ოფთამაქსი / OFTAMAKS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰიპოალერგიული ოფთალმოლოგიური საფენები,  სამედიცინო ჰიგიენური საშუალება
დერმატოლოგიურად ტესტირებული

შემადგენლობა:
ხსნარი რომლითაც გაჟღენთილია ოფთამაქსის საფენები შეიცავს: აქტიური კომპონენტები: გვირილის ყვავილის მშრალი ექსტრაქტი, ალოე ვერას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, კორდისკბილას მშრალი ექსტრაქტი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ამონიუმის გლიცირიზატი. დამხმარე ნივთიერებები; პროპილენგლიკოლი, დიმეთიკონი PEG/PPG-20/15, ნატრიუმის კოკოილი ხორბლის ამინომჟავები, კაპრილური ეთილჰექსინგლიცერინი, ფენილეთილის სპირიტ,ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფოსფატი,გამოხდილი წყალი

ბიოლოგიური თვისებები:
ქუთუთო თვალს იცვს გარემო გამაღიზიანებლებისგან და დაზიანებისგან. ის შედგება კანისგან, კუნთებისგან, ეპითელიუმის და შემაერთებელი ქსოვილისგან და იცავს თვალს მზის და სხვა სხივებისგან, ბაქტერიების და უცხო სხეულებისგან, გამოშრობისგან, ოფლისა და ცხიმისგან, ასევე სხვა გამღიზიანებლებისგან. თვალის დაძაბული მუშაობის შედეგად შესაძლოა განვითარდეს თვალის ლორწოვანის გაღიზიანება, ქუთუთოების სიწითლე, კუნთების დაღიმულობა, რის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ბლანტი ლორწოს დაგროვება წამწამებზე, ქუთუთოების კანის ქაილი და შეშუპება და სხვა არასასურველი რეაქციები.
დაძაბულობის მოსახსნელად, თვალის ირგვლივ შეშუპების, ასევე ქუთუთოებზე და წამწამებზე დაგროვილი ლორწოს და ქერქების მოსაშორებლად აუცილებელია გამოვიყენოთ სპეციალური ოფთალმოლოგიური საფენები.
ოფთამაქსის საფენები, რომლებიც გაჟღენთილია აქტიური კომპონენტებით ხსნის თვალის ირგვლივ დაჭიმულობას კანის გაღიზიანების და დაზიანების გარეშე. ოფთამაქსის საფენების ხსნარში შედის ნატრიუმის ჰიალურონატი და ამონიუმის გლიცირიზატი მცენარეულ აქტიურ კომპონენტებთან ერთად კომპლექსში. ოფთამაქსის საფენების აქტიური კომპონენტები ხსნიან თვალის ირგვლივ დაღიმულობას და ატენიანებენ კანს.
ნატრიუმის ჰიალურონატს  გააჩნია დამატენიანებელი ეფექტი, ამონიუმის გლიცირიზატს დამარბილებელი და ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი. სხვა კომპონენტები მიღებულია სამკურნალო მცენარეებისგან მათ გააჩნიათ შემდეგი თვისებები: გვირილას ყვავილის მშრალ ექსტრაქტს აქვს დამარბილებელი მოქმედება, ადგილობრივად ხსნის დაჭიმულობას და შეშუპებას, კორდისკბილას მშრალ ექსტრაქტს აქვს შეგუბების და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი, ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტს გააჩნია დამარბილებელი და აღმდგენი მოქმედება. ოფთამაქსის საფენები ჰიპოალერგიულია და ახასიათებს კარგი ორგანოლეპტიური თვისებები, კარგად გადაიტანება რაც დამტკიცებულია დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კვლევის დროს. საფენების აქტიური კომპონენტები მდგრადი არიან საშუალო გაყინვის და გათბობის მიმართ.

ჩვენებები:
ოფთამაქსის ჰიპოალერგიული ოფთალმოლოგიური საფენები გამოიყენება თვალის ირგვლივ კანის, ქუთუთოების და წამწამების გასაწმენდად და დასატენიანებლად,  ასევე თვალის ირგვლივ დაჭიმულობის მოსახსნელად.

უკუჩვენება:
ოფთამაქსის საფენების ხსნარის შემადგენლობაში შემაბალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
ჰიპოალერგიული ოფთალმოლოგიური საფენები განკუთვნიია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. ჰიპერმგრძნობელბის რეაქციის ან კანის გაღიზიანების შემთხვევში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საფენების გამოყენება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ერთი საფენი გამოიყენება მხოლოდ ეთჯერადად ერთ თვალზე, გამოყენების შემდეგ საჭიროა საფენის უტილიზაცია, საფენის განმეორებით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის ან თვალის ინფექციის განვითარება. ინფექციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა. ხარისხი გარანტირებულია მხოლოდ გაუხსნელი პაკეტის შემთხვევაში. გახსნის შემდეგ საფენი შრება, ამიტომ საჭიროა მისი დაუყოვნებლივ გამოყენება.

გამოყენების წესი:
გამოყენების წინ აუცილებელია ხელების დაბანა, შემდეგ უნდა გაიხსნას  პაკეტი და ამოვიღოთ საფენი, ქუთუთოებზე და თვალის ირგვივ კანზე გამოყენების შემდეგ აუცილებელია საფენების უტილიზაცია. ოფთანაქსის საფენების გამოყენება შესაძლებელია 3-4 ჯერ დღეში, საჭიროებიდან გამომდინარე. გამოყენების წინ შესაძლებელია საფენის გათბობა ან გაგრილება – თვალის გაწმენდის და გაღიზიანების დროს ან დაძაბულობის მოსახსნელად, შესაბამისად. გრილი საფენის საჭიროებისას –  საფენები უნდა გავაგრილოთ გამოყენებამდე  და პაკეტის გახსნამდე 2 საათის განმავლობაში.  თბილი საფენის საჭიროებისას – გაუხსნელი პაკეტი 2-3 წუთით უნდა გავაჩეროთ დაახლოებით 40°C-მდე გაცხელებულ წყალში.

გამოშვების ფორმა:
ოფთამაქსი – ჰიპოალერგიული საფენები გაჟღენთილი 3მლ ხსნარით, პაკეტებში, ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში #20.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადია გასვლის შემდეგ.

შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: HTV, ესპანეთი

გაფრთხილება