კაკტუს კომპოზიტუმ ს – CACTUS COMPOSITUM S

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.
100 მლ
Cactus D1……………………………    1 მლ
Spigelia D3…………………………..    1 მლ
Kalium carbonicum D3……………..   1 მლ
Glonoinum D2……………………..      0.6 მლ
Crataegi D1   ……………………..      964 მლ
Spiritus 35 vol%

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:
კორონარული სისხლმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა;
გულის იშემიური დაავადებების დროს პოსტინფარქტულ პერიოდში;
თამბაქოს მწევლებში სისხლმიმოქცევის კორონარული დარღვევები.
პრეპარატი სპეციფიკურად მოქმედებს გულის ქრონიკული იშემიური დაავადების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
წვეთები პერორალური მიღებისათვის:
დოზები შერჩეულ უნდა იქნას ინდივიდუალურად.

ხანგრძლივი თერაპიისას: ინიშნება 10 წვეთი დღეში 3-ჯერ.

მწვავე შემთხვევებში: (მჩხვლეტავი ხასიათის ტკივილები გულის არეში, “შებოჭვის” შეგრძნება, გულიდან ზემო კიდურებში ან მუცლის არეში ირადირებული ტკივილები) 5-8 წვეთი ყოველ 5 წუთში 1-2 საათის განმავლობაში. მდგომარეობის გაუმჯობესებისას დოზა უნდა შემცირდეს.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნილის ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები: არ გააჩნია.

უკუჩვენებები: არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება