ოფთავიჟენი პლიუსი / Ophthavision

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

საკვები დანამატი შემადგენლობა:  1 ტაბლეტი შეიცავს:
ლუთეინი_ Lutein _10 მგ., ზეაქსანტინი- Zeaxanthin-2 მგ., ვიტამინი C -300 მგ;
თუთია (თუთიის სულფატის მონოჰიდრატი) -25 მგ., სპილენძი (სპილენძის სულფატის პენტაჰიდრატი)- 2 მგ.

დამატებითი კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი,მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი K30, ფორთოხლის ოპადრაი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ლუთეინი და ზეაქსანტინი- კაროტინოიდებია, რომლებიც ყვითელი ხალის ძირითად პიგმენტებს წარმოადგენენ.
იცავენ ყვითელ ხალს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისა და თავისუფალი რადიკალებისგან, ხელს უშლიან მაკულის ასაკობრივ დეგენერაციასა (უხშირესი მიზეზი მოხუცებულთა სიბრმავის) და კატარაქტის განვითარებას.
ვიტამინ C- უზრუნველყოფს უჯრედის მემბრანის ელასტიურობას, იცავს უჯრედის მემბრანის ლი პიდებს ზეჟანგური ჟანგვისგან. ანელებს კატარაქტის მომწიფების პროცესს. ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს მის განვლადობას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას თვალის ბადურა გარსში. ხელს უშლის თრომბწარმოქმნას. ამცირებს სისხლჩაქცევებსა და იშემიის ზონას. აუმჯობესებს ბადურისა და მხედველობის ნერვის ტროფიკას.
თუთია-უზრუნველყოფს ბადურა გარსის სტაბილურობას (იცავს ჩამოშლისგან) და ბროლის გამჭვირვალობას, მონაწილეობს ბროლის მიერ გლუკოზის უტილიზაციაში. ეხმარება თვალს ფერების აღქმაში.
აუმჯობესებს ბადურის მგრძნობელობას სინათლის ინტენსივობის ცვლილებაზე.
ზრდის სიმკვეთრეს დაბალი განათების დროს. სპილენძი-იცავს ბადურა გარსს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი ზემოქმედებისგან.
გააჩნია ნეიროპროტექტორული მოქმედება. ხელს უწყობს თვალის კუნთებისა და მყესების გამაგრებას (მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურის შენებაში).სპილენძი თუთიასთან ერთად მოქმედებს როგორც UV ფილტრი (ფილტრავენ სინათლის მავნე მაღალენერგეტიკულ გრძელ ლურჯ ტალღებს და უნარჩუნებენ თვალს ჯანსაღ მდგომარეობას).

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ოფთავიჟენ პლიუსი ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით (ამცირებს თავისუფალი რადიკალების დონეს ორგანიზმში). აუმჯობესებს მხედველობის ფუნქციას. ხელს უწყობს ბადურის რეგენერაციას. მონაწილეობს ბადურის ფოტოსენსიტიური პიგმენტის-როდოფსინის სინთეზში. აუმჯობესებს ბადურის მგრძნობელობას სინათლის ინტენსივობის ცვლილებაზე. ზრდის სიმკვეთრეს დაბალი განათების დროს. ამცირებს თვალის გადაღლას კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას. იცავს უჯრედის მემბრანის ლიპიდებს ზეჟანგური ჟანგვისგან. ანელებს კატარაქტის მომწიფების პროცესს. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იცავს ყვითელ ხალს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისა და თავისუფალი რადიკალებისგან.

ჩვენებები:*დიაბეტური რეტინოპათია *ასაკთან დაკავშირებული ბადურისა და ბროლის დეგენარაციულ-დისტროფიული ცვლილებები *კატარაქტის პროფილაქტიკა და მკურნალობა *თვალის სისხლძარღვოვანი პათოლოგია (ქორიორეტინალური იშემია) *შეძენილი ჰემერალოპია (ქათმის სიბრმავე) *მიოპია *თვალის გადაღლა კომპიუტერთან დიდხანს მუშაობისას *კონტაქტური ლინზებისა და სათვალის ტარება.

უკუჩვენება: ბავშვები 3 წლამდე. ინდივიდუალური ჰი პერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოქმედება: ოფთავიჟენ პლიუსი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებში 1-2 ტაბლეტი დღეში ჭამის წინ. ბავშვებში 3-დან 6-წლამდე 1 ტაბლეტი დღეში, ჭამის წინ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #30.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Vefa Ilaҫ, თურქეთი

გაფრთხილება