კარდოვალი – CARDOVAL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) კომბინირებული/comb. drug;

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგუფი: ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები; ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები

შემადგენლობა:
ერთი კაფსულის შემადგენლობაში შედის:
• მაგნიუმი 40მგ (73,7მგ მაგნიუმის ოქსიდი)
• მწვანე ჩაის ექსტრაქტი (Camellia sinensis) – 10 მგ
• ვიტამინი B6 – 2 მგ
• ნივრის ზეთი (Allium sativum) – 0,16მგ
კომბინაციაში გააჩნიათ სინერგიული მოქმედება და უფრო მკვეთრად გამოხატული ეფექტი, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე. კუნელის ექსტრაქტის
ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებია:  აცეტილქოლინი, ფლავონოიდები, ორგანული მჟავები, ვიტამინი C, კაროტინი, სელენი და სხვა

ორგანიზმისათვის სასარგებლო ნივთიერებები.
კუნელის ექსტრაქტი კარდიომატონიზირებელი საშუალებაა. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კორონარულ სისხლშარღვებში. იცავს მიოკარდიუმს იშემიისგან. აუმჯობესებს გულის კუმშვით ძალას. ხსნის სიმძიმის შეგრძნობას გულის არეში და ამცირებს ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს.
კუნელის ექსტრაქტი არეგულირებს არტერიულ წნევას, გააჩნია ანტიარითმიული ეფექტი.
მაგნიუმი – ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი მიკროელემენტია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მისი დამამშვიდებელი და
სპაზმოლიზური ეფექტი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
პირიდოქსინი (ვიტ. B6) – მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, იგი ამცირებს მიოკარდიუმის ს ჰიპოქსიას, აძლიერებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მის შეღწევას უჯრედებში.
მწვანე ჩაის ექსტრაქტი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს.
ნივრის ზეთი – ახასიათებს ანტიმიკრობული, ჰიპოლიპიდემიური და თრომბოლიზური მოქმედება.

ფარმაკოლოგიური თვისებე ბი
კარდიოპროტექტორული მოქნედება:
• აუმჯობესებს კორონარულ სისხლისმიმოქცევას და შესაბამისად მოიკარდიუმის იშემიური უბნების სისხლმომარაგებას
• პრეპარატის ხანგრძივი მიღების ფონზე გერხდება გულის ქრონიკული უკმარისობის პროგრესირება
• ამცირებს მარცხენა პარკუჭის დისტროფიას მიოკარდიუმის ინფარქტ გადატანილ პაციენტებში
• ამცირებს საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას

ანგიოპროტექტორული მოქმედება:
• გააჩნია ანტიათეროგენული და ანტიოქსიდანტური მოქმედება
• გააჩნია ანტიათეროგენული და ანტიოქსიდანტური მოქმედება
• ამცირებს თრონბოციტების აგრეგაციას

ჩვენებები:
• გულის იშემიური დაავადება
• გულის ქრონიკული უკმარისობა
• კარდიომიოპათია
• არითმია
• ანგიონევროზი
• ჰიპერტონია
• ათეროსკლეროზი

მიღების წესები და დოზები: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, ჭამის დროს.

გამოშვების ფორმა: კაფსულა

მწარმოებელი: VALENTIS, ლიტვა

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook