კანაზოლი – KANAZOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კეტოკონაზოლი/KETOCONAZOLE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი 2%: ტუბში 40 გ
1 გ
კეტოკონაზოლი…………..    20 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, პოლისორბიდი 60, იზოპროპილი, პოლისორბიდი 80.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კანაზოლი წარმოადგენს სინთეზურ იმიდაზოლდიოქსოლანის წარმოებულს, იგი ხასიათდება ფუნგიციდური და ფუნგისტატური მოქმედებით დერმატოფიტების, საფუარების, დიმორფული სოკოების და ეუმიცეტების მიმართ. პრეპარატი აინჰიბირებს სოკოს უჯრედის მემბრანაში ერგოსტეროლის ბიოსინთეზს და ხელს უწყობს სხვა ლიპიდური კომპონენტების შემადგენლობის ცვლილებას სოკოს მემბრანაში, რითაც ხორციელდება მისი ფუნგიციდური ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა:
კრემის გამოყენების დროს კეტოკონაზოლი პრაქტიკულად არ განიცდის სისტემურ აბსორბციას, ხანგრძლივი გამოყენების დროს მისი კონცენტრაცია სისხლში არ განისაზღვრება.

ჩვენებები:
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სოკოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:
კანისა და რქოვანას სოკოვანი დაავადებები;
სისტემური მიკოზები;
დასუსტებულ ავადმყოფებში სოკოვან დაავადებათა პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:
*პრეპარატის და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ უბანზე თხელ ფენად დღეში 3-ჯერ.

გვერდითი მოქმედებები:
არ მოიპოვება მონაცემები.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

გაფრთხილება