კარბოზინი / CARBOZIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კარბოპლატინი/carboplatin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ციტოსტატიკური საშუალება

შემადგენლობა
1 ფლ.
კარბოპლატინი……………………………….150 მგ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისათვის: ფლაკონში 45 მლ.
1 ფლ.
კარბოპლატინი……………………………….450 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, საინიექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კარბოპლატინი არის ცისპლატინის ანალოგი, ონკოლიზური (ციტოსტატიკური) საშუალება, რომელიც ძირითადად იწვევს დნმ-ში ჯაჭვთაშორის კავშირების წარმოქმნას. ცისპლატინის მსგავსად, კარბოპლატინი ურთიერთქმედებს დნმ-ის ნუკლეოფილურ კავშირებთან და იწვევს ჯვარედინ-კავშირებს დნმ-ის ჯაჭვებში.
ფარმაკოკინეტიკა
კარბოპლატინის ინტრავენური შეყვანის შემდეგ, საერთო და თავისუფალი ულტრაფილტრაციური პლატინის დოზასა და პლაზმურ კონცენტრაციას შორის ხაზოვანი კავშირი არსებობს. მამაკაცებში თავისუფალი ულტრაფილტრაციული პლატინის და კარბოპლატინის ნახევრად დაშლის ტერმინალური პერიოდი შესაბამისად იყო 6±0.9 და 1.5±0.1 საათი.
საწყისი ფაზის დროს, თავისუფალი ულტრაფილტრაციული პლატინის უმეტესობა წარმოდგენილი იყო კარბოპლატინის სახით. პლატინის საერთო პლაზმური კონცენტრაციის ნახევრად დაშლის დრო 24 საათზე მეტი იყო.
შეყვანიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ პლაზმაში პლატინის 87±4% შეკავშირებულია ცილებთან. კარბოპლატინი ძირითადად გამოიყოფა შარდში. შეყვანილი პლატინის 67±2% აღდგება 24 საათის განმავლობაში. პლატინის უმეტესობა გამოიყოფა 6 საათის განმავლობაში. თავისუფალი ულტრაფილტრაციული პლატინის თირკმლოვანი კლირენსი კავშირშია გლომერულური ფილტრაციის სიჩქარესთან და არა მილაკოვანი ფილტრაციის სიჩქარესთან.

ჩვენებები
კარბოპლატინი ნაჩვენებია, საკვერცხეების შორსწასული ან მეტასტაზური კარცინომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც სტანდარტული კომბინაციური მკურნალობა უკუნაჩვენებია.

მიღების წესები და დოზები
კარბოზინი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისათვის.

რეკომენდებული საწყისი დოზა პაციენტებისათვის, რომლებსაც კარბოპლატინით ადრე არ უმკურნალიათ და თირკმლების ნორმალური ფუნქცია აქვთ, არის 400 მგ/მ2 ერთჯერადი დოზის სახით, ინტრავენუტი ინფუზიით ხანმოკლე 15-60 წუთიანი ინფუზიით. არ შეიძლება მკურნალობის განმეორება 4 კვირის განმავლობაში.
ზოგიერთ პაციენტში უფრო დაბალი საწყისი დოზა გამოიყენება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია საწყისი დოზაა 300-320 მგ/მ2.
დოზირება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით: კარბოპლატინი უკუნაჩვენებია თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი (კრეატინინი კლირენსი 20-60 მლ/წთ) დარღვევით კარბოპლატინის დოზა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
1. პაციენტები, რომლებსაც ქიმიოთერაპია ჩატარებული არა აქვთ:
დოზა = 0.091x A
CLcr x [(Tinit-Tmin)100]+86
Tinit
2. პაციენტები, რომლებსაც ქიმიოთერაპია ჩატარებული აქვთ:
დოზა = 0.091x A
CLcr x [(Tinit-Tmin(100) – 17]+86
Tinit
დოზა (მგ/მ2), Clcr = კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ). A = სხეულის ფართობი (m2). Tinit = თრომბოციტების რაოდენობა კარბოპლატინით მკურნალობის დაწყებამდე (მკლ-1). თმინ = თრომბოციტების სასურველი მინიმალური რაოდენობა კარბოპლატინით მკურნალობის შემდეგ (მკლ-1).

