უშვილობის მკურნალობა უცხოეთში

ტექნოლოგიური აღჭურვილობის და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, მეტად ოპტიმალური გადაწყვეტილება იმ წყვილებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ შვილის გაჩენა, არის უშვილობის მკურნალობა უცხოეთში. უცხოეთის წამყვანმა კლინიკებმა მიაღწიეს უზარმაზარ წარმატებებს რეპროდუქტოლოგიის და ემბრიოლოგიის სფეროში, ამიტომ გვთავაზობენ ხარისხიან სამედიცინო მომსხაურებას.

უშვილობა – არის სერიოზული სამედიცინო-სოციალური პრობლემა. სტატისტიკის თანახმად, დღეისათვის წყვილების 20% ვერ აჩენს შვილს. დიაგნოზი დგინდება, როცა ერთი წლის განმავლობაში არ ხდება ჩასახვა რეგულარული სქესობრივი აქტიურობის ფონზე.

უცხოურ კლინიკებში წყვილის გამოკვლევა ხდება ერთდროულად. ასეთი მიდგომა იძლევა საშუალებას ზუსტად გამოვლინდეს მიზეზი და ჩამოყალიბდეს მკურნალობის მეტად ეფექტური ტაქტიკა. ქალის ორგანიზმის გამოკვლევის სტანდარტული პროგრამა მოიცავს გინეკოლოგიურ შემოწმებას, ჰორმონული ანალიზების კომპლექსს, ბაზალური ტემპერატურის მონიტორინგს, ულტრაბგერით სკანირებას და ოვულაციის შეფასებას. დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს ჰისტეროსკოპია, ლაპარასკოპია, კოლპოსკოპია, გენეტიკური გამოკვლევა და პოსტკოიტალური ტესტები. მამაკაცების დიაგნოსტიკა გულისხმობს უროლოგიური გამოკვლევის ჩატარებას, ულტრაბგერით გამოკვლევას, სპერმოგრაფიას, ჰორმონალურ ანალიზებს და სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებების გამოკვლევას.

დიაგნოსტიკის ინოვაციურ მეთოდებს შორის განსაკუთრებით საყურადსაღებოა FISH და GGHarray მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს გენეტიკური ანომალიები ორივე სქესში.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ბოლო 15 წლის განმავლობაში უცხოურ კლინიკებში და სპეციალიზებულ ცენტრებში აქტიურად ნერგავენ პრაქტიკაში დამხმარე რეპროდუქციის (MBP) მეთოდებს, რაც დაეხმარა არა მხოლოდ ფალოპის მილების არქონით ან მათი გაუვალობით გამოწვეული ინფერტილურობის დროს, არამედ იმ შემთხვევაშიც, როდესაც უშვილობა გამოწვეული იყო ენდომეტრიოზით, იმუნოლოგიური და ანდროლოგიური ფაქტორებით.  გარდა ამისა, MBP-მ აჩვენა მაღალი ეფექტურობა დაუდგენელი მიზეზების დროსაც, ასევე იმ ქალებშიც, რომლებმაც დაკარგეს დაორსულების უნარი მენოპაუზის შედეგად (ან თავიდანვე არ ქონდათ ამის უნარი). თანამედროვე პირობებში მკაფიოდ განისაზღვრა დამხმარე რეპროდუქციის მეთოდების გამოყენების ჩვენებები, რომლებიც ეფუძნება პაციენტების ინდივიდუალურ თავისებურებებს (რეპროდუქციული სისტემის ანატომიურ და ფუნქციონალურ ცვლილებებს).

უშვილობის მკურნალობა უცხოეთში

ხელოვნური ინსემინაციის გარდა (ინსტრუმენტული განაყოფიერება სპერმატოზოიდების შეყვანის გზით) უცხოურ კლინიკებში აქტიურად დაიწყეს ტრადიციული ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გამოყენება და მისი მოდიფიკაცია:

  • GIFT – გამეტების ერთდროული გადატანა საშვილოსნოს მილებში, რომლებიც არ არის შეცვლილი (ხშირად გამოიყენება იდიოპათიური უნაყოფობის შემთხვევაში)
  • ZIFT – ზიგოტების გადატანის ანალოგიური მეთოდი, როდესაც ეჭვია განაყოფიერების დადგომაზე უხარსხო სპერმოგრამის გამო
  • ოოციტების დონაციის პროგრამები (Ovumdonation) იმ ქალების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ საკვერცხეების ფუნციის დარღვევები
  • ICSI პროტოკოლი (სპერმატოზოიდის ინტრაციტოპლაზმური ინიექცია), რომელიც გულისხმობს განაყოფიერებას ნემსებისა და რეაქტივების დახმარებით, როდესაც სპერმატოზოიდი შეყავთ კვერცხუჯრედში იძულებით.

დღეისათვის, უცხოეთში უნაყოფობის წინააღმდეგ ბრძოლაში დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიების გარდა ფართოდ გამოიყენება ოპერაციული ენდოსკოპია და ოვულაციის ინდუქცია. ეტიოლოგიური ფაქტორების მრავალფეროვნება, რაც იწვევს დაორსულების შეუძლებლობას, ასევე მათი ურთიერთშერწყმა მნიშვნელოვნად ართულებს მკურნალობის სტრატეგიის სწორი არჩევანის გაეკეთებას. განსაკუთრებული სირთულე ჩნდება, როდესაც ორივე მეუღლეს აქვს რამოდენიმე მიზეზი.

ამიტომ, ხელოვნური განაყოფიერების ძირითადი მეთოდების გარდა,  უცხოეთში დაინტერესებულები არიან გამოავლინონ და უმკურნალონ სხვა პათოლოგიებს (ქლამიდიოზი, ენდომეტრიოზი, ეროზიები), რომლებიც იწვევენ რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევას. ასეთი კომპლექსური მიდგომა იძლევა ძალიან კარგ შედეგებს – თერაპიის ეფექტურობა აღემატება 40%-ს. ამასთანავე, დახმარებას უწევენ უნაყოფობის ყველა ფორმისა და სტადიის დროს.

გადასვლა >>  1. კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში 2. უშვილობა 


 

Share this...Share on Facebook
Facebook