ამეტაზონი მალამო / Ametazon ointment

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ამეტაზონი მალამო / Ametazon ointment-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მომეტაზონი/mometasone

ამეტაზონი მალამო / Ametazon ointment-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები

კრემი 0.1%: ტუბში 30 გ
1გ – მომეტაზონის ფუროატი 1 მგ
პრეპარატი საღებავი ნივთიერების სახით შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.
მალამო 0.1%:: ტუბში 30 გ
1 გ – მომეტაზონის ფუროატი 1 მგ


ამეტაზონი მალამო / Ametazon ointmentაფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
მომეტაზონის ფუროატი წარმოადგენს კორტიკოსტეროიდს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ვაზოკონსტრიქტორული და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
კორტიკოსტეროიდები თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ გამოყოფილი სტეროიდული ჰორმონები და მათი სინთეზური ანალოგებია. ფარმაკოლოგიური დოზებით, ისინი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული ეფექტების გამო. მათი ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქტორული თვისებების გამო, ადგილობრივად გამოყენებული კორტიკოსტეროიდები ეფექტურია კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების დროს.

ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების კანიდან შეწოვის მასშტაბები მრავალი ფაქტორით განისაზღვრება, მათ შორისაა შემავსებელი საშუალება და ეპიდერმული ბარიერის მთლიანობა.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწოვა შესაძლებელია როგორც დაუზიანებელი, ისე დაზიანებული კანიდან. კანიდან შეწოვის თანაფარდობა პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების, ეპიდერმისის მთლიანობის და ნახვევის არსებობის მიხედვით იცვლება.
მომეტაზონის ფუროატის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, სისტემური აბსორბცია მინიმალურია. გამოყენებული დოზის, დაახლოებით, 0.4% დაუზიანებელი კანის ცირკულაციაში ხვდება. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის შეწოვის შემდეგ, იგი იმავე ფარმაკოკინეტიკურ პროცესებს ექვემდებარება, რასაც სისტემური კორტიკოსტეროიდები, და პლაზმის ცილებს სხვადასხვა თანაფარდობით უკავშირდება. მომეტაზონის ფუროატის მეტაბოლიზმი, ძირითადად, ღვიძლში მიმდინარეობს, ხოლო გამოყოფა თირკმელების საშუალებით ხდება.
დაავადებულ კანზე წასმული მომეტაზონის ფუროატის ეფექტები გამოკვლეულია და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა.

ჩვენებები:
– ეგზემა;
– ფსორიაზი;
– ატოპიური დერმატიტი;
– სებორეული დერმატიტი;
– კონტაქტური დერმატიტი;
– მარტივი ქრონიკული ლიქენი;
– წითელი ბრტყელი ლიქენი;
– ქავილით მიმდინარე დერმატოზები;
– მწერის ნაკბენი;
– დამწვრობა.

დოზირება:
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
კანის დაზიანებულ უბნებზე უნდა წაესვას ამეტაზონის  თხელი აპკი, დღეში ერთხელ.
ამეტაზონთან ერთად არ უნდა გამოიყენოთ ოკლუზიური სახვევები, თუ ამას ექიმი არ გეტყვით. იგი არ უნდა წაესვას საფენის უბნებზე, თუ ბავშვს ჯერ კიდევ საფენები ან პლასტიკური მასალის ტრუსები სჭირდება, ვინაიდან ისინი ოკლუზიურ სახვევებს წარმოადგენენ.

გვერდითი მოვლენები
ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამეტაზონს გვერდითი ეფექტები არ აქვს, თუ ოკლუზიური სახვევი არ გამოიყენება. თუმცა სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მსგავსად, ხანგრძლივად დიდი რაოდენობით ან დიდ ფართობზე გამოყენებას შედეგად შეიძლება გვერდითი ეფექტების განვითარებისთვის საკმარისი აბსორბცია მოჰყვეს. კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება, გაღიზიანება, სიმშრალე, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლი გამოყენების უბანზე.

