ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობა უცხოეთში

ალცჰეიმერის დაავადება

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ალცჰეიმერის დაავადება – ცნს-ის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ვლინდება ფსიქიკური შესაძლებლობების (მეტყველების გაღარიბება და დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, ლოგიკური აზროვნების დაკარგვა) თანდათანობითი დაკარგვით. დაავადების განვითარების რისკი იმატებს 65 წლის შემდეგ.
ალცჰეიმერის დაავადების განვითარების მიზეზებს უკავშირებენ ნერვული უჯრედების დარღვევას, იმ პროცესების დარღვევებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ნერვული იმპულსების გადაცემაზე, ასევე მემკვიდრეობას, თავის ტვინის სიმსივნეებს, ტრავმებს.

მკურნალობა

არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში დაავადება შეუქცევადად პროგრესირებს, იწვევს ადამიანის ყველა ფსიქიკური ფუნქციის დარღვევას. ალცჰეიმერის დაავადების ბოლო სტადიაზე ადამიანი მთლიანად კარგავს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარს. სამწუხაროდ, როგორც წესი, დაავადების დასაწყისში პაციენტის ნათესავები მის სიმპტომებს აღიქვამენ როგორც ორგანიზმის ბუნებრივი დაბერების გამოვლინებას და არ მიმართავენ ექიმს.
საჭიროა იმის ცოდნა, რომ უფრო ეფექტური იქნება დაავადების პირველ სტადიაზე დაწყებული მკურნალობა. მეტისმეტად მნიშვნელოვანი პაციენტის სრული გამოკვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა დაისვას სწორი დიაგნოზი. თანამედროვე პრეპარატების გამოყენება იძლევა დაავადების განვითარების შეკავების საშუალებას, გარკვეულწილად ახდენს დაკარგული ფსიქიკური ფუნქციების კომპენსაციას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხს.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობა უცხოეთში

ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობა უმჯობესია მოხდეს კომპლექსურად. კოგნიტური, ფსიქიკური, ფუნქციონალური და ქცევითი დარღვევების კორექციისთვის გამოიყენება ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები – დონეპეზილი, გალანტამინი, რივასტიგმინი, ასევე მემანტინი (NMDA-ანტაგონისტი), მუდმივი მიღების დროს დოზას თანდათან ზრდიან.

ნეიროპროტექტორული პრეპარატი – ცერებროლოზინი

ნეიროპროტექტორული პრეპარატი – ცერებროლოზინი ანელებს ჭკუასუსტობის პროგრესირებას. დემენციამდელ სტადიაზე გამოიყენება ფიტოპრეპარატები – გინგკო ბილობა მეხსიერების გასაუმჯობესებლად, თრომბოციტების აგრეგაციის შესაფერხებლად, თავის ტვინის და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის სტიმულაციისთვის, ნეირომედიატორების ასაკობრივი დეფიციტის შესამცირებლად.
ემატება სამკურნალო ღონისძიებები ანტიოქსიდანტების და იმ ნივთიერებების გამოყენებით, რომლებიც აუმჯობესებენ თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდებას, ჰემოდინამიკას და მიკროცირკულაციას, ამცირებენ ქოლესტერინის დონეს.

სიმპტომური თერაპია

ფსიქიკური დარღვევების სიმპტომურ თერაპიაში იყენებენ  ნეიროლეპტიკებს, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს განწყობის სტაბილიზაციისთვის, ბეტა-ადრენობლოკატორებს, ტრანკვილიზატორებს.
არსებობს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის მეთოდები.
უცხოეთში ალცჰეიმერის დაავადების კომპლექსურ მკურნალობას ემატება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა (მათ შორის პაციენტის ნათესავებისთვისაც), ფოტო-, არომა-, მუსკალური  თერაპიები და სხვა სენსორული სტიმულაციის საშუალებები, სამკურნალო ფიზკულტურა.
ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა საზღვარგარეთ შესაძლებელია მრავალ კლინიკაში.

გადასვლა >>  1. კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში 2. ნერვული სისტემის დაავადებები


ალცჰეიმერის დაავადებალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤔 იცოდით⁉️
🧠 ალცჰეიმერი დემენციის ყველაზე ხშირი ფორმაა. დღესდღეისობით მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ ადამიანს აღენიშნება ალცჰაიმერის დაავადება
🔎 ალცჰეიმერის დაავადება – ცნს-ის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ვლინდება ფსიქიკური შესაძლებლობების თანდათანობითი დაკარგვით
🔗 ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მიზეზები უკავშირდება:
✔️ ნერვული უჯრედების დარღვევას;
✔️ იმ პროცესების დარღვევებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ნერვული იმპულსების გადაცემაზე;
✔️ მემკვიდრეობას;
✔️ თავის ტვინის სიმსივნეებს;
✔️ ტრავმებს
⭕️ არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში დაავადება შეუქცევადად პროგრესირებს, იწვევს ადამიანის ყველა ფსიქიკური ფუნქციის დარღვევას;
🔴 ალცჰეიმერის დაავადების ბოლო სტადიაზე ადამიანი მთლიანად კარგავს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარს;
🌐 გაეცანი სტატიას და გაიგე, როგორ ხდება ალცჰაიმერის მკურნალობა უცხოეთში – https://bit.ly/3Mdt7vT
#ალცჰაიმერი #ალცჰაიმერისდაავადება #ალცჰაიმერისსამკურნალოპრეპარატები #ალცჰაიმერისსიმპტომები #ალცჰაიმერისგამომწვევიმიზეზები #ნერვულიუჯრედებისდარღვევა #თავისტვინისსიმსივნეები #ალცჰაიმერისმკურნალობა #ალცჰაიმერისმკურნალობაუცხოეთში #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოც. ქსელებში: