კალცი ლაიფი / Calci Life

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კალციუმი/Calcium

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შემავსებელი პრეპარატები

1 ტაბლეტის შემადგენლობაშია: ბუნებრივი კალციუმი, რომელიც მიიღება ღრმა ზღვის მარგალიტის ხამანცკების ნაჭუჭებიდან.
კალციუმი     380 მგ
Vit D3 7მკგ
მაგნიუმი       100 მგ
თუთია           10 მგ
სპილენძი      0,5 მგ
სელენი          50 მკგ
კალციუმის კარბონატი: მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძლიერი ძვლებისა და კბილების შენებაში. არეგულირებს გულისცემას და ამარტივებს კუნთების შეკუმშვას. ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას.
ვიტამინი D3 –წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციის და ზრდის პროცესს.
გამოიყენება: ოსტეოპოროზისას, მოტეხილობებისა და ტრავმებისას. კბილების მინერალიზაციისას, მენოპაუზისას, ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებში, ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.

მიღების წესი და დოზირება:
5 დან 12 წლამდე 1 აბი  1-ჯერ დღეში.
12 წლიდან ზემოთ 1 აბი  2-ჯერ დღეში.
მიიღება 1 თვე ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Life on Healthcare, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება