კალციმერინი / Calcimerin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
1 აბი შეიცავს

კალციუმი (Calcium carbonate -1046,33mg. , Calcium Gluconate,lactate- 10,50 mg) 400,00mg
მაგნიუმი (Magnesium Gluconate – 12,35 mg,Magnesium Oxide – 268,81mg) 155mg
თუთია (Zinc Citrate 23.71 mg, Zinc Gluconate – 12.60 mg) 8,50mg
ვიტ. D3 (Cholecalciferol) 80 IU

ფარმაკოლოგიური მოქმედება
Ca: უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ძვლის და კბილების ემალის ფორმირებაში. მიუხედევად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის. Mg: ორგანიზმში არსებული მაგნიუმის ნახევარი მოთავსებულია ძვლებში და აუცილებელია მათი მდგრადობისა და ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს. Zn: თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციობაში, მათ შორის ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის, კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმული მუშაობისთვის. Ca, Mg და Zn: კალციუმი, მაგნიუმი და თუთია ორგანიზმისთვის აუცილებელი 3 მინერალია. ისინი მოქმედებენ სინერგიულად, ხელს უწყობენ ერთმანეთის შეწოვას და ორგანიზმის მიერ მათ მოხმარებას. მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორივე ელემენტი მონაწილეობს კუნთის შეკუმშვასა და რელაქსაციაში.

ჩვენება
კალციუმის, მაგნიუმის და მიკროელემენტების დეფიციტის შევსება ბავშვთა ასაკში (ინტენსიური ზრდის პერიოდში),  ოსტეოპენიის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ძვლის მასის ფორმირებისათვის, კარიესის პროფილაქტიკა, ოსტეოპოროზის პრევენცია და მკურნალობა (კომპლექსურ თერაპიაში) პოსტმენოპაუზურ პერიოდში, ნერვული სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება, მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

უკუჩვენება
დღიური, რეკომენდებული დოზით მიღებისას უსაფრთხოა.

მიღების წესი და დოზირება
ბავშვებში 3 წლიდან 12 წლამდე 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, 12 წლიდან ზევით 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25С ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: Walmark, ჩეხეთი

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება