ოფთან დექსამეტაზონი / Oftan Dexamethason

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დექსამეტაზონი/dexamethasone

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემცველობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტოზონის ნატრიუმის ფოსფატი – 1,32 მგ (დექსამეტაზონის 1 მგ-ის ექვ.)

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი,  დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

აღწერილობა:
გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
სინთეზური ფტორირებული გლუკოკორტიკოსტეროიდი. ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას. ურთიერთმოქმედებს რა სპეციფიურ ცილის რეცეპტორთან სამიზნე ქსოვილებში,  არეგულირებს კორტიკოდამოკიდებული გენების ექსპრესიას, და ამით გავლენას ახდენს ცილის სინთეზზე. ახდენს ლეიკოციტების მემბრანების ლიზოსომური ფერმენტების სტაბილიზაციას; თრგუნავს ანტისხეულების სინთეზს და არღვევს ანტიგენის გამოცნობას. ყველა ეს ეფექტი მონაწილეობს ქსოვილებში ანთებითი რეაქციის დათრგუნვაში მექანიკური, ქიმიური ან იმუნური დაზიანების საპასუხოდ. ანთების საწინააღმდეგო მოქმედების ხანგრძლივობა ხსნარის 1 წვეთის ჩაწვეთების შემდეგ შეადგენს 4-დან 8 სთ-მდე.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბცია დაბალია. კონიუნქტივურ პარკში ჩაწვეთების შემდეგ, კარგად აღწევს რქოვანას ეპითელიუმში და კონიუნქტივაში; ამასთან, თვალის წყალწყალა სითხეში მიიღწევა თერაპიული კონცენტრაციები; ლორწოვანი გარსის ანთების ან დაზიანების დროს, პენეტრაციის სიჩქარე იზრდება. სისტემური სისხლის მიმოქცევაში შემავალი დექსამეტაზონის 60-70%-მდე უკავშირდება პლაზმის ცილებს.  ღვიძლში მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 შემცველი ფერმენტების მოქმედებით (ჩYP3A4); მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაწლავების მეშვეობით. ნახევრადდაშლის პერიოდი პლაზმაში (ტ ½) საშუალოდ შეადგენს 3.6 ± 0.9 სთ-ს.

მიღების ჩვენება:
მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები:
– კონიუნქტივიტის, კერატიტის, კერატოკონიუნქტივიტის არაჩირქოვანი ფორმები ეპითელიუმის დაზიანების და ბლეფარიტის გარეშე;
– სკლერიტი და ეპისკლერიტი;
– ირიტი, ირიდოციკლიტი და სხვადასხვა გენეზის უვეიტები;
– სხვადასხვა ეტიოლოგიის რქოვანას ზედაპირული დაზიანებები (ქიმიური, ფიზიკური და იმუნური მექანიზმები) რქოვანას სრული ეპითელიზაციის შემდეგ;
– თვალის უკანა სეგმენტის ანთება (ქორიოდიტი, ქორიორეტინიტი);
– სიმპათიკური ოფთალმია.
თვალების ალერგიული დაავადებები:
– ალერგიული კონიუნქტივიტი და კერატოკონიუნქტივიტი.
ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა პოსტოპერაციულ და პოსტტრავმულ პერიოდში.

უკუჩვენება:
– კერატიტი, ასოციირებული მარტივ ჰერპესთან, ჩუტყვავილასთან და რქოვანას და კონიუნქტივის სხვა ვირუსულ დაავადებებთან;
– თვალის ტუბერკულოზი;
– თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
– თვალის სოკოვანი დაავადებები;
– თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები;
– რქოვანას ეპითელიუმის დაზიანება (მათ შორის რქოვანას უცხო სხეულის მოცილების შემდგომი მდგომარეობა);
– რქოვანას ეპითელიოპათია;
– მომატებული თვალშიდა წნევა;
– გლაუკომა;
– 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო);
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
დღეისათვის კლინიკური კვლევების მონაცემები პრეპარატ ოფთან® დექსამეტაზონის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ არ არსებობს. ოფთან® დექსამეტაზონი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დაშნიშნულებითYიმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი ეფექტი ნაყოფისათვის ან ბავშვისთვის პოტენციურ რისკზე უფრო მაღალია.
თერაპიის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 7-10 დღისა.

