულის უკმარისობა.
– ქინიდითან ერთად პრეპარატის მიღების დროს, ქინიდინის კონცენტრაცია სისხლში ქვეითდება. ამ დროს საჭიროა დოზის კორექცია.
– ციმეტიდინი აძლიერებს ოსმო-ადალატის კონცენტრაციას პლაზმაში და შესაბამისად იზრდება პრეპარატის ჰიპოტენზური ეფექტი.
– ოსმო-ადალატის მიღება რიფამპიცინთან ერთად რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამო შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პლაზმაში ოსმო-ადალატის არაეფექტურ კონცენტრაციებს.
– ოსმო-ადალატისა და მაგნიუმის სულფატის ვენაში ერთდროული შეყვანის დროს შესაძლებელია განვითარდეს ნერვკუნთოვანი ბლოკადა. დილთიაზემი ამცირებს ომსო-ადალატის კლირენსს. აღნიშნული კომბინაციის დროს საჭიროა ოსმო-ადალატის დოზის შემცირება.
– ოსმო-ადალატის მიღება გრეიფრუტის წვენთან ერთად აინჰიბირებს პრეპარატის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს მისი კონცენტრაციის მომატებას სისხლში და არტერიული წნევის დაქვეითებას.
– ოსმო-ადალატმა შეიძლება გამოიწვიოს შარდში ვანილინმჟავას არასწორი მომატებული სპექტროფოტომეტრული მაჩვენებლები.
– არ არის მიზანშეწონილი რიფამპიცინთან და მაგნიუმის სულფატთან მისი კომბინირება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობებიპრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: BAYER HEALTH CARE AG,გერმანია

გაფრთხილება