კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე / CALCIUM D3 NICOMED FORTE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კალციუმის კარბონატი, ქოლეკალციფეროლი/calcium carbonate, colecalciferol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძვლის ქსოვილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალება

ათქ კოდი: A12AX

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:  კალციუმი – D3 ნიკომედი

წამლის ფორმა: საღეჭი ტაბლეტები.

გამოშვების ფორმა
საღეჭი ტაბლეტი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში, ხრახნიანი თავსახურით, რომლის ქვეშ არის საფარის მოსახსნელი რკალი, რაც უზრუნველყოფს პირველადი გახსნის კონტროლს.  ეტიკეტის ნაწილი მაგრდება საწებარი ლენტით ფლაკონზე. გამოყენების ინსტრუქცია დაკეცილი სახით მოთავსებულია ეტიკეტის მოძრავი ნაწილის ქვეშ.

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: კალციუმის კარბოტანი – 1250 მგ (ექვივალენტურია ელემენტარული კალცის -500მგ) კოლეკალციფეროლი (ვიტამინის D3) -5 მკგ (200ME) 2 მგ კოლეკალციფეროლის კონცენტრატის სახით.
დამხმარე ნივთიერებები:  სორბიტოლი, იზომალტი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ასპარტამი, ფორთოხლის ზეთი, ცხიმმჟავას მონო- და დიგლიცერიდები.

აღწერა:
მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები გარსის გარეშე, თეთრო ფერის ფორთოხლის არომატით. შესაძლოა აღინშნებოდეს მცირე წინწკლები და არასწორი კიდეები.

ფარმაკოლოგიური მოქმედებები
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას (ძვლებში, კბილებში, ფრჩხილებში, თმებში, კუნთებში). ამცირებს რეზორბციას (გაწოვას) და ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს, ორგანიზმში კალციუმის და ვიტამინი D3 დეფიციტის აღდგენით, რომელიც აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში და არის სისხლის შედედების სისტემის კომპონენტი.

ფარმაკოდინამიური თვისებები
ვიტამინი D ზრდის ნაწლავში კალციუმის შეწოვას. კალციუმის და ვიტამინი D3 გამოყენება ხელს უშლის პარატირეოდული ჰორმონის გამომუშავების გაზრდას, რომელიც არის ძვლის ძლიერი რეზორბციის სტიმულატორი (ძვლებიდან კალცების გამოდევნა).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში. კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში აქტიური, D ვიტანიმზე დამოკიდებული ტრანსპირტირების მექანიზმის მეშვეობით.

გამოყენების ჩვენებები
• კალციუმის და/ან D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
• ოსტეოპოროზის (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვ) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.

უკუჩვენებები
• ჰიპერკალიემია (სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მომატება)
• ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის შემცველობის მომატება)
• ნეფროლითიაზი.
• D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი.
• პრეპარატების კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
• თირკმლის რთული უკმარისობა
• ტუბერკულიოზის აქტიური ფორმა
• სარკოიდოზი.
პრეპარატი ტაბლეტების ფორმით არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვბში.
გამოიყენება სიფრთხილით: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს კალციუმის 1500 მგ და 600ME ვიტამინი D3.
ჰიპერკალციემია, რომელიც ვითარდება ორსულობის დროს ჭარბი დოზირების ფონზე იწვევს ბავშვში გონებრივი და ფიზიკური განვითარების დეფექტებს.
ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები შესაძლოა აღინიშნოს დედის რძეში, ამიტომ გასათვალისწინებელია კალციუმის და D3 ვიტამინის დედის ან ბავშვის მიერ სხვა წყაროებიდან მიღება.

გამოყენების წესი და დოზები
უფროსებში: ოსტეოპოროზის სამკურნალოდ – 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის – 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში.
კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტისას:
უფროსებში და 12 წელზე ზემოთ ბავშვებში – 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში.
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან 12 წლამდე: 1-2 ტაბლეტი დღეში.
ბავშვებში 3-დან 5 წლამდე ასაკში- დოზირება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
ტაბლეტები შესაძლებელია დაიღეჭოს ან გაიწუწნოს ჭამის დროს.