გვერდითი მოვლენები
ძვლის ტვინი: ძვლის ტვინის დათრგუნვა, უპირატესად თრომბოციტოპენიის, და ნაკლებად ლეიკოპენიის სახით, არის კარბოპლატინის ძირითადი დოზით-შეზღუდული ტოქსიკურობა. ჩვეულებრივ, ეს მოვლენა შექცევადი ად არა-კუმულაციურია. თრომბოციტების მინიმალური დონე ხშირად აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ, რომელიც 5 კვირის განმავლობაში აღდგენა. ლეიკოპენია მაქსიმუმს აღწევს 3-4 კვირის შემდეგ. აღდგენა, უფრო ნელია, თუმცა აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 5-6 კვირის შემდეგ. ხშირად აღინიშნება მსუბუქი ანემია.
ძვლის ტვინის დათრგუნვა შეიძლება უფრო მძიმე იყოს პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პაციენტებში ძვლის ტვინის არასაკმარისი ეზერვითა და პაციენტებში სუსტი აქტივობის სტატუსით. გასტროინტესტინალური მოვლენები: ხშირად აღინიშნება გულისრევა და ღებინება, რომელიც მძიმეა შემთხვევათა 20%-ში. გულისრევა და ღებინება ხშირად ქრება მკურნალობის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში. ნეფროტოქსიკურობა: ზოგადად, ნეფროტოქსიკურობა არ არის დოზა-შეზღუდული კარბოპლატინით მკურნალ პაციენტებში. პაციენტების დაახლოებით 16%-ში (13-20%) შეიძლება გაიზარდოს სისხლის კრეატინინისა და შარდოვანას დონეები.
თირკმლის ფუნქციის პროგრესული დარღვევა, რომელსაც ვადგენდ კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლით <60 მლ/წთ, შეიძლება აღინიშნებოდეს პაციენტების 25%-ში (19.31%). ნეფროტოქსიკურობის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით, რომელიც კარბოპლატინით მკურნალობის დაწყებამდე დგინდება.
ჯერ უცნობია, შეიძლება თუ არა ნეფროტოქსიკური ეფექტის პრევენცია სათანადო ჰიდრატაციით, თუმცა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეჩერება შეიძლება საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის პროგრესული დარღვევის შემთხვევაში.
შრატში ელეტქროლიტების (მაგნიუმი, კალიუმი და ზოგჯერ კალციუმი) დონის შემცირება შეიძლება აღინიშნებოდეს კარბოპლატინით მკურნალ პაციენტებში, თუმცა კლინიკური შედეგების გარეშე. ნერვული სისტემა: პაციენტების დაახლოებით 5%-ში შეიძლება განვითარდეს პერიფერული ნეიროპათია პარესთეზიების სახით. სიხშირე და სიმძიმე შეიძლება უფრო მაღალი იყოს პაციენტებში, რომლებიც ადრე ცისპლატინით მკურნალობდნენ.
ოტოტოქსიკურობა: კარბოპლატინით მკურნალი პაციენტების 15%-ში (6-35%) აღინიშნებოდა აუდიოგრამით გამოვლენილი, კლინიკურად უმნიშვნელო სმენის დაქვეითება მაღალი სიხშირის ტალღებში (4000-8000 Hz). პაციენტების 1%-ში (0.5-2.3%) აღინიშნებოდა ოტოტოქსიკურობის კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომები, უფრო ხშირად ხმაური ყურებში. პაციენტებში, ცისპლატინით ადრე ჩატარებული მკურნალობით გამოწვეული სმენის დაქვეითება კარბოპლატინით მკურნალობისას შეიძლება გაგრძელდეს ან განიცადოს პროგრესი.
ალერგიული რეაქციები: კარბოპლატინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება აღინიშნებოდეს პაციენტების დაახლოებით 2%-ში, ხშირად კანის რეაქციების სახით, როგორებიცაა ერითემა, ჭინჭრის ციება და ქავილი.
სხვადასხვა: აღინიშნება ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვეული შედეგები (ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი, SGOT/SGPT). ეს დარღვევა ხშირად მძიმე არ არის. აღინიშნება ალოპეციისა და მუკოზიტის შემთხვევები.

