კალციუმის ფოლინატი – CALCIUMFOLINATE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მიეკუთვნება ფოლის მჟავას ანტაგონისტების ანტიდოტს (ფოლინის მჟავა წარმოადგენს ფოლის მჟავას აქტიურ, ქიმიურად აღდგენილ წარმოებულს). კალციუმის ფოლინატი ამცირებს ფოლის მჟავის ანტაგონისტების თერაპიულ და ტოქსიკურ ზემოქმედებას (მაგ. მეტოტრექსატი) სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დროს, ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზის აღდგენას და ავსებს ორგანიზმში ფოლის მჟავას დეფიციტს.

ფარმაკოკინეტიკა
იგი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, გროვდება ღვიძლში და განიცდის მასში და ნაწლავების ლორწოვან გარსში მეტაბოლიზმს აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, მეტაბოლიზმის ხარისხი და სიჩქარე უფრო მაღალია მისი პერორალური მიღებისას, ვიდრე პარენტერული გზით შეყვანის დროს. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. მისი ელიმინაცია ხორციელდება თირკმელებით.

ჩვენებები
მეტოტრექსატის ტოქსიკური მოქმედების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
მეგალობლასტური ანემიის მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ფოლის მჟავას დეფიციტით;
მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს პალიატიური მკურნალობა (კომბინაციაში ფტორურაცილთან).

დოზირების რეჟიმი
კალციუმის ფოლინატის დოზის შერჩევა წარმოებს ინდივიდუალურად მეტოტრექსატის ინტრავენური ინფუზიის დრო (12-15 გ/კვ.მ. 4 საათში ერთხელ). გასათვალისწინებელია თირკმელების გამომყოფი ფუნქციის მდგომარეობა, კრეატინინის და მეტოტრექსატის კონცენტრაციის სისტემატიური კონტროლი პლაზმაში (მინიმუმ ერთხელ დღეში).
– მეტოტრექსატის ნორმალური გამოყოფისას (მისი დონე პლაზმაში შეადგენს 10 მკM შეყვანიდან 24 საათის შემდეგ, 1 მკ M შეყვანიდან 72 საათის შემდეგ), კალციუმის ფოლინატი ინიშნება დოზით 15 მგ (დაახლოებით 10 მგ/კვმ) პერორალურად, ინტრავენურად და კუნთებში 6 საათში ერთხელ 60 საათის განმავლობაში (10 დოზა, დაწყებული 24 საათის შემდეგ მეტოტრექსატის შეყვანიდან).
– მეტოტრექსატის შენელებული გამოყოფისას (მეტოტრექსატის დონე აღემატება 0.2 მკM შეყვანიდან 72 საათის შემდეგ და 0.05 მკM შეყვანიდან 96 სთ-ის შემდეგ), კალციუმის ფოლინატი ინიშნება დოზით 15 მგ პერორალურად, ინტრავენურად და კუნთებში 6 საათში ერთხელ, სანამ მეტოტრექსატის დონე პლაზმაში არ გახდება 0.05მკM-ზე ნაკლები.
– მეტოტრექსატის ორგანიზმიდან ადრეული შენელებული გამოყოფისა (მეტოტრექსატის დონე 50მკM და მეტი 24 საათის შემდეგ, 5 მკM და მეტი 48 საათის შემდეგ ან კრეატინინის დონის გაზრდა პლაზმაში 100%-ით 24 საათის შემდეგ მეტოტრექსატის შეყვანიდან), კალციუმის ფოლინატის დანიშვნა წარმოებს დოზით 150 მგ ინტრავენურად 3 საათში ერთხელ, სანამ მეტოტრექსატის დონე პლაზმაში არ გახდება 1 მკM-ზე ნაკლები. შემდგომში კალციუმის ფოლინატი შეყავთ 15 მგ ინტრავენურად 3 საათში ერთხელ, სანამ მეტოტრექსატის დონე არ დაიწევს 0.05მკM-ზე უფრო ქვევით.
– აუცილებელია ერთდროული ჰიდრატაცია და ნატრიუმის ბიკარბონატის შეყვანა (სანამ შარდის pH არ გახდება 7.0 და უფრო მეტი), სანამ მეტოტრექსატის დონე არ დაიწევს 0.05 მკM-ზე უფრო ქვევით.
– გამოხატული ტოქსიკური მოვლენების დროს, კალციუმის ფოლინატით მკურნალობა გრძელდება დამატებით კიდევ 24 საათი (14 თანმიმდევრული დოზა 84 საათის განმავლობაში). არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის პარენტერული შეყვანა. თუ 24 სთ-ის განმავლობაში კრეატინინის მნიშვნელობა პლაზმაში გაიზარდება 50%-ით, ან თუ მეტოტრექსატის დონე 24 სთ-ის შემდეგ აჭარბებს 0.05 მკM, კალციუმის ფოლინატის დოზას ზრდიან 100 მგ/კვ. მ ყოველ 3 სთ-ში, სანამ მეტოტრექსატის დონე არ გახდება 0.01მკM-ზე ნაკლები.
– მეგალობლასტური ანემიის დროს, რომელიც გამოწვეულია ფოლის მჟავას დეფიციტით, კალციუმის ფოლინატი ინიშნება დოზით 1 მგ/დღეში.

გვერდითი მოვლენები
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: პერორალური მიღებისას – გულისრევა, ღებინება (ამ შემთხვევაში პრეპარატი შეყავთ პარენტერულად).
ალერგიული
რეაქციები: ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ვიტამინი B12-ის დეფიციტით.

ორსულობა და ლაქტაცია
აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს პრეპარატის გამოყენების სარგებლობა დედისათვის და პოტენციური რისკი ნაყოფისათვის. ლაქტაციის პერიოდში – საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
♦ მეტოტრექსატით მკურნალობისას, როდესაც აღინიშნება ტოქსიკურობის კლინიკური ნიშნები და ლაბორატორიული ცვლილებები, უნდა გამოირიცხოს მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდა პლაზმაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან მისი ურთიერთქმედებისას, რომლებიც აფერხებენ მეტოტრექსატის გამოყოფას, ან გამოდევნიან მას პლაზმის ალბუმინებთან კავშირიდან.
კალციუმის ფოლინატი სიფრთხილით ინიშნება ასციტის, დეჰიდრატაციის, ექსუდატური პლევრიტის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.
♦ მკურნალობის დაწყებამდე და მის პროცესში საჭიროა თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
♦ მეტოტრექსატის შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას კალციუმის ფოლინატით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მან შეიძლება გაახშიროს ეპილეფსიური შეტევების სიხშირე, ვინაიდან კალციუმის ფოლიანტი ამცირებს კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– კალციუმის ფოლიანტის და ფენობარბიტალის, ან დიფენინის ერთდროული გამოყენება იწვევს ამ უკანასკნელთა მოქმედების ეფექტის შემცირებას.
– პრეპარატის ფტორურაცილთან ერთდროული გამოყენება აძლიერებს უკანასკნელის თერაპიულ და ტოქსიკურ მოქმედებას.

გაფრთხილება