კალცი მაგნი ცინკი / Calciu Magneziu Zinc

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის ოქსიდი, თუთიის ოქსიდი.
სტაბილიზატორები: სიმინდის სახამებელი და მიკროკრისტალური ცელულოზა; თეთრი გარსი: ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი; შემასქელებელი: პოვიდონი; შეწებების საწინააღმდეგო: ტალკი, კოლოიდური სილიკონი და მაგნიუმის სტეარატი.

დახასიათება:
კალციუმი საჭიროა ძვლებისა და კბილების ფორმირებისთვის. კალციუმი ხელს უწყობს კუნთების ჯანსაღ ფუნქციონირებას, საჭიროა საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კალციუმი დიდ როლს ასრულებს უჯრედების დაყოფის პროცესსა და სპეციალიზაციაში. ხელს უწყობს ნორმალურ სისხლის შედედებას და ნეიროტრანსმისიას.
მაგნეზია ხელს უწყობს ნორმალურ ენერგეტიკულ ცვლას. მონაწილეობს ცილის სინთეზში. განაპირობებს ნერვული სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას, აქვეითებს დაღლისა და გამოფიტვის შეგრძნებას, აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ ფუნქციებს.
თუთია იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, მონაწილეობს დნმ-ის სინთეზში, განაპირობებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და მხედველობას. თუთია ხელს უწყობს ნორმალურ მჟავა-ტუტოვან, ნახშირწყლოვან ცვლას. აუმჯობესებს შემეცნებით უნარს. თუთია ეხმარება ორგანიზმს ტესტოსტერონის დონის შენარჩუნებასა და აძლიერებს განაყოფიერების უნარს.

როგორ მიიღება
1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ. დოზას ბავშვებისთვის განსაზღვრავს ექიმი.

საკვები ღირებულება შემადგენლობა/3 ტაბლეტი

(2.49 გ)

%NRV*
კალციუმი 399.6 მგ 49.95
მაგნიუმი 240.0 მგ 63.84
თუთია 12.0 მგ 120.3
კალორიები 1.657 კკალ= 7.124 კჯოული
ცხიმი (გ) 0
ცილა (გ) 0
კარბოჰიდრატი (გ) 0.04

%NRV*= საკვები ღირებულების პროცენტული სიდიდე

განსაკუთრებული მითითებები
– ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
– არ გადააჭარბოთ სადღეღამისო რეკომენდებულ დოზას.
– საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და ბალანსირებულ დიეტას ან ცხოვრების ჯანსაღ წესს.
– უკუნაჩვენებია მის შემადგენლობაში არსებული ერთი ან რამდენიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
– თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები, ან დანიშნული გაქვთ ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა, ბიმაგნუმის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
– ორსულობისა და ლაქტაციის დროს საკვები დანამატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
– ინახება +250C- მდე ტემპერატურის პირობებში.
– არ მიიღება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ.

შეფუთვა
კოლოფი შეიცავს 2 ბლისტერს 10 შემოგარსული ტაბლეტით.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Laropharm Pharmaceutical Industry, რუმინეთი

გაფრთხილება