გვერდითი მოქმედებები
ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია (ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, ღებინება, მუცლის ტკივილი), ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება).

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, მადის დაკარგვა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, სისუსტე, ღებინება, გულისრევა, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია, ჰიპერკრეატინემია. ჭარბი დოზირების ხანგრძლივი გამოყენებისას სისხლძარღვების და ქსოვილის კალცინოზი.
მკურნალობა: ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟისებრი დიურეზულების გამოყენება (მაგ, ფუროსემიდი), გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების მიღება.
ჭარბი დოზირების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. დოზის გადაჭარბების კლინიკური სიმოტომების განვითარების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს სისხლში კალციუმის და კრეატინინის კონცენტრაცია. სისხლის შრატში კალციუმის ან კრეატინინის კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში უნდა შემცირდეს პრეპარატის დოზა ან დროებით შეწყდეს მკურნალობა.
ჰიპერკალციურიის შემთხვევაში რომელიც აღემატება 7.5 მმოლ/დღეში (300მგ/დღეში) აუცილებლად უნდა შემცირდეს დოზა ან შეწყდეს პრეპარატის მიღება.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
• D3 ვიტამინის აქტივობა შესაძლოა შემცირდეს ფენიტიონთან ან ბარბიტურატებთან ერთად მიღებისას.
• საგულე გლიკოზიდების ერთდროულად მიღებისას აუცილებელია ელ. კარდიოგრამის და კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, ვინაიდან კალციუმის პრეპრატებმა შესაძლოა მოახდინონ საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიური ეფექტების პოტენცირება.
• კალციუმის და D3 ვიტამინის პრეპარატებმა შესაძლოა გაზარდონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ტეტრაციკლინების შეწოვა. ამიტომ ტეტრაციკლინების რიგის და კალციუმი D3 ნიკომედის პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 სთ-ს.
• ბისფოსფონატების ან ნატრიუმის ფტორიდის პრეპარატების შეწოვის დაქვეითების აღმოსაფხვრელად რეკომენდებულია კალციუმი D3 ნიკომედის მიღება მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალით მათი მიღებიდან.
• გლუკოკოტრიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შესაძლოა მოითხოვოს კალციუმი D3 ნიკომედის დოზის გაზრდა.
• კოლესტირამინისა ან მინერალური ან მცენატრული ზეთის ბაზაზე საფაღარათო საშუალებების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა შეამცირონ ვიტამინის D3 შეწოვა.
• თიაზიდური რიგის დიურეზულების ერთდროული მიღებისას იზრდება ჰიპერკალციემიის გამოვლენის რისკი, რანდან ისინი ზრდიან კალციუმის არხისმიერ რეაბსორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟისებრი დიურეზულები, პირიქით, ზრდიან თირკმელებით კალციუმის გამოყოფას.
• პაციენტებმა, რომლებიც ერთროულად იღებენ საგულე გლიკოზიდებს და/ან დიურეზულებს აუცილებლად უნდა აკონტროლონ სისხლის შრატში კალციუმის და კრეატინის კონცენტრაცია.

განსაკუთრებული მითითებები
• კალციუმი D3 ნიკომედი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში ტრანსფორმირდება ფენილალანინად. ამიტომ არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებიც არიან დაავადებული ფენილკეტონურიით.
• ჭარბი დოზირების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია გაითვალისწინოთ სხვა წყაროდებიდან D3 ვიტამინის დამატებით მიღება.
• საკვები პროდუქტის მიღება, რომლებიც შეიცავენ ოქსალატებს (მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინს (ბურღულეული) ამცირებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ კალციუმი- D3 ნიკომედი არ უნდა მიიღოთ მჟაუნა, ისპანახი და ბურღულეულის პროდუქტი 2 საათის განმავლობაში.
• კალციუმი D3- ნიკომედი მიიღება სიფრთხილით იმობილიზირებულ პაციენტებში ოსტეოპოროზით, რაც დაკავშირებულია ჰიპერკალციემიის განვითარების რისკთან.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები. ფლაკონი ინახება მყარად დახურულ მდგომარეობაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

გამოშვების ფორმა: საღეჭი ტაბლეტი №60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Nycomed Pharma AS, ნორვეგია

გაფრთხილება