უკუჩვენებები:
ამეტაზონი უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერსენსიტიურობის ისტორიის მქონე პაციენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის კატეგორია C
ორსულებში ადგილობრივად გამოყენებული კორტიკოსტეროიდების ტერატოგენული ეფექტების შესახებ ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული კვლევები არ არსებობს. ამიტომ, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება ორსულობის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ პოტენციური სარგებელი ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს ამართლებს.
უცნობია კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვა საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ დედის რძეში განსაზღვრადი რაოდენობა აღმოჩნდეს. ვინაიდან ბევრი წამალი გამოიყოფა დედის რძეში, მეძუძურ დედებში ამეტაზონის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

განსაკუთრებული მითითებები:
თუ ამეტაზონის გამოყენებისას გაღიზიანება და სენსიტიზაცია განვითარდა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და შესაბამისი თერაპია დაინიშნოს.
ინფექციის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს სათანადო სოკოს საწინააღმდეგო ან ანტიბაქტერიული საშუალებები. თუ დადებითი პასუხი მაშინვე არ გამოვლინდა, კორტიკოსტეროიდი უნდა მოიხსნას, სანამ ინფექცია ადეკვატურად კონტროლირებადი არ გახდება.
ხშირია ადგილობრივი და სისტემური ტოქსიურობა, განსაკუთრებით, ხანგრძლივი უწყვეტი გამოყენებისას დაზიანებული კანის დიდ ფართობებზე, მოხრის ადგილებში და ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას. თუ გამოიყენება ბავშვებში ან სახის არეში, კურსი 5 დღით უნდა შემოიფარგლოს, ამასთან, ოკლუზიური საფენები არ უნდა გამოიყენოთ. უნდა ერიდოთ ხანგრძლივ უწყვეტ თერაპიას, მიუხედავად პაციენტის ასაკისა.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების სისტემურმა აბსორბციამ შესაძლებელია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა (HPA) ღერძის შექცევადი დათრგუნვა გამოიწვიოს, მკურნალობის შემდეგ გლუკოკორტიკოსტეროიდების უკმარისობის შესაძლებლობით. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბციის გამო, ზოგიერთ პაციენტში, აგრეთვე, შეიძლება კუშინგის სინდრომის გამოვლინებები, ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია განვითარდეს მკურნალობის პერიოდში.
საერთოდ, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის ფუნქციის აღდგენა, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწყვეტისას, სწრაფად ხდება. იშვიათად, გლუკოკორტიკოიდების უკმარისობის ნიშნების და სიმპტომების გამო, შეიძლება დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდები გახდეს საჭირო.
კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ნაყოფიერების დარღვევა: ამეტაზონის კანცეროგენული და მუტაგენური პოტენციალის შესაფასებლად გრძელვადიანი კვლევები ცხოველებზე არ ჩატარებულა.
გამოყენება პედიატრიაში: კანის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან მაღალი თანაფარდობის გამო, ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ვიდრე მოზრდილები. ბავშვებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება მკურნალობის ეფექტური შედეგების მომცემი მინიმალური დოზებით უნდა მოხდეს.
გამოყენება გერიატრიაში: კლინიკურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხრივ, სხვაობა ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ იყო. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს ზოგიერთი ხანდაზმული პირის უფრო მაღალი მგრძნობელობა.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების რეაქციები არ არის დაფიქსირებული.
ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი ამეტაზონი კრემი შეიძლება საკმაო რაოდენობით შეიწოვოს და სისტემური ეფექტები გამოიწვიოს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
წამლებთან ურთიერთქმედებები არ არის დაფიქსირებული.

გამოშვების ფორმა:
ამეტაზონი კრემი 0.1% 30 გ ტუბში.
ამეტაზონი მალამო 0.1% 30გ ტუბში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Bilim Pharmaceuticals, თურქეთი

გაფრთხილება