აპიკორი – APICOR

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აპიკორი – APICOR-ის ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ზოგადმატონიზირებელი პარასამკურნალო საშუალება


აპიკორი – APICOR სიტყვა  აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს 150 მგ. ყვავილის მტვერს, 150 მგ ყურძნის ჭაჭის მშრალ ექსტრაქტს

დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის გლუკონატი, სალიცილის მჟავა, კალციუმის სტეარატი, სახამებელი, ლაქტოზა, ტალკი.
საჭირო რაოდენობა 350 მგ-იანი ტაბლეტის მისაღებად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ყვავილის მტვრის და ყურძნის ჭაჭის ექსტრაქტის კომპონენტების მოქმედებით. იგი არის ორი ძლიერი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების შემცველი– ფუტკრის და ყურძნის პროდუქტების ნაზავი, მდიდარია ყველა იმ ნივთიერებით, რომელიც განაპირობებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას და წარმოადგენს ბუნებრივი, მაღალეფექტური ანტიოქსიდანტების, ვიტამინების, მინერალების და ამინომჟავების კომპლექსს.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება, როგორც ანტიოქსიდანტური კომპლექსი გულის დაავადებების კომბინირებული მკურნალობის დროს. ასევე, მათი პროფილაქტიკისათვის; ვიტამინების, მინერალების, ამინომჟავების დეფიციტის შესავსებად, იმუნური სისტემის კორექციისათვის.

გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა.

უკუჩვენება:
პრეპარატში შემავალ კომპონენტების მიმართ მომატებელ მგრძნობელობა.

გამოყენების მეთოდები და დოზები:
პრეპარატი 6 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1/4 ტაბლეტი 2- ჯერ დღეში.
1 წლიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/3 ტაბლეტი 2- ჯერ დღეში.
3 წლიდან 5 წლამდე   ასაკის ბავშვებში 1/2 ტაბლეტი 2- ჯერ დღეში.
5 წლიდან 12 წლამდე   ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი 2- ჯერ დღეში.
12 წლიდან ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში 2-3 ტაბლეტი 2- ჯერ დღეში.
განმეორებითი კურსის ჩატარება რეკომენდებულია 3 თვეში ერთხელ, ყოველი სეზონის დასაწყისში.
საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია დოზების გაორმაგება.

გამოშვების ფორმა: 2X30 ტაბლეტიანი ფლაკონი მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 8–15°C ტემპერატურაზე მშრალ, ბნელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ

მწარმოებელი: ბიოფარმი-L, საქართველო

გაფრთხილება