ოქსაზეპამი – OXAZEPAM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსაზეპამი წარმოადგენს ანქსიოლიზური და სედატიური მოქმედების მქონე ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ტრანკვილიზატორს. იგი აგრეთვე ხასიათდება კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალური მიორელაქსაციური თვისებებით. პრეპარატი ურთიერთქმედებს თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში ლოკალიზებულ სპეციფიკურ რეცეპტორებზე და ხელს უწყობს გამა-ამინოერბოსმჟავას (გაემ)А რეცეპტორების ალოსტერიულ აქტივაციას, რასაც თან ახლავს გაემმიმეტური ეფექტები, ქლორის იონის არხების გახსნა, ნეირონული მემბრანის ჰიპერპოლარიზაცია და ნეირონული აქტივობის დაქვეითება.

ჩვენებები
ნევროზი, ძილის დარღვევა, ფსიქოვეგეტატური მოშლილობები;
მენსტრუალური ციკლის დარღვევით ან კლიმაქსის პერიოდთან დაკავშირებული ვეგეტატური დარღვევები ქალებში, აგრეთვე მკვეთრად გამოხატული პრემენსტრუალური სინდრომი,
რეაქტიული ხასიათის დეპრესიები (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

დოზირების რეჟიმი
ინდივიდუალურია, ჩვენებების და თერაპიული ეფექტის მიხედვით. პრეპარატის დღეღამური დოზა შეადგენს 10-დან 120 მგ-მდე. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და ტარდება თანდათანობით.

გვერდითი მოვლენები
გადაღლილობის გარდამავალი შეგრძნება, საერთო სისუსტე, ძილიანობა, შესაძლებელია პარადოქსული რეაქციების განვითარება: ფსიქომოტრული აგზნება, მოუსვენრობა, ზოგჯერ მეხსიერების დაქვეითება.

უკუჩვენებები
* ოქსაზეპამის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
* ორსულობა;
* ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატის დოზის ნებისმიერი ცვლილება ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
♦ ოქსაზეპამი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება არტერიული ჰიპოტონიის მიმართ მიდრეკილების, წამლისადმი დამოკიდებულების მიმართ მომატებული რისკის დროს, აგრეთვე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
♦ ოქსაზეპამის დანიშვნა ხანგრძლივი დროის (რამოდენიმე თვის) განმავლობაში, წამლისადმი დამოკიდებულების შესაძლო განვითარების გამო ნებადართული არ არის.
♦ პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.
♦ მკურნალობის პროცესში ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, აგრეთვე ალკოჰოლის მიღება ნებადართული არ არის.

გაფრთხილება