აპილაკი – APILAK

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აპილაკი – APILAK-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ფუტკრის რძის დედო/ ROYAL JELLY

აპილაკი – APILAK-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ზოგადი მატონიზირებული, ქსოვილთა ტროფიკის გამაუმჯობესებელი საშუალება.


აპილაკი – APILAK აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 25 ტაბ., შეფუთვაში 1 და 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
ფუტკრის რძის დედო……….       10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
რძის შაქარი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი და კალციუმის სტეარატი.
მალამო 3%:  ტუბში 50 გ.
1გ
ფუტკრის რძის დედო        10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცერინი, ვაზელინი, თხიერი პარაფინი, ცეტილის სპირტი, ნატრიუმის ცეტილსტეარილსულფატი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, დარიჩინის სპირტი და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აპილაკი, ანუ ე.წ. ფუტკრის რძის დედო, წარმოადგენს ალოტროფიული ჯირკვლების გამონაჟურს, რომელსაც გამოიმუშავებენ მუშა ფუტკრები. აპილაკი წარმოადგენს ბიოლოგიურ სტიმულატორს, რომელსაც გააჩნია მატონიზირებელი, ტროფიკული და ანტისეპტიკური მოქმედება.

ჩვენებები:
ტაბლეტები:
გამოჯანმრთელების პერიოდში ალიმენტური ხასიათის დარღვევები, მშობიარობის შემდგომ პერიოდში ლაქტაციის დარღვევა. გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ნერვული დარღვევების მკურნალობისას და ჰიპოტონიის დროს.
მალამო:
სებორეა, სებორეული და მიკრობული ეგზემა, ნეიროდერმიტი.

მიღების წესები და დოზირება:
ტაბლეტები:
მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი სუბლინგვალურად 3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10-15 დღეს.
მალამო:
2-10 გ მალამო დაიტანება სხეულის დაზიანებულ ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში (ნახვევით ან უშუალოდ). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 2 თვემდე.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად ქრება. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას აღინიშნება ძილის დარღვევა, რომელიც გაივლის პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მიღების მცირე ვადით შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები:
თაფლის შემცველი პროდუქტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ადისონის დაავადება.

ორსულობა და ლაქტაცია:
აპილაკის გამოყენება დასაშვებია.

შენახვის პირობები და ვადა:
ტაბლეტები ინახება არა უმეტეს 200 Cტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
ტაბლეტები 3 წელი; მალამო       2 წელი.

მწარმოებელი: TALLINA FARMAATSIATENASE, ესტონეთი

გაფრთხილება