კალცემინი – CALCEMIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფო-კალციუმის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30, 60 და 120 ც.
1 ტაბ.
კალცნუმი…………………….   250 მგ
ვიტამინი D3………………….    50 სე
თუთია……………………….    2 მგ
სპილენძი…………………..     0.5 მგ
მანგანუმი……………………    0.5 მგ
ბორი…………………………    50 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალურიცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აკაცია, მალტოდექსტრინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სოიოს პოლისაქარიდი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სილიკატი, სილიციუმის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, მინერალური ზეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს კალციუმის ციტრატსა და კარბონატს, ვიტამინ D3მიკრო- და მაკროელემენტებს. არეგულირებს ფოსფო-კალციუმის ცვლას, ავსებს მიკროელემენტებისა და ვიტამინ D3 დეფიციტს. ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლების და სახსრების სისტემის გაძლიერებას.

ჩვენებები:
სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა: ხანდაზმულ ადამიანებში. პირებში, რომლებსაც აწუხებთ რევმატიული, ენდოკრინული სისტემის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული და პროფესიული დაავადებები და სხვა.
პირებში, რომლებიც ხანგრძლივად სარგებლობენ კორტიკოსტეროიდებითა და იმუნოდეპრესანტებით.
მოზარდებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში კალციუმისა და მიკროელემენტების დეფიციტის შესავსებად.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში – თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს.
5-დან 12 წლამდე ბავშვებში – თითო ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:
ვლინდება ძალიან იშვიათად დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.
ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს: ზომიერი გულისრევის შეგრძნება. მუცლის ტკივილი, ნაწლავების შებერილობა, ალერგიული რეაქციები, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

უკუჩვენებები:
*მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ჰიპერკალციემია და ჰიპერკაციურია.

განსაკუთრებული მითითებები:
დოზა არ უნდა აჭარბებდეს ინსტრუქციაში მითითებულს, ვინაიდან კალციუმის ჭარბად მიღებამ შესაძლოა დათრგუნოს ნაწლავში რკინის, თუთიისა და სხვა აუცილებელი მინერალების შეწოვა.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ყაბზობა, ღებინება და გულისრევა. ჭარბი დოზის გამოვლინებები მოიცავს ჰიპერკალციემიასა და ჰიპერკალციურიას, რომელიც იწვეს კალციუმის დაგროვებას რბილ ქსოვილებში და გამოუსწორებელ ცვლილებებს თირკმლებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურზაე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

გაფრთხილება