კალორი ემერჯენსი დიურ /Kalory Emergency Diur

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
მექსიკური კაქტუსი Nopal cladodes ფხვნილი 350 მგ.
ფაზოლის ვულგარი Phaseolamin 180 მგ
ხარნუყა Hawkweed მშრალი ექსტრაქტი 120მგ.
თირკმლის ჩაი Orthosiphon მშრალი ექსტრაქტი   60 მგ
ქრომი Chromium 50 მკგრ.

შემადგენლობა:
მექსიკური კაქტუსი (Nopal cladodes) უხვად შეიცავს ბოჭკოებს, რომელებიც ნაწლავებში ახდენენ ცხიმების რეზორბციას, რითიც იზღუდება ცხიმებისა და ნახშირწყლების შეწოვა, ამასთან ერთად მას აქვს ჰიპოგლიკემიური ეფექტი და შაქრის დონიდ რეგულირების მიზნით რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულებში.
ფაზოლის ვულგარი Phaseolamin-შეიცავს ალფა ამილაზას პროტეინეზურ ინჰიბიტორს და ახდენს ნახშირწყლების შეწოვის დაქვეითებას, ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში.
ხარნუყა Hawkweed მშრალი ექსტრაქტი და თირკმლის ჩაი Orthosiphon dry extract წარმოადგენენ ბუნებრივ დიურეტიკებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმში ჭარბად შკავებული სითხის დრენირებას, ტოქსინების გამოყოფას, ხელს უწყობენ ცელულიტის დაშლას და აფერხებენ მის წარმოქმნას.
ქრომი Chromium 50 მკგრ. ინარჩუნებს  გლუკოზის ნორმალური დონეს  სისხლში და აწესრიგებს  მაკრონუტრიენტების მეტაბოლიზმს.

ჩვენებები:
ჭარბი წონა, მეტაბოლური სინდრომი
ჭარბი წონა შეშუპებითი პროცესებით.
ადიუვანტური თერაპია შაქრიანი დიაბეტის დროს

მიიღება: 1-2 ტაბლეტი დღეში საკმაო ოდენობით წყალთან ერთად.
ინახება: ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია რეკომენდებული დოზაზე გადაჭარბება. გამოყენებული უნდა იქნეს დაბალკალორიულ დიეტასა და საკმაო ფიზიკურ აქტივობასთან ერთად.
კოლოფში არის 24 ტაბლეტი.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°Cტამპერატურაზე.
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N24

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ESI s.p.a,  იტალია

გაფრთხილება