ოფთალმოფერონი / Oftalmoferon

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ინტერფერონი ალფა-2ბ, დიფენჰიდრამინისჰიდროქლორიდი/ interferon-alfa-2b, diphenhydramin hidrochloride

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული კომბინირებული საშუალება.
ციტოკინი + H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი)

ათქ კოდი S01AD05

შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
ადამიანის რეკომბინანტური ინტერფერონი ალფა-2ბ არა უმცირეს 10000 მე,
დიფენჰიდრამინისჰიდროქლორიდი (დიმედროლი) 1.0 მგ.

ფარმაკოლოგიურ მოქმედება
ოფთალმოფერონი წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო საშაულებას, რომელიც შეიცავს შემადგენლობაშიანტივირუსულ და იმუნომამოდულირებელ საშუალებას, ინტერფერონი ალფა-2ბ ადამიანის რეკომბინანტური და ანტიჰისტამინურ საშუალებას – დიფენჰიდრამინს.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი არ ექვემდებარება სისტემურ აბსორბციას.
მოქმედი ნივთიერებებისკონცენტრაცია როლელიც მიიღწევა სისიხლში, მნიშვნელოვნად დაბალია აღოჩენის ზღვარზე (ინტერფერონალფა -2ბ განსაზღვრის ზღვარი არის 1-2 მე/მლ) და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.
დიფენჰიდრამინის ადგილობრივი  გამოყენებისას თვალის სხვადასხვა ქსოვილებში შეღწევის შესახებ მონაცემები არ  არსებობს.

ფარმაკოდინამიკა
ადმიანის ალფა-2ბ რეკომბინანტური ინტერფერონი ხასიათდება ფართო ანტივიირუსული, იმუნომამოდულირებელი,  ანტიპროლიფეერაციული მოქმედებით.
იფენჰიდრამინი –  H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი ავლენს ანტიალერგიული მოქმედებას, ამცირებს  კონიუნქტივის შეშუპება და ქავილს.

ჩვენებ
•     ადენოვირუსული, ჰემორაგიული (ენტეროვირუსული), ჰერპესული, კონიუნქტივიტი;
•     ადენოვირუსული, ჰერპესული (ვეზიკულური, წერტილოვანი, მერქნისებური,
რუკისებრი) კერატიტები
•     ჰერპესული სტრომული კერატიტი რქოვანას დაწყლულები ან მის გარეშე.
•     ადენოვირუსული და ჰერპესული კერატოკონიუნქტივიტი
•     ჰერპესული უვეიტი
•     ჰერპესული კერატოუვეიტი (დაწყლულებით ან მის გარეშე)
•     “მშრალი” თვალის სინდრომი
•     ტრანსპლანტატის დაავადების პროფილაქტიკა და კერატოპლასტიკის შემდგომი ჰერპესული რეციდივისპროფილაქტიკა
•     რქოვანას ექსიმერლაზერული რეფრაქციული ქირურგიის შემდგომი გართულების პროფილაქტიკა დამკურნალობა

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს შეიძლება მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებითთუ მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს ნაყოფის ან ახალშობილის გართულებების განვითარების რისკს.

მიღების წესები და დოზირება
თვალის ვირუსული დაავადებების დროს მოზრდილებში და ბავშვებში დაავადების
მწვავე სტადიაზე პრეპარატსაწვეთებენ კონიოუნქტურ პარკში 1-2 წვეთს 6-8-ჯერ დღეში. ანთებითი პროცესისი კუპირების მიზინით ჩაწვეთებისსიხშრე იზრდება ღეში 2-3-მდე დღეში, დაავდების სიმპოტმების გაქრობამდე.
“მშრალი” თვალის სინდრომის დროს პრეპარატს იყენებენ ყოველდღიურად,
1-2 წვეთს დღეში 2-ჯერ,  25-30 დღის განმავლობაში,
დაავადების  სიმპტომების გაქრობამდე.
რქოვანას ექსიმერლაზერული ქირურგიის შემდგომი გართულებების
პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის,პრეპარატს იყენებენ ყოველდღე, 1-2 წვეთს დღეში 2-ჯერ, ოპერაციის დღიდან დაწყებული, 10 დღის განმავლობაში.
ტრანსპლანტატის დაავადების პროფილაქტიკისთვის და ჰერპესული კერატიტის
რეციდივის ასაცილებლად კერატოპლასტიკის შემდეგ აწვეთებენ
1-2 წვეთ პრეპარატს ოპერირებულ თვალში 3-4-ჯერ დღეში ოპერაციისშემდეგ პირველი ორი კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება
აღნიშნული არ არის

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები აღნიშნული არ არის

ურთიერთქმედება სახვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი შეთავსებადია და კარგად ეწყობა თვალისთვის განკუთვნილ ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ, კორტიკოსტეროიდულ, რეპარაციულ პრეპარატებთან – რქოვანას რეგენერაციის სტიმულატორებს და ცრემლის შემცვლელი თერაპიის პრეპარატებს.

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატი უნდა ჩაიწვეთონ მხოლოდ მოხსნილმდგომარეოაბაში და მათი დაყენება უნდა მოხდეს პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15-20 წუთის შემდეგ.
ინსტილაციის შემდეგ შესაძლებელია არამკაფიო მხედველობა, ამიტომ სატრანსპორტო საშუალებების მართვადა მექანიზმებთან მუშაობა უნდა განხორციელდეს პრეაპარატის ჩაწვეთებიდან რამდენიმე წუთში.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. გახსნილი ფლაკონი ინახება არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
2-8°C  ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: არანაკლებ (10 000 სე + 1მგ)/მლ 10მლ თვალის წვეთები პლასტიკური ფლაკონი საწვეთურით №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: FIRN M, რუსეთი

გაფრთხილება