კალციპოტრიოლი – CALCIPOTRIOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ბუნებრივი ვიტამინის D3-ის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური მეტაბოლიტის სინთეზურ ანალოგს. იგი დოზადამოკიდებული სახით იწვევს კერეტანოციტების პროლიფერაციის დათრგუნვას (რომელიც გაძლიერებულია ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში) და აჩქარებს მათ მორფოლოგიურ დიფერენციაციას. ორგანიზმში კალციუმის მეტაბოლიზმზე პრეპარატი ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი
მალამოს სახით თხელ ფენად დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 2-ჯერ დღეში.  მისი მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 გ-ს, ხოლო კვირის განმავლობაში – 100 გ-ს.
თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნება პრეპარატის გამოყენებიდან 1-2 კვირის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 6-8 კვირას.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად აღინიშნება კანის გაღიზიანება. პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას, რომელიც სჭარბობს რეკომენდებულს, შესაძლებელია ჰიპერკალციემიის განვითარება, რომელიც მისი გამოყენების შეწყვეტის ან დოზის შემცირების დროს ქრება.

უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის სახის კანზე გამოყენება დაუშვებელია. მისი ხმარების შემდეგ რეკომენდებულია ხელების საგულდაგულოდ დაბანა. იგი სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში, ხოლო ორსულობის პერიოდში მისი გამოყენება არ არის ნებადართული.
პრეპარატისა და სალიცილის მჟავას გარეგანი გამოყენების საშუალებების კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

გაფრთხილება