კარდიაკოლი® – CARDIACOL®

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულის კუნთის მატონიზირებელი და დამამშვიდებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 30 გ, პოლიეთილენის ჩასახრახნი თავსახურით, წვეთსაზომით.
1 გ
შროშანის ექსტრაქტი……….90.5 გ
კუნელის ექსტრაქტი………0.25 გ
კატაბალახის ექსტრაქტი….0.25 გ.
ფლავონოიდები…………..  0.35 მგ
მაექსტრაგირებელი საშუალება:
ეთანოლის სპირტი 60%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ახდენს კარდიოტონურ მოქმედებას, ზრდის გულის შეკუმშვის სიმძლავრეს, აძლიერებსსისტოლას, ახანგრძლივებს დისტოლას, ამცირებს გულის შეკუმშვის რიცხვს (შროშანას ექსტრაქტი).
კარდიოტონური მოქმედება ასევე გააჩნიათ ფლავონოიდებს, რომლებსაც შეიცავენ კუნელის ყვავილები. ისინი არა მარტო ზრდიან გულის კუნთისა და სისხლძარღვების ტონუსს, არამედ ახდენენ გამოხატულ სედატიურ (დამამშვიდებელ) ეფექტს.
პრეპარატი
აქვეითებს სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების ტონუსს და არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ვენურ სისხლმიმოქცევას და ეწინააღმდეგება ვენური სტაზისა და თრომბოზის განვითარებას. იგი ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას, როგორც თავის ტვინის ქერქზე, ასევე ზოგიერთ ვეგეტატურ ცენტრებზე. ასევე ავლენს შარდმდენ მოქმედებას, რომელიც გამოწვეულია მის სპაზმოლიზური თვისებებით და შროშანას შემადგენლობაში ჰიპეროზიდების თავისებური ზეგავლენით.

ჩვენებები:
გააჩნია გულის კუნთზე მატონიზირებელი მოქმედება, აგრეთვე მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზულ მდგომარეობასთან დაკავშირებული კარდიონევროზებისა და არითმიის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში 7-დან 14 წლამდე: 20-40 წვეთი 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
14 წლის ზემოთ და მოზრდილებში: 30-60 წვეთი 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
ერთჯერადმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 3 გ-ს, ხოლო დღეღამურმა დოზამ – 10 გ-ს.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტის შეგრძნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
* ვინაიდან პრეპარატის ცალკეული კომპონენტების დედის რძესთან გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:
* ალკოჰოლის შემცველობის გამო პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიკური მოწყობილობების მომსახურების უნარზე და ფსიქომოტორულ რეაქციებზე: ვინაიდან პრეპარატი შეიცავს სპირტს, რეკომენდებული დოზების გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებათა მართვისა და მანქანების მომსახურების უნარზე.

ჭარბი დოზირება:
არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მჭიდროდ დახურულ ფლაკონში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: P.P.E.GEMI, პოლონეთი

გაფრთხილება