უკუჩვენება
ძვლის ტვინის მძიმე დათრგუნვა, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <20 მლ/წთ), პლატინის ან მანიტოლის შემცველი ნაერთების მიმართ მძიმე ალერგიული რეაქციების ანამნეზი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორულობისა და ლაქტაციის დროს კარბოპლატინის უსაფრთხო გამოყენება დადგენილი არ არის. მისი ფარმაკოლოგიური მოქმედების საფუძველზე, ორსულობის დროს მავნე ზეგავლენა მოსალოდნელია. კარბოპლატინი იწვევს მავნე ეფექტებს ცხოველებში.
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა კარბოპლატინი დედის რძეში. ამიტომ კარბოპლატინით მკურნალობისდროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
კარბოპლატინი გამოიყენება მხოლოდ ციტოსტატიკური წამლების გამოყენებაში სპეციალიზებული გამოცდილი ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, სასუსრველია სპეციალიზებულ დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში, სადაც კარგად იციან ასეთი თერაპია. სამედიცინო დამკვირვებელმა კარგად უნდა იცოდეს ონკოლიტური (ციტოსტატიკური) პრეპარატების სწორი მოხმარებისა და ლიკვიდაციის გაიდლაინები.
ძვლის ტვინის დათრგუნვა დამოკიდებულია დოზაზე და დაკავშირებულია კარბოპლატინის თირკმლოვან კლირენსთან. აუცილებელი თირკმლის ფუნქციისა და სისხლის ხშირი კონტროლი.
ზოგადად, უფრო დაბალი დოზირება საჭიროა პაციენტებში, რომლებიც თანმხლებად მკურნალობენ სხვა მიელოტოქსიკური პრეპარატებით, პაციენტებში ძვლის ტვინის არასაკმარისი მარაგით, პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ), პაციენტებში სუსტი მოქმედების სტატუსით და ხანდაზმულ პაციენტებში.
კარბოპლატინის მკურნალობით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების შემცირება შესაძლებელია შესაფერისი ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებით.
ნეიროტოქსიკური გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ცისპლატინით.
პლატინის-შემცველი სხვა საშუალებების მსგავსად, კარბოპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს შეყვანიდან რამდენიმე წუთში. ასეთი რეაქციები საჭიროებენ შესაფერის მკურნალობას.
მკურნალობის ნორმალურ პირობებში, კარბოპლატინის დოზირების რეჟიმი არ უნდა განმეორდეს ოთხკვირიანი პერიოდის განმავლობაში.
კარბოპლატინის შეყვანის შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ანემია.
კარბოპლატინით მკურნალობის წინ, მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ჰემატოლოგიური კონტროლი. ჰემატოლოგიური ვარდნის დასადგენად და კარბოპლატინის დოზის კორექციისათვის, რეკომენდებულია სისხლის ანალიზი ერთ-კვირიანი ინტერვალებით.
კომბინაციური თერაპიის შემთხვევაში კარბოპლატინის გამოყენების დოზირებისა და ხანგრძლივობის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არარსებობს. მძიმე მიელოსუპრესია საჭიროებს სისხლის გადასხმას.
კარბოპლატინის კარცინოგენობა არ შესწავლილა, თუმცა ნივთიერებების გამოყენებისას, მსგავსი მოქმედების მექანიზმით და მსგავსი მუტაგენურობით, კარცინოგენობა აღინიშნებოდა.
ჰემატოლოგიური და თირკმლის ფუნქციის ზემოთ-აღნიშნული საკონტროლი გამოკლვევებთან ერთად აუცილებელია ნევროლოგიური სტატუსის რეგულარული შემოწმება.
კონტრაცეპტული ზომები მისაღებია არა მხოლოდ კარბოპლატინის მკურნალობის დროს, არამედ კარბოპლატინით მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა: ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სენსორულ ფუნქციებზე მავნე ზეგავლენის შესაძლებლობის გამო მოსალოდნელია ავტომობილის მართვისა და მექნიზმებთან მუშაობის უნარზე უარყოფითი ზეგავლენა.

ჭარბი დოზირება
კარბოპლატინის ჭარბი დოზირების ანტიდოტე ცნობილი არ არის. მიელოსუპრესიასთან და ღვიძლის დაქვეითებულ ფუნქციასთან დაკავშირებული გართულებები მოსალოდნელია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კარბოპლატინით მკურნალობით გამოწვეული ძვლის ტვინის დათრგუნვა შეიძლება გამწვავდეს მიელოტოქსიკური პრეპარატებით თანმხლები ან ადრე ჩატარებული მკურნალობით.
ნეფროტოქსიკური ან ოტოტოქსიკური წამლებთან (მაგ. ამინოგლიკოზიდი) ერთად გამოყენებამ შეიძლება თირკმლის დაზიანების და სმენის დარღვევის რისკი გაზარდოს.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

გამოშვების ფორმა:
450მგ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, 150მგ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ტევა,  უკრაინა

გაფრთხილება