მიღების წესი და დოზირება:
მწვავე მდგომარეობების დროს: 1-2 წვეთი ყოველ კონიუნქტივურ პარკში ყოველ 1-2 საათში.
ანთების შემცირების შემდეგ თვალის წვეთებს ოფტან® დექსამეტაზონს იწვეთებენ კონიუნქტივურ პარკში,  1-2 წვეთი 3-5-ჯერ დღეში.
თვალის წვეთები ოფტან® დექსამეტაზონით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 კვირას.
გადაწყვეტილება მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ობიექტურ მონაცემებს ეყრდნობა, რომლებიც შეიცავს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობას, კლინიკური სიმპტომების გამოხატულობას და გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შესაძლო რისკს.

გვერდითი მოვლენები
თვალის წვეთების ოფთან® დექსამეტაზონის ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს სწრაფად გარდამავალი წვის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები.
დექსამეტაზონის ხანგრძლივი გამოყენება (3 კვირაზე მეტ ხანს) შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომის და სტეროიდული კატარაქტის მიზეზი, ასევე შესაძლებელია რქოვანას გარსის დაწყლულება, შემღვრევა, გათხელება ან პერფორაცია. იშვიათ შემთხვეაში, დექსამეტაზონმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰერპესული და ბაქტერიული ინფექციების გავრცელებას.
ოფთან® დექსამეტაზონი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.
გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირება თვალის წვეთების ოფტან® დექსამეტაზონის ადგილობრივი გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა.
სიმპტომები: შესაძლებელია ადგილობრივი გაღიზიანება.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და დაინიშნოს სიმპტომური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება, ძირითადად, განპირობებულია დექსამეტაზონის გამოყოფაში ციტოქრომ P450 შემცველი ფერმენტების მონაწილეობით (CYP3A4). ის ახდენს ფერმენტ CYP3A4 ინდუცირებას და ამით ამცირებს კალციუმის არხების ბლოკატორების, ქინიდინის და ერითრომიცინის ეფექტურობას. ადგილობრივი გამოყენების ჩვეულ რეჟიმში, პრეპარატის დოზა არასაკმარისია იმისათვის, რომ ღვიძლის ფერმენტების ინდუქცია ან გაჯერება გამოიწვიოს.
იდოქსურიდინთან ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია რქოვანას ეპითელიუმში დესრტუქციული პროცესების გაძლიერება.

განსაკუთრებული მითითებები
ოფთან® დექსამეტაზონი კონსერვანტის სახით შეიცავს ბეზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შესაძლებელია აბსორბირდეს რბილი კონტაქტური ლინზებით და გამოიწვიოს მათი ფერის შეცვლა და მოახდინოს არასასურველი ზემოქმედება თვალის ქსოვილებზე. თუ პრეპარატ ოფტან® დექსამეტაზონით მკურნალობისას საჭიროა გამოიყენოთ კონტაქტური ლინზები, პრეპარატის მიღების წინ კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ ინსტილაციიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.
პრეპარატით მკურნალობისას 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა რეგულარულად გააკონტროლოთ თვალშიდა წნევა და რქოვანას მდგომარეობა.O
კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ შეიძლება შენიღბოს მიმდინარე ბაქტერიული A
და სოკოვანი ინფექცია. ინფექციის არსებობისას საჭიროა გამოიყენოთ წვეთები შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპიით.
ჩაწვეთების შემდეგ შესაძლო ცრემლდენის გამო, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის მანქანის ტარების ან მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის წინ.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ –  1 თვე.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები: სია ბ.  შეინახეთ 2 – 8º C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 1მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: სანტენი, ფინეთი

გაფრთხილება